იცი, ახლა მარტო ვზივარ ფანჯარასთან, ვიყურები გარეთ, თითქოს გელოდები. მახსენდება ჩვენი სახლის კედლები და უფალს შენს თავს ისევ ისე ვევედრები. მარტო ვარ და ჩემთან მინდა დაგიგულო, მინდა ახლა აქ იყო და მე გიყურო. მინდა გგრძნობდე ჩემს გარშემო, სიახლოვეს, მოდი გულში ჩამიკარი მიახლოვე. მინდა ჩემი ტკივილები გიამბო და შენც ცრემლები შემიმშრალო ხელებით, მინდა გითხრა დამიგუბდა გულში სისხლი, არ მოძრაობს დღეს ის ჩემი ვენებით. დედა რა ვქნა მე ამ სევდას მართლა ვეღარ ვერევი, რა ვუყო თუ მენატრები, შენზე ფიქრს ვერ ველევი. მართლა ღრმად მაქვს ჩამარხული გულში ჩემი ცრემლები, მაპატიე ხანდახან თუ ვერ ვძვლებ და ვიცრემლები. ვმალავ მართლა ამ ტკივილებს, მაგრამ მტკივა ძალიან, რა ვუყო თუ მეტირება განა ჩემი ბრალია. სადღაც ვკეტავ ყველა განცდას და ვგრძნობ გული გაცივდა ვიყურები ფანჯრიდან და ვხედავ როგორ გაწვიმდა. «თეთრი ჯადოქარი»
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ხო, დედის მონატრება მაინც რაღაც განსაკუთრებულია ხო, დედის მონატრება მაინც რაღაც განსაკუთრებულია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|