ემილი დიკინსონი - ყოველთვის, როცა მესმის „გაქცევა“ (77)
ყოველთვის, როცა მესმის „გაქცევა“, ძარღვებში სისხლი ამიდუღდება და მოლოდინი გამიმძაფრდება - მეც ვეღირსები თავისუფლებას!
თუკი შევიტყვე ჯარი აჯანყდა, სატუსაღოთა შეძლო დანგრევა, ვიწყებ ბალღურად ცხაურთა ჯანჯღარს, თუმც ხელი ისევ მომეცარება!
28 მაისი, 2018 წ.
Emily Dickinson - I never hear the word “Escape” (77)
I never hear the word “Escape” Without a quicker blood, A sudden expectation – A flying attitude!
I never hear of prisons broad By soldiers battered down, But I tug childish at my bars Only to fail again!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|