სიცივით იწყებაო, ამბობენ, სიკვდილი... სულ კანკალებდა, სიცივეს აჰყოლოდა და სიტყვას ვერ ამბობდა. დროდადრო - „მც...ივა...“ და ისევ მიყუჩდებოდა... ისმოდა მხოლოდ სხეულის თრთოლა, გიჟივით ცქმუტვა, მხეცივით ღრიალი... - შუქი ჩააქრეთ! მაპტიეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ.. - მავედრებელი სიტყვები.. ისევ ძაგძაგი... ამ დროს იტყოდნენ - სიკვდილმა მოაკითხაო, უბედურს. - მიქელ-გაბრიელს გახსენებია მისი ბებერი სულიო. - თბილად დაახურეთ, მხურვალედ გავიდესო იმქვეყნად... ისევ მხეცურად ანკალებდა მოხუცი საწოლზე... აღარც კი ჩანდა მისი დამჭკნარი სხეული ამდენ საფარში. კი არ სციოდა, უფრო ეშინოდა, ცელიანი კაცის ეშინოდა, მასთან შეხვედრის... სახურავზე რაღაც წკაპუნობდა - თითქოს ეძახისო სულს მაღლა, ზევით. უფრო მოუხშირა ფილებზე ხმაურმა, დამდნარი თოვლის ხმა კაცის სიარულს ჰგავდა.. ისევ კანკალებდა სარეცელზე მოხუცი სხეული, ისევ ცხოველივით ღრიალებდა - მცივა!
* * * მზის თვალი თოვლის ფიფქებს ეშმაკურად უღიმოდა, ბეღურები ჩუმად კენკდნენ პურის ნამცეცს, კარუსელი ცხოვრებისა ტრიალებდა და ქალაქი ულოცავდა ერთურთს დამდეგს....
20.01.08 ეძღვნება ბაბუაჩემს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაღაცნაირია რაღაცნაირია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|