ემილი დიკინსონი - ძელიდან-ძელზე ფეხის აკრეფით (875)
ძელიდან-ძელზე ფეხის აკრეფით გადავდიოდი ნარნარად, ნელა, ვარსკვლავებს ვგრძნობდი მახლობლად კეფის, ხოლო ფერხთით კი - ვრცელი ზღვის ღელვას.
აღმოჩნდებოდა ბოლო, თუ არა, მე არ ვიცოდი - შემდეგი გოჯი, მერყევ ნაბიჯით ვიდოდი, რასაც გამოცდილებას უწოდებს ზოგი.
6 ივნისი, 2018 წ.
Emily Dickinson - I stepped from Plank to Plank (875)
I stepped from Plank to Plank A slow and cautious way The Stars about my Head I felt About my Feet the Sea.
I knew not but the next Would be my final inch — This gave me that precarious Gait Some call Experience.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|