ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2012


მე თქვენ მიყვარხართ მეგობრებო

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე კიდევ დავწერო,
ისიც არ ვიცი რატომ ვწერდი უწინ სხვა ლექსებს,
იქნებ მინდა რომ ჩემი ცხოვრება ასე აღვწერო,
ან იქნებ მივხვდი,რომ უბრალოდ უკალმოდ ვერ ვძლებ.


ან შეიძლება ვერ ვუღალატე მეგობრებს ჩემსას,
ჩემი მუზა და ჩემი ღვთაება ისევ თქვენახართ,
მე არ ვტრაბახობ ან სიფხიზლეში უბრალოდ ვერ ვთქვა,
მაგრამ ყოველთვის მემეტება, მე თქვენ მიყვარხართ.

დღეს დიდი დღეა და მომლოცველიც არამყავს არსად,
მე ხომ თქვენი ვარ მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ,
მე ხომ მიყვარხართ და მჭირდებით დღეს თუნდაც ამ წამს,
მე ხომ მიყვარხართ რომ ასე გიჟსაც არ მტოვებთ მარტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს