 | ავტორი: თორნიკეე ჟანრი: პროზა 13 მარტი, 2018 |
ამ წერილს 6045 წლიდან გიგზავნი. მინდა გითხრა, რომ ძალიან მაკლიხარ... ნეტავ შენც ჩემნაირი იყო... ერთად გატარებულ დროს ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ... ახლა აქაურობაზე მოგიყვები... ჩვენ მზის სისტემა მთლიანად ავითვისეთ... ყველგან სადაც შესაძლებელი იყო სიცოცხლის შექმნა, შევქმენით და ადამიანები შეიძლება ითქვას, რამოდენიმე რასად დაიყო... მზეზე მომხდარი დიდი აფეთქებების გამო, მზე უფრო ნათლად ანათებს, შესაბამისადაც დედამიწაზე უფრო დაცხა... ყველა ადამიანი გამაღლდა გაშავკანიანდა, მაგრამ უფრო მულატებს გვანან... ასევე უმრავლესობას შეეცვალა თვალისფერი და გაუწითლდათ, უმცირესობას თუ აქვს ღია ყვითელი ფერის თვალები... ნელ-ნელა წყლის მარაგი ცოტავდება... ოკეანეები შრება და ჩვენი პლანეტა ძველ, თქვენდროინდელ მარსს ემსგავსება, რომელზეც ახლა სიცოცხლე ჩქეფს... ყველაზე კარგი ეკოლოგიური გარემო ახლა მარსზეა... თითოქს მარსმა და დედამიწამ ადგილები გაცვალესო, იმის გამოკლებით, რომ დედმამიწაზე აციების მაგივრად უფრო დაცხა... მზის სისტემის პლანეტების თითქმის ყველა მთვარეზე შტაბებია, რომელიც საკომუნიკაციო როლს თამაშობს ძირითადად... ბოლო წერილში გითხარი, რომ ადამიანებმა შეძლეს გენების შეცვლა და სხვა და სხვა პირობებზე მორგება... დღესდღეობით აღარ ვსაჭიროებთ მცენარეებს, რადგან 4225 წელს მიღებული კანონით ადამიანების 50% გენეტიკურად შეიცვალა და ახლა ისინი ჟანგბადის მაგივრად ნახშიროჟანგს სუნთქავენ... დანარჩენები კი ჩვეულებრივ... ასევე უცხო ცივილიზაციასთან გავედით კონტაქტზე, ჩვენს შორის ძალიან დიდი მანძილია (ციფრები ზუსტად არ მახსოვს), ყველაზე სწრაფი საფრენი აპარატითაც კი, მათაც და ჩვენც, ათას წელზე მეტი ხანი გვჭირდება ერთმანეთთან შესახვედრად... აღარ არსებობს ომი და უთანხმოება, ყველა თითქოს ერთ საღ აზრზე დავიდა... ყველაფერი დაწყნარდა.. ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდა, ყველა იღიმის და თავაზიანია... ძველ დროს რომ ვიხსენებ მხოლოდ ცუდი მახსენდება... ქუჩაში მოღუშული სახეები... მათხოვრები... ღარიბები... სნეულებები... ჰო მართლა ჩვენ ავად თითქმის აღარ ვხდებით, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ახალ მთვარეზე დაჯდომისას რაიმე ვირუსი ხვდებათ იქ ან საშიში ნივთირება ძირითადად აირების სახით და იწამლებიან და 1-2-კერ პანდემიაც კი იყო.. ვფიქრობდი რა შეიცვალა ამ 4000 წელში და ადვილი მისახვედრი კი იყო მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ მივხვდი... ადამიანებს ერთმანეთი უყვართ... ვერც კი ხვდებიან რა არის შური და ზიზღი... მოკლედ ჩემო კარგო ძალიან მაკლიხარ... მითი ყოფილა, რომ დრო სიყვარულს ნელ-ნელა ანადგურებსო.. დავდივარ და ვხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი სრულიად უცნობ ადამიანებს... მოკლედ... all you need is love… მომავალ შეხვედრამდე... შავი გივია.
18.01.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. როცა მსგავს რამეებს ვკითხულობ, ჩემი საყვარელი ფილმი , ინტერსტელარი (Interstellar) მახსენდება . +2 ჩემგან . როცა მსგავს რამეებს ვკითხულობ, ჩემი საყვარელი ფილმი , ინტერსტელარი (Interstellar) მახსენდება . +2 ჩემგან .
4. ნეფერტარი... ჰო მეც შევამჩნიე ეგ მაგრამ აღარ ჩავასწორე... :( ნეფერტარი... ჰო მეც შევამჩნიე ეგ მაგრამ აღარ ჩავასწორე... :(
3. პანდემიამ დაგწვა :) დედამიწაზე რომ უფრო დაცხა, ბევერჯერ გაქვს ნახსენები.
ურიგო არ იყო. 4 ქულა.
პანდემიამ დაგწვა :) დედამიწაზე რომ უფრო დაცხა, ბევერჯერ გაქვს ნახსენები.
ურიგო არ იყო. 4 ქულა.
2. ჩემი წერის სტილია... არც ისე... გივია ბუნებრივად არის შავი... ჩემი წერის სტილია... არც ისე... გივია ბუნებრივად არის შავი...
1. რად უნდა ამდენი სამწერტილი ? :)
ბევრი ფილმი გაქვთ ნანახი მომავალზე ? :)
გივია შავი რატომაა, ყველა რომ გაშავკანიანდა იმიტომ ? :)
რად უნდა ამდენი სამწერტილი ? :)
ბევრი ფილმი გაქვთ ნანახი მომავალზე ? :)
გივია შავი რატომაა, ყველა რომ გაშავკანიანდა იმიტომ ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|