ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2012


* * *

მაინც გაოცდი.. რა გიკვირს ნეტავ.
რომ არ გაბეზრებ ჩემი ფიქრებით?!
მე ხომ ვარ ერთი პატარა გოგო
და ჩემ სიბავშვეს გავუფრთხილდები..

კვლავ თავს გარიდებ.. რატომ ვარ ცელქი..
რატომ ვერ მწვდები ცდილობ გაიგო,
ჯერ პატარა ვარ უცხოა გრძნობა
და სიცივისგან მიტომ არ გინდობ..

იქნებ სიბავშვე გიზიდავს ჩემში,
მიუწვდომლობა ჟინს ბადებს მავანს..
და ერთხელაც რომ დამერქვას შენი
ის ყალბი გრძნობა ხომ სადღაც წავა?!

მე ვინ მჭირდება? ვინმე პატარა,
ის ვინც ბავშვურად ამყვება მარდად..
ჩემსავით წავა ნარიყალაზე
მარტო და თბილისს უამბობს ზღაპარს..

ჩემსავით ვინც რომ დხუჭავს თვალებს
და სიბნელეშიც მიაგნებს მუზას..
ის ვინც ყოველი გათენებისას
სიზმრად, გინდ ცხადშიც დამინთებს მგუზალს..

იცი ვინ მინდა? ჩემსავით ბავშვი
არ გამიკიცხავს ყოველ ნაბიჯებს
ის ვბინც გამიწევს სიგიჟის ზღვარს და
დადგენილ ნორმებს გადააბიჯებს..

ის ვინც სიყალბეს გაურბის მუდამ
ვისაც ნიღბები სულ არ სჭირდება
ის ვინც ბუნებიტ არიოს გახსნილი
და სახის შეცვლა გაუჭირდება

ვისაც თვალებში ამოვუკითხავ
მის ყოველ ფიქრს და ყოველ ნააზრევს
ვინც სულ მთლიანად იქნება ჩემი
და ჩემს გარეშე ხელს არ გაანძრევს..

ვისაც იდეა არ დაელევა
ერთფეროვნებით არ დამღლის მუდამ
მე არ მჭირდება ვინმე ისეთი
ვისაც ფიქრისთვის დიდი დრო უნდა..

სწორად გამიგე, ვარ მესაკუთრე
ან მეოცნებე დამარქვი თუნდაც
მე ვარ უბრალო მამიკოს გოგო
რომელსაც სითბო, გაგება უნდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები