ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარო-მეყეში
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2010


სოლოლაკში ასე წვიმდა ერთდროს...

მინის მიღმა დარჩენილა წვიმა,
ვერცხლის ფარდად დაშვებულა მძიმედ.
მოგონებებს ისე როგორც წინათ,
წვიმის წვეთით, უწერიათ მძიმე.

შემომყურებს ფანჯრებიდან ეზო,
სველი, ფართოდ გახელილი გუგით.
სოლოლაკში ასე წვიმდა ერთდროს.
ოღონდ მაშინ ვერ ვხედავდით, ვგრძნობდით.…

მინის მიღმა დარჩენილა წვიმა,
სევდიანობს, ხმაში ნაღველს ურევს.
წვეთები რომ ღაპაღუპით სცვივა,
თვალში ცრემლად უგუბდება გუბეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები