ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთიულ-ი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


შენ ხომ ჩემი დედამიწის მზე ხარ

შენ ხომ ჩემი დედამიწის მზე ხარ,
შენ ჩემს ცაზე ვარსკვლავებად გაჩნდი,
დილის ნამად დაეფრქვიე მიწას
რტოებ გაშლილ იასამნის ბაღში.

სითბო იყო ჩაგიცვამდი ქურქად,
სუსხს და ზამთარს მოვიკლავდი შენით,
ყოჩივარდებს გავუმხილე ისევ,
სიყვარულზე მეჭორავნენ კრძალვით.

ცას ნისლებად მოეხვიე თითქოს,
დამაწვიმე, არ დამინდო წამით,
მე შენს გამო მეყვარება ზაცა,
მთვარეს შენთვის მე დუელში დავჭრი.

იცი, თურმე დარდს სჩვევია სევდა,
ფიქრისფერი მომეხვია ლანდი,
მე ხომ შენთვის ეს სამყარო მინდა,
განა ბევრი, ცას ხელით რომ ავწვდი.

რა ვქნა, ასე შემეჩვიე ფიქრად,
ოცნებებში რეალობას გავცდი,
შენ ხომ ჩემი დედამიწის მზე ხარ,
მთვარეს შენთვის მე დუელში დავჭრი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები