 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 22 ივლისი, 2018 |
მტკივა-გამოვრბივარ შენთან, მცივა-შენს მკლავებში ვჩნდები, თითქოს ვახლობლობდე ღმერთთან, ისე უსაშველოდ მშველი. ისე უსაშველოდ მიცავ, ისე მედიდები მართლა, თითქოს ძალა იყო ცის და აღარ უნდა მქოდეს განცდა, რომ კვლავ მეტკინება ისევ, რომ ვერ გადავიტან დარდებს, რომ დღეს ჩემთან იყო იქნებ და ხვალ ვაი აღარ მყავდე. არა...მე არ მინდა ზეცა... ვერა...მე ვერ ვუმზერ მთვარეს, რაღად მენდომება მზე და მაშინ ის უძილო ღამეც?!.. შენთან გამოვრბივარ ურჩი, როცა სიხარული მცელავს, როცა სხივი მიკრთის სულში, როცა მიციმციმებს მზერაც, მინდა მოგახვიო თავზე, მინდა გიწილადო ფიქრი, მინდა მაღლა ვიდგეთ სხვაზე ჩვენი აღმაფრენის ნიჭით. მინდა ვაცალკავოთ ერთად ყველა იმედისგან ნისლი, მინდა სულ მიცავდე შენ და გინდა მეც გიცავდე ვიცი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სულ მინდა, მინდა, მინდაო
ერთხელ არ გიკითხავთ, შენ რა გინდაო :)
სუსტია ლექსი სულ მინდა, მინდა, მინდაო
ერთხელ არ გიკითხავთ, შენ რა გინდაო :)
სუსტია ლექსი
1. აჰ ძმრის გემო ურტყამს... აჰ ძმრის გემო ურტყამს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|