ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2012


ჩემო შხაპუნა ამინდო

შხაპის ქვეშ დგანან ხეები;
დგას გაზაფხულის სიგრილე...
ხეთა საამო რხევები,
შენს თმასთან გავაიგივე.

მოქრის ქაფქაფა მდინარე,
– აცისარტყელდნენ შხეფები,
გემუდარები: თქვი რამე!
– ბაგეზე შემოგებებით,

რომ ეს მდინარე გავხიდო
ამ ხეთა ნაზი რხევებით,
ჩემო შხაპუნა ამინდო;
მორთულო მრავალფერებით.

ხეთა გრძელ რიგებს მოვყავარ
მდინარის საზანდარებით,
სადღაც შუაში ორყანას,
ვერთქმული დანაბარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები