ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

გზა

*  *  *

მარტოდ მყოფი თვით სიყვარული
მეძახის შენთან,
ლურსმნებით ხელში მათრევს სამყარო,
როგორც წამებულს
და კალატოზებს მიგზავნის ხალხი,
დასამიწებლად მიმეტებს ბედი -
მაქრობს ანთებულს...

ბობოქარ გმირთა სულებით მკერდში
თავისუფლების სურნელოვან გზას
გავივლი ჩუმად - ვითარცა სიო,
დაითესება სიტყვათა კონა
და დასრულდება წამებულთა გზა...

დრო მხოლოდ მოვა... თქვენთანაც მოვა...
წვიმა და ცრემლი,
ჩემგან კი თოვა...
ჩემგან კი თოვა

7/7/2007

(კითხულობს ავტორი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები