ნუთუ ღია დამრჩა? თუ გასაღები იპოვნა?არადა, სულ თან ვატარებდი! რას ეძებდა ნეტავ? ჰმ! ეგონოს,რომ ვერაფერი შევამჩნიე.ისე რა სიფრთხილით შეხებია ყველაფერს! სულელი...მე ხომ მისი სურნელი ვიცი.. ყნოსვა-გადასარევი მაქვს,ნებისმიერ მაძებარ ძაღლს შეშურდება,დაავიწყდა,ან ჩქარობდა-არ მომესწრო.ადრეც ასე არ იყო?ჩემი ფიქრების ზარდახშას დაეინტერესებინა,ალბათ გახსნაც სცადა-რა მიამიტი ვეგონე! ღიას დავუტოვებდი? მე კი მივხვდი-ოდნავ,მაგრამ მაინც გადაადგილებული დამხვდა... ნეტავ დამენახა მისი სახე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას უზარმაზარი სიყვარული რომ დაინახა,(რას დაასხამდა ცივი ოფლი!) კარგად გადავხედო აქაურობას,უცილობლად რაღაც სჭირდებოდა,თორემ ისე არ ახასიათებს დაუკითხავად მოსვლაც კი..თუმცა პირველად რომ მესტუმრა ის დამავიწყდა!ისე,სიმართლე უნდა ვთქვა დააკაკუნა,რას ვემართლები,თავხედი არ არის(ისევ ვამართლებ) ეჰ,მონატრება...ლამის შევაბერდით ერთმანეთს,არადა არ მიხდება,თვალების სითბოს მიხუნებს თითქოს,ვერც ველევი-თითქოს შიშველი ვარ მის გარეშე. აი ჩემი მოფერება.ნუთუ მე შევჩურთე ასე დაუდევრად? კარგა ხანია არ დამჭირვებია, ალბათ ამიტომ. როგორ გალეულა ჩემო მოთმინება,გაცრეცილა.არაფერი უშავს,ისე დავკემსავ -ვერავინ შეატყობს,თან მის კუთხეში მიქარგული სი ნა ნუ ლი შეიცვლება სი ხა რუ ლი-თ. ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე?? მე თვითონ მიკვირს საიდან ამდენი ალერსი? რამდენი გავაჩუქე,არ მენანება,ვარიგებ ხელგაშლილი,მაინც ბლომადაა.თუმცა,"მიეცი და მოგეცემა"-ო მართალი ნათქვამია. რა ქ ა ო ს ი ა ,ნუთუ მე ავურიე ასე? შესაძლებელია,ჰოროსკოპით ტახი(ღორი) არ ვარ? რაღაც მესაკლისება და ვერ ვხვდები კი რა! თავიდან გადავავლო თვალი: სიყვარული-ადგილზეა! კიდევ კარგი,გემოვნება ერთნაირი არ გვაქვს(გვაქვს,მაგრამ არ იმჩნევს),თორემ მაშინვე მი(მ)ითვისებდა! მონატრება,მოფერება -ჩემი არ სჭირდება ბევრჯერ თავისიც მე მომიტანა,მაჩუქა.
მოთმინება-თავისიც თავზე საყრელი აქვს.
სინანული-დასჭირდება და ცოტა ხანი დავუთმობ, ძუნწი კი არ ვარ? უნდა მივეხმარო-როცა თვითონ ვერ პოულობს.
სიხარული-რამდენი უჩუქებია,ახლა გადავთვალე...
ერთგულებისკენ არც გაუხედავს-არ ახასიათებს(მას ასე ჰგონია,არადა პატარა ბავშვივით სუფთა გული აქვს)
ალერსი ბევრი მქონდა-აჰა,აუღია რამოდენიმე...,შეარგოს ღმერთმა!(ეთქვა,ჩემით გავატანდი)
წერილს დავუტოვებ-თუ კიდევ გაბედავს მიუახლოვდეს.... "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და... ,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ტანჯვას ნუ ეძებ-თან მაქვს!" შენი სადისტი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ძალიან ღრმა და ლამაზია + უსასრულობა . . . ძალიან ღრმა და ლამაზია + უსასრულობა . . .
35. არ მეიმერისტულა,დამასევდიანა, მომეწონა! 5 არ მეიმერისტულა,დამასევდიანა, მომეწონა! 5
34. 5
იცოცხლე მოლოდინო. 5
იცოცხლე მოლოდინო.
32. რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და... ,გინდა დაგიბრუნო? ჰმმმ. 5. რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და... ,გინდა დაგიბრუნო? ჰმმმ. 5.
31. როგორი თქმა იცი მედ, გულიანი. იუმორისტული რამდენადააა ვერ გეტყვი, თბილი კი ნამდვილადაა როგორი თქმა იცი მედ, გულიანი. იუმორისტული რამდენადააა ვერ გეტყვი, თბილი კი ნამდვილადაა
29. უგრძვნია:)) უგრძვნია:))
27. რატომ იუმორისტული?! რატომ იუმორისტული?!
25. მუხას ვეთენხმები. ძალიან ლამაზი ნაწერია +2 :) მუხას ვეთენხმები. ძალიან ლამაზი ნაწერია +2 :)
24. 7. - არამითი777. 2011-02-06 04:06:36 =)) როგორ მოახერხე?კომენტარიც კი მე-7! 7. - არამითი777. 2011-02-06 04:06:36 =)) როგორ მოახერხე?კომენტარიც კი მე-7!
23. იუმორისტული არა ეს არის პროზა, იუმორის გარეშე! ვოტ ტაკ1! იუმორისტული არა ეს არის პროზა, იუმორის გარეშე! ვოტ ტაკ1!
22. ალერსი ბევრი მქონდა-აჰა,აუღია რამოდენიმე...,შეარგოს ღმერთმა!(ეთქვა,ჩემით გავატანდი)
მეეედ... უუჰ... რანაირად ამბობ ხოლმე... არ მეცინება სულ :-* ალერსი ბევრი მქონდა-აჰა,აუღია რამოდენიმე...,შეარგოს ღმერთმა!(ეთქვა,ჩემით გავატანდი)
მეეედ... უუჰ... რანაირად ამბობ ხოლმე... არ მეცინება სულ :-*
21. იმდენად მომეწონა, რომ იუმორისტულად ვერ აღვიქვი... იმდენად მომეწონა, რომ იუმორისტულად ვერ აღვიქვი...
20. და რატომ არ აქვეყნებ?... და რატომ არ აქვეყნებ?...
19. დაწერილია.... დაწერილია....
18. ეს კარგია, მაგრამ ,,ვინც მოითმინა"-ს გაგრძელებას როდის დაწერ? ეს კარგია, მაგრამ ,,ვინც მოითმინა"-ს გაგრძელებას როდის დაწერ?
17. მაგარიაააა! მაგარიაააა!
16. მედ, რა კარგი ხარ, თავისებური...იმიტომ მიყვარხარ, რომ სხვებს არ გავხარ! +5 მედ, რა კარგი ხარ, თავისებური...იმიტომ მიყვარხარ, რომ სხვებს არ გავხარ! +5
15. ყველაზე ლამაზია შეყვარებული გული...:-* და ლამაზადაც წერს...5
ყველაზე ლამაზია შეყვარებული გული...:-* და ლამაზადაც წერს...5
14. მედ, სულის რობინ ჰუდი ხარ! მედ, სულის რობინ ჰუდი ხარ!
13. ეჰ,მონატრება...ლამის შევაბერდით ერთმანეთს,არადა არ მიხდება,თვალების სითბოს მიხუნებს თითქოს,ვერც ველევი-თითქოს შიშველი ვარ მის გარეშე.
მონატრება ყველა ქალს უხდება... აქ მართლა კარგია და თბილ;ა. კოცნა!!! ეჰ,მონატრება...ლამის შევაბერდით ერთმანეთს,არადა არ მიხდება,თვალების სითბოს მიხუნებს თითქოს,ვერც ველევი-თითქოს შიშველი ვარ მის გარეშე.
მონატრება ყველა ქალს უხდება... აქ მართლა კარგია და თბილ;ა. კოცნა!!!
11. სევდანარევი იუმორით წერ და რა კარგად! :) სევდანარევი იუმორით წერ და რა კარგად! :)
10. როგორი კარგია აქ. :) როგორი კარგია აქ. :)
9. "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ტანჯვას ნუ ეძებ-თან მაქვს!" შენი სადისტი..;;)
ძალიან განსხვავებული ხელწერა:)თბილი,ღიმილიანი,საინტერესო,დადებითმუხტიან ემოციანი და რავიცი რაღა გითხრა აბა:) კარგი ხარ მომწონს აქ კითხვა თან ღამე როცა თითქმის არავინ არაა და მშვიდად ვკითხულობ და მსიამივნებს:-* "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ტანჯვას ნუ ეძებ-თან მაქვს!" შენი სადისტი..;;)
ძალიან განსხვავებული ხელწერა:)თბილი,ღიმილიანი,საინტერესო,დადებითმუხტიან ემოციანი და რავიცი რაღა გითხრა აბა:) კარგი ხარ მომწონს აქ კითხვა თან ღამე როცა თითქმის არავინ არაა და მშვიდად ვკითხულობ და მსიამივნებს:-*
8. კარგია :)სადღაც წამიკითხავს;) კარგია :)სადღაც წამიკითხავს;)
7. :D:D "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ტანჯვას ნუ ეძებ-თან მაქვს!" შენი სადისტი.... :D :D:D "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ტანჯვას ნუ ეძებ-თან მაქვს!" შენი სადისტი.... :D
6. ფინალი განსაკუთრებით მომეწონა :) + ფინალი განსაკუთრებით მომეწონა :) +
5. ეს სულის შიდაობა რა ლამზად გადმოუფენია მედეას! 555 ეს სულის შიდაობა რა ლამზად გადმოუფენია მედეას! 555
4. :) :) ეს წაკითხული მაქვს და მოწონებული..++ :) :) ეს წაკითხული მაქვს და მოწონებული..++
3. მოგიკითხე სიყვარულით :) 5 მოგიკითხე სიყვარულით :) 5
2. მეედ, ეს როდის წავიკითხე? რომ წავიკითხე ზუსტად მახსოვს და როდის?
მეედ, ეს როდის წავიკითხე? რომ წავიკითხე ზუსტად მახსოვს და როდის?
1. "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ..."
ფანტასტიური ხარ მედი!!! :-* "რასაც შენ ეძებ-მივხვდი,მაზოხისტო! ტანჯვას,ხომ მართალი ვარ? შენ მაჩუქე და სულ თან დამაქვს,გინდა დაგიბრუნო? ნუღარ ამომიტრიალებ, ეს ჩემი გულია-გასაღებს გიტოვებ, ( თუმცა შენ შენიც გაქვს), წაიღე რაც გსურს! ..."
ფანტასტიური ხარ მედი!!! :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|