ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
1 თებერვალი, 2012


ანა ახმატოვა _ * * *

სანახევროდ ღია კარი,
ცაცხვებს სიო ტკბილად არხევს...
მაგიდაზე ხელთათმანი
დავიწყებას ხელს არ ართმევს.

ყვითლად ციალს - ლამპის გვირგვინს,
- მოჩურჩულეს ვუსმენ და...
რათ დამტოვე ცვარად მინდვრის,
როგორც კი განთიადდა?

მხიარული, სუფთა, წმინდა,
გათენდება დილა ხვალე.
ცხოვრება ხომ ლამაზია,
გულო სიბრძნით დამეხმარე.

შენ - დაღლილი, სუსტი ასე,
უფრო ჩუმად უღრანს მღერი...
წამიკითხავს იცი ადრე,
რომ სავსე ხარ უკვდავებით.




Дверь полуоткрытa,
Веют липы сладко...
На столе забыты
Хлыстик и перчaтка.

Круг от лампы жёлтый...
Шорохaм внимаю.
Отчего ушёл ты?
Я не понимаю.

Радостно и ясно
Завтра будет утро.
Этa жизнь прекрасна,
Сердце будь же мудро.

Ты совсем устало,
Бьёшься тише, глуше...
знаешь, я читала,
что бессмертны души.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები