ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2013


აი

დღეს უჩვეულოდ შეცივდა ზეცას
ზამთარი თეთრად ატყვიათ ფოთლებს
მე მინდა თეთრი სიცივე გეცვას,
ყელზე იხვევდე ნოემბრის ლოცვებს.

თურმე მეც როგორ მომნატრებია
ჩემში დამშრალი ნიჭის წიაღში
და თურმე მართლა შემყვარებია
სუნთქვას რომ ორთქლად ვუშვებთ ნიავში,

შენც მენატრები ცივო ქალაქო
და შენც ჩემო ცუდო თილისმავ
მინდა რომ ბევრი გელაპარაკო
ის,ჩვენ რომ ვიცით,მე და თბილისმა.

ასე მგონია ჩიტი ვარ მკვდარი
თბილ ქვეყნებს სახლი რომ ამჯობინა
მაგრამ აზრს აცლის ყველაფერს ქარი
და აი გულზეც ერთი გვირილა.

მინდა გაგექცე და მეც წავიდე
იმ მხარეს სადაც ქარი წამიყვანს
მაგრამ მომეცი მხოლოდ სამი დღე
და გპირდები რომ შენც თან წაგიყვან.

და ბოლოს მივხვდი რაში დევს აზრი
რისი თქმა უნდათ შორს პირამიდებს
აი ამისთვის მომეცა შანსი
მაგრამ  სამი  დღე უნდა გავიდეს ! ! !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს