ამათზე მეტად,ოჰ,დიახ, ამათზე უფრო მეტად შეიძლება გაყუჩდე.. შეიძლება ხანგრძლივი საათების განმავლობაში მიცვალებულთა მზერის მსგავსად სახე გაგეყინოს, თვალი გაგიშტერდეს სიგარეტის კვლამზე, თვალი გაგიშტერდეს ფინჯნის გამოსახულებაზე, ხალიჩის უფერულ ყვავილზე, კედელზე წარმოსახულ ხაზებზე.. შეიძლება ძალაგამოცლილი ხელებით დედამიწა გადასწიო და დაინახო: შენი სხეული როგორ მოძრაიბს პლანეტებს შორის და შენი ცხოვრება უკვე მონტენმა აღწერა.
შეიძლება ფარდის უკან ერთ ადგილზე წუთით გაქვავდე ისე, რომ ვერაფერს ხედავდე, ისე,რომ არაფერი გესმოდეს..
შეიძლება იყვირო არაბუნებრივი ,მეტად უცნაური ხმით: “მიყვარს”, შეიძლება ერთი მამაკაცის ძლიერ მკლავებში მშვენიერი,სრულყოფილი ქალი აღმოჩნდეს, ტყავის სუფრის მსგავსი მოქნილი ტანით, მკვრივი მკერდით. შეიძლება საწოლში ერთმა ლოთმა, გიჟმა ან მაწანწალამ ერთი სიყვარულის უმანკოება შელახოს..
შეიძლება განზრახ აბუჩად აიგდო ყოველი გასაოცარი ქარაგმა. შეიძლება მარტო შეუდგე კროსვორდის ამოხსნას და უბრალო, სულ რაღაც ხუთ-ექვს ბგერიანი პასუხის მიგნებითაც გული გაიხალისო.
შეიძლება ერთმა სიცოცხლემ მორჩილად მუხლი მოიდრიკოს ცივი სამარის ფერხთით, შეიძლება ერთ უცნობ საფლავში ღმერთი აღმოაჩინო, შეიძლება ერთი უმნიშვნელო მონეტით რწმენა იპოვო და მეჩეთის სენაკში გაიხრწნა ლოცვისას მოხუცი მწირის მსგავსად.
შეიძლება როგორც ნულს, ცალკე შეკრებისას თუ გამრავლებისას ერთნაირი შედეგი გქონდეს. შეიძლება შენი თვალები მრისხანე ქუთუთოებს მიღმა გაცვეთილი წაღის უსახურ ღილს მიემსგავსოს. შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე და სილამაზის წუთით გაელვება მოულოდნელად გადაღებული შავ-თეთრი სურათივით სადღაც ყუთში გადამალო.
შეიძლება ერთი დღის ცარიელ ჩარჩოში მსჯავრდებულის, ჯვარცმულის ან დამარცხებულის სურათი ჩამოჰკიდო, შეიძლება ნიღბებით დაფარო კედლის ბზარები და თვითონვე დაიკარგო მათში უაზროდ.
შეიძლება შენც დასაქოქ თოჯინებს ჰგავდე და შუშის თვალებით საკუთარ სამყაროს ხედავდე, შეიძლება ჩალით გატენილი ტანით წლების განმავლობაში მაუდის ყუთში გეძინოს ბადესა და ბრჭყვიალებს შორის და ხელის უმნიშვნელო შეხებისას უმიზეზოდ შეჰყვირო: “ოჰ,მე უზომოდ ბედნიერი ვარ”.…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. შეიძლება მარტო შეუდგე კროსვორდის ამოხსნას და უბრალო, სულ რაღაც ხუთ-ექვს ბგერიანი პასუხის მიგნებითაც გული გაიხალისო.
:) ნუთუ ყველა ვეჩვევით :)
შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე – ეს უკვე უსინდისობაა :))
შეიძლება შენც დასაქოქ თოჯინებს ჰგავდე და შუშის თვალებით საკუთარ სამყაროს ხედავდე, შეიძლება ჩალით გატენილი ტანით წლების განმავლობაში მაუდის ყუთში გეძინოს ბადესა და ბრჭყვიალებს შორის და ხელის უმნიშვნელო შეხებისას უმიზეზოდ შეჰყვირო: “ოჰ,მე უზომოდ ბედნიერი ვარ”.…
:) არ მინდა მასე მე :) შეიძლება მარტო შეუდგე კროსვორდის ამოხსნას და უბრალო, სულ რაღაც ხუთ-ექვს ბგერიანი პასუხის მიგნებითაც გული გაიხალისო.
:) ნუთუ ყველა ვეჩვევით :)
შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე – ეს უკვე უსინდისობაა :))
შეიძლება შენც დასაქოქ თოჯინებს ჰგავდე და შუშის თვალებით საკუთარ სამყაროს ხედავდე, შეიძლება ჩალით გატენილი ტანით წლების განმავლობაში მაუდის ყუთში გეძინოს ბადესა და ბრჭყვიალებს შორის და ხელის უმნიშვნელო შეხებისას უმიზეზოდ შეჰყვირო: “ოჰ,მე უზომოდ ბედნიერი ვარ”.…
:) არ მინდა მასე მე :)
15. შენთან რომ ვპოულობ, ასეთი არასოდეს, არავისთან არ აღმომიჩენია და მიპოვნია... შენთან რომ ვპოულობ, ასეთი არასოდეს, არავისთან არ აღმომიჩენია და მიპოვნია...
14. მართლა წითელი ფერია:Dმკვეთრი ფრაზებით და უფრო დამაჯერებელი სტილით,რომ საინტერესოდ წერ:)
და მაინც მსგავსებას ვხედავ ერთ ავტორთან:) და აქ იმდენადაც ზელოიალური შემფასებელი ვიქნები:D
ბევრი ფრაზები არის რომელიც მაგდებს მისი სტილიდან,ანუ ზედმეტად გახსნილიგაშიფრული:)
ნუ მოკლედ მომწონს ხოლმე აქ და რათქმა უნდა მაღალიშეფასებასვწერდაუნანებლად:)
და თეასაც ვეთანხმები,მირჩევნია პროზად წავიკითხო,თუმცა ჩემი ნება არაა რომელ ფორმაში მოვათავსებ?:D
უფ ბევრი ვილაპარაკე
წარმატებები სულ და სულ მართლა წითელი ფერია:Dმკვეთრი ფრაზებით და უფრო დამაჯერებელი სტილით,რომ საინტერესოდ წერ:)
და მაინც მსგავსებას ვხედავ ერთ ავტორთან:) და აქ იმდენადაც ზელოიალური შემფასებელი ვიქნები:D
ბევრი ფრაზები არის რომელიც მაგდებს მისი სტილიდან,ანუ ზედმეტად გახსნილიგაშიფრული:)
ნუ მოკლედ მომწონს ხოლმე აქ და რათქმა უნდა მაღალიშეფასებასვწერდაუნანებლად:)
და თეასაც ვეთანხმები,მირჩევნია პროზად წავიკითხო,თუმცა ჩემი ნება არაა რომელ ფორმაში მოვათავსებ?:D
უფ ბევრი ვილაპარაკე
წარმატებები სულ და სულ
13. აი, წავიკითხე და მომეწონა. აზრიანია, საინტერესო... თუმცა, რიტმი დამაკლდა, ურითმო ლექსებშიც ვეძებ-ხოლმე რიტმს. აქ კი არაა, მგონი. 4 აი, წავიკითხე და მომეწონა. აზრიანია, საინტერესო... თუმცა, რიტმი დამაკლდა, ურითმო ლექსებშიც ვეძებ-ხოლმე რიტმს. აქ კი არაა, მგონი. 4
12. აი საღოლ
მე მაგრად მომეწონა !
წაიღოოო ! დაგლიჯაააა !!!!!!!1
5 გიწერ ! _მაგრამ ჩემი ძუძუები საუკეთესო ავტორის ტიტულს გაძელევენ ! :D
მართლა მაგარია საღოოოლ !
აი საღოლ
მე მაგრად მომეწონა !
წაიღოოო ! დაგლიჯაააა !!!!!!!1
5 გიწერ ! _მაგრამ ჩემი ძუძუები საუკეთესო ავტორის ტიტულს გაძელევენ ! :D
მართლა მაგარია საღოოოლ !
11. მე შენი ერთგული მკითხველი აქ ვარ :)
შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე და სილამაზის წუთით გაელვება მოულოდნელად გადაღებული შავ-თეთრი სურათივით სადღაც ყუთში გადამალო.
მაგარი ხარ :) მე შენი ერთგული მკითხველი აქ ვარ :)
შეიძლება,როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე და სილამაზის წუთით გაელვება მოულოდნელად გადაღებული შავ-თეთრი სურათივით სადღაც ყუთში გადამალო.
მაგარი ხარ :)
10. მეც დღისით წავიკითხავ, იმიტომ რომ პატარა არაა მოცულობით, თან ვერლიბრია ეტყობა და უფრო მეტი მობილიზება მჭირდება. სულ ესაა:) მეც დღისით წავიკითხავ, იმიტომ რომ პატარა არაა მოცულობით, თან ვერლიბრია ეტყობა და უფრო მეტი მობილიზება მჭირდება. სულ ესაა:)
9. ხო გულთან არ მიმაქვს. ხო გულთან არ მიმაქვს.
8. არაუშავს მიეჩვევი : )) არაუშავს მიეჩვევი : ))
7. იცი საინტერესო და ნიჭიერი ''როჟა '' ჩანხარ.:) და ვინ გაგაბრაზა ასე? არ ვკაიფობ.გაპიარებ :) დიდია და :)
და გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანო...ამას კი გირჩევ...:) იცი საინტერესო და ნიჭიერი ``როჟა `` ჩანხარ.:) და ვინ გაგაბრაზა ასე? არ ვკაიფობ.გაპიარებ :) დიდია და :)
და გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანო...ამას კი გირჩევ...:)
6. ჩემთან მაგ პრეტენზიებით არა ხო?:D
ხვალ წავიკითხავ,ეხლა გამარჯობა:) ჩემთან მაგ პრეტენზიებით არა ხო?:D
ხვალ წავიკითხავ,ეხლა გამარჯობა:)
4. ლალი: კაიფობ? აქ რასაც ვუყურებ მემგონი კითხვა არ იციან.. აქ ერთმანეთი უფრო უყვართ ვიდრე ლექსები, ნუ ეს რასაც ვუყურებ :) ლალი: კაიფობ? აქ რასაც ვუყურებ მემგონი კითხვა არ იციან.. აქ ერთმანეთი უფრო უყვართ ვიდრე ლექსები, ნუ ეს რასაც ვუყურებ :)
3. ხალხო დიდია,მარა ღირს წაკითხვა:) არ დაიზაროთ :) ხალხო დიდია,მარა ღირს წაკითხვა:) არ დაიზაროთ :)
2. ბევრი კარგი რაღაცაა აქ.ბევრი :)
ბევრი კარგი რაღაცაა აქ.ბევრი :)
1. საინტერესო და კარგი ხარ .4 აქ. ბოლო კუპლეტს რაღაც უფრო დატვირთულს და ''იდეინის '' გავაკეთებდი.ფინალით შევკრავდი ლექსს. აკლია კომპოზიციურ-''კონცეპტური ' შეკვრა და მაგარი ფინალი. ტექსტის ''მოცულობის '' გაზრდა და მშვენიერი პოემის (მცირე მოცულობის ) გაკეთებაც შეიძლება . საინტერესო და კარგი ხარ .4 აქ. ბოლო კუპლეტს რაღაც უფრო დატვირთულს და ``იდეინის `` გავაკეთებდი.ფინალით შევკრავდი ლექსს. აკლია კომპოზიციურ-``კონცეპტური ` შეკვრა და მაგარი ფინალი. ტექსტის ``მოცულობის `` გაზრდა და მშვენიერი პოემის (მცირე მოცულობის ) გაკეთებაც შეიძლება .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|