ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლალა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2014


...და გამასვენებს

ვიცი, შენ მომკლავ
ან ზამთარი უხმოდ გამყინავს,
მზერა დამოკლდა
და შემაშრა მწარე ცრემლები,
ურჩი  ქარ-ყინვა
ფორიაქობს და თავდაყირა აყენებს
ჩემს სულს და მეც სევდას
თავზე ვევლები.
მინდა, რომ მოვკვდე,
მაქოს თოვლმა თავის სითეთრით,
თვალებით მოგდევ,
მსურს, რომ სულით სადმე წამიღო,
გრძნობას მითელილს
აფერადებს ვარდი წითელი,
ამ გამოხედვამ დაღმაფრენის
კარი გამიღო.
ფიქრი ამწვანებს
ცისფერ ყვავილს
ლურჯად დაფოთლილს,
ვიცი, დამწვავენ იმედები,
არ დამინდობენ,
ტკივილს გამოვლილს
სიყვარულის დანა გამოთლის
და გამასვენებს ის სამოთხე
მე რომ ვინდომე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები