ვინ იფიქრებდა რომ შენც წახვიდოდი იქ, ჩემგან შორს. იქ, სადაც მზე და ზღვა ერთმანეთს უერთდება, სადაც ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიცხე და სიცივე, სიხარული და წუხილი, იმედი და სასოწარკვეთა, სიყვარული და სიძულვილი. ვინ იფიქრებდა რომ შენც წახვიდოდი იქ, სადაც ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მთავარი იყო აზრს კარგავს, საერთოდ ქრება და ხვდები, რომ თურმე არაფერია მარადიული. ვინ იფიქრებდა რომ შენს ძმას, შვილს, მშობელს, მეგობარს, აქ დამტოვებდი, დამშვიდობების გარეშე, სად გაქრა შენი ერთგულება, ძლიერება, სიმტკიცე, ღირსება, შენ ვერ გაძელი მათ გარეშე და შენც გაქრი, შენს სპექტაკლს ნაადრევად ჩამოაფარეს მუქი ფარდები, რომლებმაც სინათლე მოაკლეს ჩემს თვალებს და გულს, მაგრამ ამ მოკლემეტრაჟიანმა სპექტაკლმა მაინც დაიმსახურა აპლოდისმენტები, მე ვფიქრობ მთავარი სწორედ ესაა. ჩემთან ყოფნით ყველაფერი მასწავლე რაც შეგეძლო, რაც არ შეგეძლო კი წასვლით დამანახე. ერთხელ მითხარი, რომ ვინც მტკიცე და მოუდრეკელია, ის დიდხანს ვერ ძლებს, მაგრამ ერთი დღე სიცოცხლის შემდეგ უკვდავება ჯობს ას წლიანი ცხოვრების შემდეგ სიკვდილს... სიტყვას არ გადაუხვიე. იცოდე, ვისთვისაც მოკვდი იმისთვის ცოცხალი არასდროს ყოფილხარ, მე კი შენს თავს ვერაფერი, ვერც სიკვდილი წამართმევს, მან უბრალოდ ცოტა ხნით დაგვაშორა ერთმანეთს. ამ სამყაროში მარადიული არაფერია, მაგრამ სილამაზეც სწორედ ამაშია, რომ უნდა დააფასო ის, რაც გაქვს დღეს, მოეფერო, ჩაეხუტო და სიყვარული აჩუქო, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება აღარ გქონდეს. არც ჩვენი ერთად ყოფნა ყოფილა მარადიული ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენი ძმობის სიყვარული ერთი სამყაროს საზღვრებში არ ეტევა. სულ მალე ერთად ვიქნებით და რაც ფურცლის პირველ გვერდზე არ დაგვეტია მეორეზე დავწერთ.. მე და შენ უსასრულობაში, ერთად..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა. იცოდე, ვისთვისაც მოკვდი იმისთვის ცოცხალი არასდროს ყოფილხარ საინტერესო მიგნებაა. მომეწონა. იცოდე, ვისთვისაც მოკვდი იმისთვის ცოცხალი არასდროს ყოფილხარ საინტერესო მიგნებაა.
1. ამ ნაწერისთვის შემოვედი. ძალიან მეტკინა გული და რაღაც ნაცნობი გავიხსენე. ემოციურია ჩემთვის.
++ ამ ნაწერისთვის შემოვედი. ძალიან მეტკინა გული და რაღაც ნაცნობი გავიხსენე. ემოციურია ჩემთვის.
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|