ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2018


და აი ასე,უბრალოდ გინდა..

..არის დღეები როცა გინდა ყველაფერმა შეწყვიტოს არსებობა, სუნთქვა, ძგერა და გაჩუმდეს ყველა ხმა რომელსაც შენი ტვინი აღიქვამს.. გინდა გადახვიდე სადღაც სადაც არ შეგაწუხებს მანქანების გამაყრუებელი ბღუილი, იქ სადაც ვერ გაიგებ როგორ ეჩხუბება მეზობელი თავის შვილს, ვერ დაინახავ როგორ მიდის ქუჩაში მარტო, ბრმა მოხუცი მძიმე ჩანთით და არავის მოსდის აზრად გზაზე გადასვლაში მაინც დაეხმაროს.. იქ სადაც ვერ იგრძნობ ტკივილს, შიშს, სიცივეს.. ვერ იგრძნობ იმას რასაც მთელი დღეები მძიმედ ატარებ და არ იცი ახლა რაღა ქნა..
გინდა გასცდე საზღვრებს,რომელსაც ყველა მორჩილად იცავს.. გახვიდე იქ სადაც დამშვიდდები..იპოვი საკუთარ თავს და არ მოგიწევს მისი ნამდვილი სახის დამალვა მხოლოდ იმიტომ რომ ეს ვიღაცას არ მოეწონება და მისთვის მიუღებელი იქნება..
გაიგო ის ხმები რომელსაც აქ ვერასდროს გაიგებ, ის ხმა რომელიც ტანში ჟრუანტელსს მოგგვირს და გაიძულებს დატოვო შენი სხეული..
გინდა დაინახო სინათლე,რომელიც თვალს მოგჭრის.. არნახული ფერები რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელია..
გინდა დაინახო შავი ცა, იასამნისფრად მოელვარე ღრუბლებით და ბევრი თეთრი კაშკაშა ვარსკვლავით..
იქ მშვიდად იქნები, ვერ შეგაწუხებს უაზრო ფიქრები და არასებული დარდი რომელიც თავად შექმენი ისე რომ ვერც კი გაიაზრე..
იქ გინდა სადაც იპოვი იმას რასაც აქ ვერასდროს მისწვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები