ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
22 ივნისი, 2018


Emily Dickinson - Exultation is the going (76)

ემილი დიკინსონი - აღტკინებაა, როცა მიელტვის (76)

აღტკინებაა, როცა მიელტვის
ხმელის სიღრმიდან  სული ზღვის კიდეს,
ზურგს უკან რჩება მთაგრეხილები,
მიეშურება მარადისისკენ!

ზღვაოსანს, ჩვენებრ მთებს შორის შობილს,
მხოლოდ ახლახან ნაპირის მხილველს,
ძალუძს კი ახსნა ღვთაებრივ თრობის -
თან რომ სდევს ცურვის სულ პირველ ლიეს?

22 ივნისი, 2018 წ.



Emily Dickinson - Exultation is the going (76)

Exultation is the going
Of an inland soul to sea,
Past the houses—past the headlands—
Into deep Eternity—

Bred as we, among the mountains,
Can the sailor understand
The divine intoxication
Of the first league out from land?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები