მთვარეა გარეთ ბნელ ცას ანათებს, როგორც ჩემს გულში შენი სახელი, სიოა ჩუმი, დაჰქრის თავისთვის, ვარსკვლავებს ძინავთ თვალებგახელილს. სულგანაბული ვუსმენ ყვავილებს, ნაზ სუნთქვას სიოს რომ აყოლებენ, შენზე ფიქრები იბუტებიან ჩემს გულის ცემას რომ აყოვნებენ. ტანაშოლტილი და მხრებ გაშლილნი დადუმებულან გზაზე ჭადრები, იციან მათაც რომ უსაშველოდ, უკიკედეგანოდ მომენატრები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|