ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ლელაძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

საქანელაზე ქანაობდა ჩემი ბავშვობა

საქანელაზე ქანაობდა ჩემი ბავშვობა,
კულისებს მიღმა ჩუმად მდგარი ფერებს ვითვლიდი,
სადღაც შორიდან რამპის შუქი თითქოს მაკრთობდა
წარსულის ლანდთან მონატრებით ახლოს მივფრინდი.

ვეზიდებოდი შორეთიდან გარდასულ დღეებს,
ლურჯი კადრებით დავიწყებულს, ცრემლი მათბობდა
ჩუმი ხმაურით ყურს ვუგდებდი ქარიან ბგერებს,
ახლა დავბრუნდი და ტკივილიც სწრაფად გამშორდა.

სევდისფერ ღიმილს ავაფარე ყალბი ნიღაბი
ცხოვრების სცენა მიძინებულ გრძნობებს აშიშვლებს,
სარეცხის თოკზე ტკივილები ერთად მივაბი
და ვუყურებდი ჩუმად როგორ დგამდა ნაბიჯებს.

საქანელაზე ქანაობდა ჩემი ბავშვობა,
კულისებს მიღმა ჩუმად მდგარი ფერებს ვითვლიდი,
სადღაც შორიდან რამპის შუქი ისევ მაკრთობდა,
წარსულის ლანდთან მონატრებით ახლოს მივფრინდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები