ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუნიორ_ა13
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2011


გამასამართლე...!!!

გამასამართლე, ოღონდ გრძნობით გამასამართლე,
დღეს მლიქვნელობას მეგობრისგან მივაყრი მიწას,
გამასამართლე, ღვთის სამსჯავროს ფეხშიშველა მივემართები
გვედზე სატანაც, დაუნდობლად ისევ ტაშს მიკრავს.
გამასამართლე ერთგულებისთვის. უბიწოდ, სუფთად
                                                                        გამასამართლე
ღვთის სამსჯავროზე ცოდვის დათვლისას
დილამდე ლოდინს დამაძალებენ.
გამასამართლე უსიტყვობისთვის,
                            სიყვარულისთვის გამასამართლე
რომ ვაობლებდი გრძნობებს დღე და ღამ,
დაცინვისათვის გამასამართლე.
რომ არ მიყვარდა ფიქრი, ოცნება
ვერდიქტებიც კი აღარ მაშინებს
მე სიყვარულის სურვილმა მძლია
ახლა გრძნობებსაც სადღაც ვაცილებ.
გამასამართლე ყველაფრისათვის
და ყველაფერზე ნუ კი შემინდობ,
შესანდობარსაც მხოლოდ ერთს ვითხოვ
ბავშვობისათვის ნუ მასამართლებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს