 | ავტორი: მთიულ-ი ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2013 |
ბეთჰოვენივით ყრუ მინდა ვიყო, ხატიასავით თვალებ სნეული, რომეოსავით ერთგული ვიყო, მიქელანჯელოს მუზად ქცეული.
მე ბრუნოსავით თუ დამწვან ცეცხლზე, ჭეშმარიტებას თავს თუ შევწირავ, უსამართლობით ათასჯერ მომკვდარს კოცონი გრილად მომეჩვენება.
დღეს ჩვენს ქალაქში ოტელობს ბევრი, ქვესკნელში ეშმა აღზევებულა, ცოდვის წუმპეში მივაგდეთ სული, წიწამურს კვნესა ამოხვეულა.
ღამეს ცრემლებად დასდის დარდები, გალაკტიონის მერი თხოვდება, ვაჟას არწივმაც დაუშვა ფრთა და პაატასავით თავი მოგვჭრია.
დღეს დროებაა მეტად ბაცილა, კაცი დღეს ყრუ-მუნჯს დამსგავსებია, წარსული აწმყო მოვკალით ერთად გამოფხიზლება არ გვიწერია.
ბეთჰოვენივით ყრუ მინდა ვიყო, ხატიასავით თვალებ სნეული, არსაკიძივით ხელმოკლე ვიყო, ფიროსმანივით ლოთი, ეული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წარმატებები ავტორს,თუმცა არის აქ სიმართლეც! წარმატებები ავტორს,თუმცა არის აქ სიმართლეც!
4. გეთანხმებით ეპოქასთან დამოკიდებულებაში. +++ გეთანხმებით ეპოქასთან დამოკიდებულებაში. +++
3. ვერ მოვიწონე.უკეთესის მოლოდინში:) ვერ მოვიწონე.უკეთესის მოლოდინში:)
2. ,,არსაკიძივით,, შეცდომაა...
ნეტა ყველა ფიროსმანივით ლოთი იყოს , რაღა გვიჭირდა....
უკაცრავად, მაგრამ არ მომწონს. ,,არსაკიძივით,, შეცდომაა...
ნეტა ყველა ფიროსმანივით ლოთი იყოს , რაღა გვიჭირდა....
უკაცრავად, მაგრამ არ მომწონს.
1. ვერ მოვიწონე. ვერ მოვიწონე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|