 | ავტორი: თომა ჟანრი: პოეზია 7 თებერვალი, 2011 |
უბრალოდ ასე ზამთარია, თებერვლის შვიდი, საათის დილა იყო როგორც ფეხსაცმლის ენა, იყო ბალახის დასასრული - ქარაფის კიდე, იყავი შენ და არასოდეს არ იყო შენი.
ათი, ცხრა, რვა და ასე ნელა ჩავედი ერთთან, სუსხი, მიწამდე დაიხარა ქუჩაში ნაძვი, გუშინწინიდან ზამთარს ისე გაუჩნდა კეთრი, თითქოს ზამთარი საუკუნის კუბოში ჩაწვა.
თითქოს ასეა მუდამ, იბადები და კვდები, როგორც მელიის კუდი, ვიღაცის კედელს ება.
სხეულს იმაზე იაფად (ვიდრე ღირს) ყიდი, სურვილისამებრ, საკუთარ სულსაც არცხვენ, იყო ბალახის დასასრული - ქარაფის კიდე, იყავი შენ და შენიდან კი მე უფრო მარცხნივ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. როგორც მელიის კუდი ვიღაცის კედელს ება როგორც მელიის კუდი ვიღაცის კედელს ება
14. ნამეტანი ორიგიალობს ავტორი...ხო,ნიჭიც არის და კარგი პასაჟებიც მაგრამ...;) ნამეტანი ორიგიალობს ავტორი...ხო,ნიჭიც არის და კარგი პასაჟებიც მაგრამ...;)
13. ათი, ცხრა, რვა და ასე ნელა ჩავედი ერთთან, სუსხი, მიწამდე დაიხარა ქუჩაში ნაძვი, გუშინწინიდან ზამთარს ისე გაუჩნდა კეთრი, თითქოს ზამთარი საუკუნის კუბოში ჩაწვა.
555 ათი, ცხრა, რვა და ასე ნელა ჩავედი ერთთან, სუსხი, მიწამდე დაიხარა ქუჩაში ნაძვი, გუშინწინიდან ზამთარს ისე გაუჩნდა კეთრი, თითქოს ზამთარი საუკუნის კუბოში ჩაწვა.
555
12. 6. რიტმი იკარგება მართალია ვეთანხმები ანინეს ისე ლექსი კარგია არკუსი. 2011-02-07 17:03:17
ჯერ არ მქონდა დაწერილი კომენტარი რომ უკვე მეთანხმებოდნენ, აი ასეთი მაგარი ვარ. :D :D
რაღაცა იყო აქ იმედისმომცემი.
6. რიტმი იკარგება მართალია ვეთანხმები ანინეს ისე ლექსი კარგია არკუსი. 2011-02-07 17:03:17
ჯერ არ მქონდა დაწერილი კომენტარი რომ უკვე მეთანხმებოდნენ, აი ასეთი მაგარი ვარ. :D :D
რაღაცა იყო აქ იმედისმომცემი.
11. ნიჭია აქ!
ავტორი: თომა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7 თებერვალი, 2011 ნიჭია აქ!
ავტორი: თომა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7 თებერვალი, 2011
10. საინტერესოა ++ საინტერესოა ++
8. მესამე სტროფის გამოკლებით, ან შესწორებით, კარგი წასაკითხია. წარმატებები! + + + მესამე სტროფის გამოკლებით, ან შესწორებით, კარგი წასაკითხია. წარმატებები! + + +
7. საათის დილა იყო როგორც ფეხსაცმლის ენა-ეს რაა?
გუშინწინიდან ზამთარს ისე გაუჩნდა კეთრი, თითქოს ზამთარი საუკუნის კუბოში ჩაწვა.
ერთი ზამთარი შესაცვლელია.
როგორც მელიის კუდი, ვიღაცის კედელს ება- რა ება ?
1
საათის დილა იყო როგორც ფეხსაცმლის ენა-ეს რაა?
გუშინწინიდან ზამთარს ისე გაუჩნდა კეთრი, თითქოს ზამთარი საუკუნის კუბოში ჩაწვა.
ერთი ზამთარი შესაცვლელია.
როგორც მელიის კუდი, ვიღაცის კედელს ება- რა ება ?
1
6. რიტმი იკარგება მართალია ვეთანხმები ანინეს ისე ლექსი კარგია რიტმი იკარგება მართალია ვეთანხმები ანინეს ისე ლექსი კარგია
5. მომეწონა მე, ოღონდ თუ მოუფიქრებდი იმ პატარა ნაწისაც რამეს და გაუთანაბრებდი დანარჩენს კარგი იქნებოდა. შეინარჩუნებდა ტემპს. მომეწონა მე, ოღონდ თუ მოუფიქრებდი იმ პატარა ნაწისაც რამეს და გაუთანაბრებდი დანარჩენს კარგი იქნებოდა. შეინარჩუნებდა ტემპს.
4.
წიწაკა უფრო ტკბილია.....
+
წიწაკა უფრო ტკბილია.....
+
3. :))
ერთი ქილა მურაბა და სამი ფუნთუშა :))
ერთი ქილა მურაბა და სამი ფუნთუშა
2. მთავარია 29 თებერვალზე არ დაწერო, თორემ 4 წელიწადში ერთხელ მოგიწევ წაკითხვა მხოლოდ. ;)) კარლსონ, პროპეილერის ამოძრავებისთვის რამდენი ცხენის ძალა გჭირდება? მთავარია 29 თებერვალზე არ დაწერო, თორემ 4 წელიწადში ერთხელ მოგიწევ წაკითხვა მხოლოდ. ;)) კარლსონ, პროპეილერის ამოძრავებისთვის რამდენი ცხენის ძალა გჭირდება?
1. ეს ისეთი ლექსია, მარტო შვიდ თებერვალს რომ უნდა წაიკითხო ეს ისეთი ლექსია, მარტო შვიდ თებერვალს რომ უნდა წაიკითხო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|