ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2018


იტირე! - გრძნობები გწვევია!

იტირე..
გრძნობები გწვევია..
იტირე..
აღარ ხარ პატარა!
იგრძენი, რომ წყენა მწველია
შენთვისაც ცამ შეკრა კამარა..
ცრემლები არაა სისუსტე,
პირიქით შვებაა ერთგვარი
სიჩუმე გულს დაგიღუდუდებს
ცხოვრების თამაშიც ეს არის!
კითხვები ყველაზე რთულია
უთქმელი სიტყვები მტანჯველი
სულს ისევ გაფრენა სწყურია
მდუმარეს - სიტყვები სათმელი!
იტირე ბავშვური ცრემლებით,
დღეები ხომ სადღაც მიჰრიან..
სახეზე წითელი ფერები
სირთულის შესახებ ყვირიან..
იტირე გრძნობები გწვევია!
იტირე! აღარ ხარ პატარა!
ბავშვობა დაფლეთილ ღრუბლებით
ჰორიზონტს გადაღმა გამქრალა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები