 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2018 |
სხვაგვარად ვსუნთქავ, სხვაგვარია ჩემი თვალებიც, თითქოს სარკიდან სულ უცნობი მზერა იფრქვევა, სახეს გასცლია მოლოდინი განაწამები და ახლა უკვე დატყობია თავდავიწყება. მე დავიკარგე, მე აღარ მსურს გამოფხიზლება, მინდა დამთვრალმა ვიბატონო ამ სამყაროზე, მერე რა თუკი წესებს არ ვცნობ, რაში მჭირდება? ჩემი კანონი დავწერე და აქ დევს თაროზე. მე გავიმარჯვე ყველაფერზე, ან არაფერზე, მე გავიმარჯვე შენზე, ჩემზე, იმ ვიღაც სხვაზეც, მზის საოცარი სურნელება გავატრაპეზე, დავაგემოვნე ეს ღვთიური ლუკმა ცისკარზე. დღეს ლურჯი არის ჩემი დილა, ნაზი იისებრ, ჩემი საღამო რაღაც უცხო ზმანებას მოჰგავს, ხვალ შუადღისას მძაფრად ვიგრძნობ დანაიისრებს, მერე კი ისევ გადავფურცლავ ცხოვრებას ჰოდა ახალ გვერდიდან შევუდგები ოცნების ათვლას, ახალ თვისებებს შეიძენენ ეს სურვილებიც, იქნება ალბათ ყოველი დღე ახალი განცდა და უსასრულო შემოტევა ცის წყურვილების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სურვილებს -თვისება გააჩნია? სურვილი- დამოკიდებულია შეშაძლებლობაზე! მერე
"მზის საოცარი სურნელება" მზეს სურნელება აქვს? თუ მზე დანათის ვარდს, ვარდს საოცარი სურნელი აქვს , ასე არ არის ჰოდა, თუ ნეხვს... მომწონს თქვენი ღრმა ემოციურობა და ინტროვერტიული წარმოსახვა.
სურვილებს -თვისება გააჩნია? სურვილი- დამოკიდებულია შეშაძლებლობაზე! მერე
"მზის საოცარი სურნელება" მზეს სურნელება აქვს? თუ მზე დანათის ვარდს, ვარდს საოცარი სურნელი აქვს , ასე არ არის ჰოდა, თუ ნეხვს... მომწონს თქვენი ღრმა ემოციურობა და ინტროვერტიული წარმოსახვა.
2. რაღაცნაირად ვერ მოვიწონე
ცოტა არეული სურვილებია. დაველოდოთ სანამ ახალ სურვილებს შეიძენენ 2 ქულა
დანაიისრები რა არის? რაღაცნაირად ვერ მოვიწონე
ცოტა არეული სურვილებია. დაველოდოთ სანამ ახალ სურვილებს შეიძენენ 2 ქულა
დანაიისრები რა არის?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|