ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2009


მინიმალიზმის საზღვრები ლექსში

მინიმალიზმის საზღვრები ლექსში

/ციკლიდან:,,როგორ ვიყავი პოეტი''/

ჩემი მკითხველები მეტისმეტი სერიოზულობით რომ არ დავღალო,აი,ჩემი ინტერმედია!
ადრე,ძალიან ადრე ბავშვობაში ვწერდი ლექსებს,ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ.
ეს მაშინდელია.გამოქვეყნებულიც იყო,მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.


ჩაშლილი პაემანი

გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტს,
მაგრამ ექვსიანს
ზედ დაეცა
პიკის ...საათი.



ჩემი ბოლო,''სიტყვებიანი'' მინიმალისტური ლექსი კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო,გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური ''რედი მეიდიც'' .ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ,ერთი და იგივე გამოდიოდა.გინდა თავიდან,გინდა-ბოლოდან,გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ''მოთქვამდა''.ეს უკვე ნიშნავდა,რომ ჩიხს მივადექი:

ჩაკეტილი დედაწრე!

აი ია
ია აი


თუმცა წინ კიდევ ერთი მოკლე ნაბიჯი მელოდა.
ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც ,სათაურით ''ბოლო''ამასთან იყოს,იმის საილუსტრაციოდ,თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ''ზედმეტ '' სიტყვებთან ბრძოლისა.


ბოლო

-...!
-...?

...?!
...!



1982


ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში .
მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები