 | ავტორი: თე_თე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 მაისი, 2010 |
ხელი მომეცი, არ გამიშვა,მჭირდები... და უცებ გაქრა მონუსხული თვალები , შეერწყა წყვდიადს ტალღების ხმა , გულმა ფეთქვა შეწყვიტა და ის ის იყო სამუდამო სასუფეველში გადასაბარგებელ ბილეთს იღებდა, მაღვიძარის მონოტონურმა ხმამ გამოაფხიზლა ... ადექი,ადექი ,სიზმარია- შეუძახა თავს ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა და თვალის გახელით განცდილმა ბედნიერებამ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნა .
ლოგინზე წამოჯდა, ცივი ოფლით დანამული შუბლი საბნის კიდით შეიმშრალა და ღრმად ჩაისუნთქა დაგუბული ჰაერი... (სიზმარი იყო,სიზმარი გაიფიქრა და კმაყოფილი ღიმილი გამოძერწეს ტუჩებმა ) კივილი მოუნდა ამწუთას ,ბედნიერების და უბედურების ხაზგამყოფი ბგერათა კომბინაცია ,მაგრამ ვერ (არ ) ახერხებს… ბოლოს, როცა საუბარი შეეძლო სულ მთლად ბავშვი იყო, გულღია,უსუსური,ცელქი და გაუჩერებლად მოტლიკინე (მეზობელს შეუსწრო ერთხელ,მეორე მეზობელთან ”დამწუხრებული” სახით ჭორაობისას -”ამან იმდენი იქაქანა თავის დროზე ,სათქმელი რომ არაფერი დარჩა, იმიტომაც დაადუმა გამჩენმაო ” _3 დღე ტიროდა ,უხმოდ და მალულად ,მაგრამ მაინც არ მოინდომა სიმართლის გამხელა )
დღეს დიდი გოგოა , დიდი გეგმებით, დიდი თვალებით და დიდი ტკივილით , რომელიც დღისით მოსვენებას უკარგავს ,ღამით კი ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევს .
რამდენჯერ შეეცადა დედა შეემსუბუქებინა მისთვის ყოფა ,ათასგვარი ლიტერატურით მოამარაგა ,საუკეთესო პედაგოგი დაუქირავა ,მაგრამ ვერ დაიყოლია _მე მუნჯების ენას არ ვისწავლი ! დიდი ასოებით დაუწერა და სამზარეულოში გამოუკრა მეორე დღესვე , და ნუ დამაძალებთ გთხოვ (თ) _ გამოუვიდა, მას მერე ყველა ერიდებოდა სახლში ამაზე საუბარს ,თავად კი, თავის დაქნევა-გაქნევით შემოიფარგლა . თუმცა წერდა , ბევრს და ყოველდღე -ოღონდ თავისთვის .
სამზარეულოში გავიდა და მადუღარას ლოდინში აწკრიალებულ ტელეფონს ჩააცქერდა . ტექსტური შეტყობინება იყო ,ნომერი უცნობი (სამეგობროში ყველა გაფრთხილებული ყავს რომ არ დაერეკათ,მხოლოდ ”სმს”-ით ურთიერთობდნენ ,ვიზიტებიც შეიზღუდა , გაკვირვებული სახეების ყურება არ მსურსო ) გულითად მოკითხვას უთვლიდა უცნობი და აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი თვალების უძირო სილამაზით , გაეღიმა , სახემ კმაყოფილება აირეკლა ,იგრძნო რომ ქალია , საპასუხო მადლობაც არ დაამადლა... და აი, ვირტუალურ-ქსელური ნაცნობობაც შედგა.
როგორ გათენდა არ ახსოვს , ჩიტების მოურიდებელმა ჟრიამულმა გამოარკვია და ფარდის მიღმა დანახულმა დილის ფრაგმენტმა, ისედაც ამაღლებული განწყობა განუახლა .5 წლის მანძილზე პირველად შეეგება აისს ,პირველად იკონტაქტა მთელი ღამე სრულიად უცხო ადამიანთან და პირველად ვერ ნახა ასე შესისხლხორცებული კოშმარული სიზმარი... ბედნიერია.
დღეებმა თვეები ჩაანაცვლეს , სიხარულმა წარსულის მწარე მოგონებები და სულში განგაშის ზარებს რეკენ . აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად , როგორც ბორტის მეთაური_ ბოლომდე დარჩება და ამ ამოუცნობ შტორმთან ერთად ჩაიძირება გრძნობებში...
ნათელი დღეა დღეს . სახლიდან გასვლის წინ ყველა ფურცელი დახია და უჩვეულო ხალისით ჩაირბინა ოთხი სართული .სადარბაზოსთან მეზობლის ლოყებაწითლებულ მარიტას პირველად გაუღიმა და ნელი ნაბიჯით გააგრძელა გზა . ფეხით ამჯობინა წასვლა , ღიმილით მიაქნევს ჩანთას და გულში მოსალოდნელ მონოლოგს იმეორებს , დაბნეულია ... ყვავილებში ჩაზირული ეზო ხალხის სიმწირეს განიცდის, თავშალი მოიხვია და იქვე სიმწვანეში ჩაკარგულ სკამზე ჩამოჯდა .უნდა არაფერზე იფიქროს ,მაგრამ ვერ ერევა ემოციებს . თუმცა უკან დახევის დრო ნამდვილად აღარაა და საბოლოოდ გადაწყვიტა : რაც იქნება ,იქნება . იქვე, კუთხეში თვალი მოკრა კიდეც ვისაც ასე ელოდა ... შავ ანაფორას თეთრი თმა-წვერის კონტრასტი მოახდინა , სანდომიან გამოხედვას თვალი ვერ გაუსწორა, უნებლიედ წამოდგა და ... _შემინდე მამაო, მე ცოდვილი ვარ ...
5 წუთში სამუდამოდ დაირღვა დუმილი ...
Te…
12/05/2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან ლამაზია.. მომეწონა ძალიან ლამაზია.. მომეწონა
17. ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად.
შემოგევლე გულში... ჩემი გული-ანი .. :*:*:*:*:*:* ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად.
შემოგევლე გულში... ჩემი გული-ანი .. :*:*:*:*:*:*
16. თეუბეუ... ჩემი ჭკვიანი ხარ :* :* სულ ბედნიერი იყავი შენ :* :* თეუბეუ... ჩემი ჭკვიანი ხარ :* :* სულ ბედნიერი იყავი შენ :* :*
15. რა კარგი ჩანახატია,ძალიან მომეწონა! :-* რა კარგი ჩანახატია,ძალიან მომეწონა! :-*
14. აუ თეეეე :( რა საყვარელია :( ასეთ ფინალს არ ველოდი :( აუ თეეეე :( რა საყვარელია :( ასეთ ფინალს არ ველოდი :(
13. ვინაიდან და რადგანაც, ავტორს, ჩემი აქ სტუმრობა, განსაკუთრებით უხარია ხოლმე, გულს არც ამ ჯერად დავწყვეტ :)) =)) :->
ამას მერე წავიკითხავ, ახლა მეზარება :->
ვინაიდან და რადგანაც, ავტორს, ჩემი აქ სტუმრობა, განსაკუთრებით უხარია ხოლმე, გულს არც ამ ჯერად დავწყვეტ :)) =)) :->
ამას მერე წავიკითხავ, ახლა მეზარება :->
12. ვაიმე ეს საყვარელი გოგო ვისია ნეტა ო :-* გენაცვალე ლიკო :-* გაიხარეე :-* ვაიმე ეს საყვარელი გოგო ვისია ნეტა ო :-* გენაცვალე ლიკო :-* გაიხარეე :-*
11. თეე თეე.. :-*
შენ ხარ თბილი კი არა უთბილესი. და სუფთა ადამიანი..
ნაწერში იგრძნობა სისუფთავე და მომწონს.. :-* თეე თეე.. :-*
შენ ხარ თბილი კი არა უთბილესი. და სუფთა ადამიანი..
ნაწერში იგრძნობა სისუფთავე და მომწონს.. :-*
10. ლილიტი ,გაიხარეოო :-* ლილიტი ,გაიხარეოო :-*
9. ძალიან ძალიან მომეწონა..ყოჩაღ თე...მშვენიერია... :-* :-* ძალიან ძალიან მომეწონა..ყოჩაღ თე...მშვენიერია... :-* :-*
8. გაიხარე ნიკოლას :-* დიდი მადლობა :)
არ ეწყინებათ ,პირიქით გაუხარდებათ შენგან :-* გაიხარე ნიკოლას :-* დიდი მადლობა :)
არ ეწყინებათ ,პირიქით გაუხარდებათ შენგან :-*
7. ბევრი პოეტური გადასვლაა და აღმაფრთოვანა ნაწერმა თეე ეს ყველაზე მეტად მომეწონა, იმედია შენ სხვა ნაწერებას არ ეწყინებათ:) 555 ბევრი პოეტური გადასვლაა და აღმაფრთოვანა ნაწერმა თეე ეს ყველაზე მეტად მომეწონა, იმედია შენ სხვა ნაწერებას არ ეწყინებათ:) 555
6. მომეწონა ძალიან.. გაიხარე ჩემო კარგო.. :) მომეწონა ძალიან.. გაიხარე ჩემო კარგო.. :)
5. მდაა :) ძალიან მომეწონაა :) :-* მდაა :) ძალიან მომეწონაა :) :-*
4. გაიხარე შენაო :-* გაიხარე შენაო :-*
3. მომეწონა, თბილია, სათნო გული ფეთქავს. მომეწონა, თბილია, სათნო გული ფეთქავს.
2. გაიხარე შენ :-* მადლობა მაკუცა :-* გაიხარე შენ :-* მადლობა მაკუცა :-*
1. დღეებმა თვეები ჩაანაცვლეს , სიხარულმა წარსულის მწარე მოგონებები და სულში განგაშის ზარებს რეკენ . აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად , როგორც ბორტის მეთაური_ ბოლომდე დარჩება და ამ ამოუცნობ შტორმთან ერთად ჩაიძირება გრძნობებში...
ნაღდი ხარ////უჩვეულოდ ნატიფი.....5555შესანიშნავი ეტიუდია//// დღეებმა თვეები ჩაანაცვლეს , სიხარულმა წარსულის მწარე მოგონებები და სულში განგაშის ზარებს რეკენ . აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც . ფიქრები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ... მხოლოდ გული დგას ამაყად და მედიდურად , როგორც ბორტის მეთაური_ ბოლომდე დარჩება და ამ ამოუცნობ შტორმთან ერთად ჩაიძირება გრძნობებში...
ნაღდი ხარ////უჩვეულოდ ნატიფი.....5555შესანიშნავი ეტიუდია////
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|