ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


გარდაქმნა


  გარდაქმნა

ეჰ! სიყვარული
ისე დიდია,
ვით მონატრება
წარსული დროის.
ჩამოკონკილი
წნელის ხიდია.
მასზე ბარბაცით
მთები რომ მოდის.
თოვლიან ქუჩებს
მოვივლით ღამით,
ღამით,  რომელიც
არ არის მშვიდი.
შეგეხიზნები -
ობოლი წამი.
დღეს ნოემბერის
დამდგარა შვიდი....
თეთრ ზღვას გავაპობ
ტალღებთან ერთად.
მზეზე გავწვები
როგორც ნისლები.
თუ გადავიქეც
მნათობის ფერფლად,
ყოველ ალიონს
მოგეფინები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები