"იყო და არა, არა იყო რა..." არც შავი იყო, არც საშიში, მე რომ მეგონა მიწა __ გზის პირას. სად არ იყო და... არც ვინმე იყო, იმაზე მეტად, ვიდრე ვიყავი.
იდგა სასახლე და იდგნენ გუშაგებიც. ხელმწიფეც იყო, მაგრამ მაგან რა იცოდა ცივი ქვეშაგების. შემოვილაგე სიპი ქვები და გულიდან ლოდი მოვიგლიჯე. გამეხარდა, გამომივიდა. ისეთი სიმშვიდეა. ისეთი სიჩუმე, ვწევარ და ვუსმენ. ვწევარ და ვისვენებ. ხელებზეც მიწა მივიყარე. სათითაოდ დავფალ ორივე. ხელთავიდან რომ აღარ ვწერო ბედისწერის უთავბოლო თავი და ფურცელი __ ათასმეერთე მუნჯი უსტარი. ჯვარიც მწერია! მშვიდად ვარ ახლა. აღარ დავდევ შენამდე სიტყვებს, წინადადებებს__ გრძელ-გრძელ მანძილებს. აღარ შემაშინებს ყველა მძიმე და ხანგრძლივი პაუზა, ყბამოქცეული ბებერი აბზაცი. კაბის საყელოც მოვიზომე ფერმიხდილ ყელზე, უფრორე მჭიდროდ უნდა მქონდეს, უნდა მიჭერდეს. იმაზე მეტად, ვიდრე შენი არსებობა, რომ ხარ და არც ხარ, რომ მხრავს და არც მხრავს, მკლავს და აღარც მკლავს შენი ყოფნის და არყოფნის უსასრულობა.
ყველა სურვილი ავისრულე. სუყველა ნატვრა დავასრულე. ყველა სიზმარი ავიხდინე უშენოდ, შენით, შენამდე და ამ გულის გარეთ.
გყავარ სანამდე? ალბათ, კარამდე, სადაც ორპირი ქარს გამოუბამს ძუაზე წვიმის. აბა, თეთრ კარავს ვინ დასცემდა ჩემი გულისთვის განთიადის და შავი ღამის გზაგასაყარზე... მყავხარ სანამდე! არ ვკითხულობ, ისედაც ვიცი. ზამთრის პირია. ღამეა ცივი.
"იყო და არა, არა იყო რა," არც იქნებოდა, რომც ყოფილიყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. "უნდა მიჭერდეს. იმაზე მეტად, ვიდრე შენი არსებობა, რომ ხარ და არც ხარ, რომ მხრავს და არც მხრავს, მკლავს და აღარც მკლავს შენი ყოფნის და არყოფნის უსასრულობა"
ძალიან ჩემი ...:-* კითხულობ და ისეთი სიმშვიდე გეუფლება...არადა მთლად სულს რომ აგიფორიაქებს, ისეთებს ეხება ავტორი... 5
"უნდა მიჭერდეს. იმაზე მეტად, ვიდრე შენი არსებობა, რომ ხარ და არც ხარ, რომ მხრავს და არც მხრავს, მკლავს და აღარც მკლავს შენი ყოფნის და არყოფნის უსასრულობა"
ძალიან ჩემი ...:-* კითხულობ და ისეთი სიმშვიდე გეუფლება...არადა მთლად სულს რომ აგიფორიაქებს, ისეთებს ეხება ავტორი... 5
9. მაგდალენა ბეი, ახალ, 2016 წელს გილოცავ, ჯანმრთელობა, სიკეთე, მადლი და სიმდიდრე დაგებედოს. ბედნიერი იყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ავსებს და ალამაზებს შენს ცხოვრებას.
პატივისცემით,
მაგდალენა ბეი, ახალ, 2016 წელს გილოცავ, ჯანმრთელობა, სიკეთე, მადლი და სიმდიდრე დაგებედოს. ბედნიერი იყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ავსებს და ალამაზებს შენს ცხოვრებას.
პატივისცემით,
8. მომეწონა. ყველა სურვილი ავისრულე. სუყველა ნატვრა დავასრულე. ყველა სიზმარი ავიხდინე უშენოდ, შენით, შენამდე და ამ გულის გარეთ. მომეწონა. ყველა სურვილი ავისრულე. სუყველა ნატვრა დავასრულე. ყველა სიზმარი ავიხდინე უშენოდ, შენით, შენამდე და ამ გულის გარეთ.
7. ზღაპრადმოსულო, :* მადლობა
ზღაპრადმოსულო, :* მადლობა
6. მოვბრუნდი და კიდევ წავიკითხე. :* მოვბრუნდი და კიდევ წავიკითხე. :*
5. სწორი შეფასება ჯონათანისგან, ისეთი სიტყვებია, ხანდახან გაშინებს და ისეთი თითქოს შენი თქვეს, შენში ამოიკითხეს. მაგდალენა:* სწორი შეფასება ჯონათანისგან, ისეთი სიტყვებია, ხანდახან გაშინებს და ისეთი თითქოს შენი თქვეს, შენში ამოიკითხეს. მაგდალენა:*
4. მადლობა, ანანე, თოლია, მელ :) მადლობა, ანანე, თოლია, მელ :)
3. "არც იქნებოდა რომ ყოფილიყო."
ახლა ისეთი მძიმეა ეს შავი სიჩუმე. ვუსმენ და ვერ ვუძლებ. კივის.
ეს წავიკითხე და გავჩუმდი. ვიცოდი დამჭირდებოდა. ჰოდა მოვედი თავიდან. დროული იყო ახლა.
ლოდი გულიდან არ იგლიჯება. ხორცდება:/
5.
"არც იქნებოდა რომ ყოფილიყო."
ახლა ისეთი მძიმეა ეს შავი სიჩუმე. ვუსმენ და ვერ ვუძლებ. კივის.
ეს წავიკითხე და გავჩუმდი. ვიცოდი დამჭირდებოდა. ჰოდა მოვედი თავიდან. დროული იყო ახლა.
ლოდი გულიდან არ იგლიჯება. ხორცდება:/
5.
2. ემოციების ტალღები ზოგჯერ ისეთი შემზარავად შთამბეჭდავია მაგდალენასთან-გაშინებს...
ემოციების ტალღები ზოგჯერ ისეთი შემზარავად შთამბეჭდავია მაგდალენასთან-გაშინებს...
1. საინტერესო მომენტები უდავოდ არის. ზედმეტად ჩახლართულობაა და მცდელობა რომ ნაწერი შინაარსიანტან ერტად უცნაური სტილითაც დაგეჯილდოვებინა. ცოტა გააუბრალოვე. თუ წერ, მარტო შენთვის არ დაწერო :) საინტერესო მომენტები უდავოდ არის. ზედმეტად ჩახლართულობაა და მცდელობა რომ ნაწერი შინაარსიანტან ერტად უცნაური სტილითაც დაგეჯილდოვებინა. ცოტა გააუბრალოვე. თუ წერ, მარტო შენთვის არ დაწერო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|