ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალენ ფონ იდი ოოტი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2008


მოსახვევი..

ჩემი მგრძნობელობა
ეს ბოლო შუადღეებია
ძლიერ დამძიმდა
ლიმონის ხის ამ სურნელით,
რომელიც თვალის კლინიკიდან
და კათოლიკური ეკლესიიდან იძვრის,
და ასე დაჟინებით სარგებლობს
ხსოვნითა და ნოსტალგიით.

ძლიერ დამძიმდა.
ძალიან წუხს,
არ შეუძლია,
არ გააჩნია ორ დრახმაზე მეტი:
ორი წუთი აქვს მხოლოდ,
რათა შევიდეს,
ვიდრე მიაღწევს
”პანგრატი-კიპსელის”
გადატვირთულ მოსახვევს,
”დავიწყება-უარყოფის”
მომავალ მოსახვევს.
          ყველაფერი იწყება ბოლოდან !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები