ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალენ ფონ იდი ოოტი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2008


5 ფერი თეთრი

1.
ღმერთი ჭადრაკს ტამაშობს,
ყველაზე სუსტი ფიგურა,
თვითონ ღმერთია წვიმაში მოყოლილი.

2.
გასცქერის
საავადმყოფოს სარკმლიდან:
ქვეყნიერება სარკმელია ოდენ.

3.
მთელი ქალაქი ფეხით მოიარა,
მერე დაიღალა და ჩამოჯდა,
გამხდარი ქალის თხელ წამწაბეზე.

4.
დამტვრეულ სათამაშოს,
მკვდარი შვილის დამტირებელი
დედის მსგავსად,
დაიტირებს ხოლმე ბავშვი,
მაშინაც კი, როდესაც თვითონ არის სათამაშო,
მხოლოდ ამას ვერ აცნობიერებს.

5.
ტაფაზე აშიშხინებულ თევზს,
ესიზმრებოდა ოკეანის მძიმე ტალღები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები