ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2008


არჩევანი


დრო იყო, ბავშვები ვირჩევდით
თამაშში არჩევანს, არადანს,
ყველას არჩევნობა გვინდოდა,               
გვიჩხუბია კიდეც, არადა -

რაც უფრო იზრდები, თანდათან
არჩევანის ტვირთი მძიმდება...
და წელში გადრეკილს, დატანჯულს
მუხლებზე დაცემა გინდება...

მაინც პირველობის ცდუნება,
მიენდო ბოლომდე, არ გიშვებს...
ღიმილით ვასრულებთ ეშმაკის
მიერ დაწესებულ ვარჯიშებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს