ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2014


პაპა

                     


დაუნდობლად გამითეთრდა თავი,
მხრებზე უხვად ჩამომადნა წლები,
ვერც მიწაა ფეხქვეშ ისე მყარი,
და ვერც მზეა ძველებურად მწველი.

უკვე მიჭირს შეკავება ცრემლის,
სენტიმენტი გამჯდომია სისხლში,
მომავალი?! ჰმ... კარს უკან ხველის,
სიბერე მყავს ჩავარდნილი ხიბლში.

წინ ყურება მოვიშალე უკვე,
ახლა უკან მოხედვისას მცივა,
როცა გავლილს ფინიშიდან ვუმზერ,
ვნანობ, თურმე ცოტა გამივლია.

ახლა ხელზე გამომზრდია ჯოხი,
მუხლები კი შეუპყრია კანკალს,
უწინ ვაჟკაცს, -დამბაჩით და ჩოხით,
ახლა მქვია -ღრმადმოხუცი პაპა.

                                      24.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები