მე ცოდვიანი დავიბადე. სულ მეშინოდა, რომ ამის გამო პასუხი მომეთხოვებოდა, მაგრამ თვითონ ღმერთმა დამაყოლა ეს ცოდვა და ვისღა უნდა მოეთხოვა პასუხი, ვერ ვხვდებოდი. უცნაური ბავშვი ვიყავი. რომ წამოვიზარდე, დედა მეუბნებოდა, ცხრა თვისას ლექსების თქმა შეგეძლოო. ბავშვობაში მჯეროდა და მიკვირდა, ახლა მეცნება ამაზე, მაგრამ ალბათ ასეც იყო, რატომ უნდა მატყუებდეს. ისე, ახლაც მიკვირს. ალბათ იქედანვე გამომყვა პოეზიის სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ლექსებს ვერ ვწერ. ერთი-ორჯერ დავწერე სკოლის პერიოდში რაღაც, როცა საშინლად ვიყავი შეყვარებული, ჩემზე საკმაოდ უფროსი ასაკის მამაკაცზე. ახლა ამაზეც მეცინება. ლექსის წერის ნიჭი არ მოუცია ღმერთს, სამაგიეროდ სხვა რამ მაქვს თანდაყოლილი, მოუნანიებელი. ოღონდ ამ ცოდვა სხეულით ვატარებ და არა სულით, სამაგიეროდ, ზოგჯერ სულიერ ცოდვებზე უფრო მძიმეა. ქუჩაში რომ მივდივარ, ზოგჯერ ისე მიმძიმდება მუხლები, მგონია, მთელი ცოდვები ფეხისგულებისკენ მიიწევენ, რომ თითებიდან გარეთ გააღწიონ. სისულელეაო, იტყვით… ისე, სისულელეები ჩემი სტიქიაა. მაგალითად, ზოგჯერ ვფიქრობ, სახლიდან წამოვიდე და სადმე, მიტოვებულ ქოხში, ან სულაც ხიდის ქვეშ ვიცხოვრო. მერე მახსენდება, რომ ქალი ვარ და ძალიან შეუფერებელი საქციელი იქნება ჩემთვის. ამ დროს ვნატრობ კაცი ვიყო, თან მხატვარი, ან პოეტი. არა, ორივე ერთად სჯობს. ერთადერთი, რაც ვიცი, ასე რომ ყოფილიყო, სულ წვერგაუპარსავი ვივლიდი და მხოლოდ ხელოვნებით ვისუნთქებდი. ახლა კი ჩვეულებრივი ქალი ვარ. არა, ჩვეულებრივი არა, ვერ ვიტან ამ სიტყვას. არადა, ხშირად მინატრია, ასეთი ვყოფილიყავი. ჩემი ცოდვა კი არასდროს მაძლევდა ამის საშუალებას, და კაცმა რომ თქვას, არც ჩემი ხასიათი. აი, ისევ ამტკივდა მუხლები. ასეთი სუსტი ფეხები რომ გაქვს, იმის ბრალიაო, მეუბნებიან. დედა სულ საჭმელს მაძალებს. მაგრამ ვერ ვიტან ჭამას, არც ძილი მიყვარს, ყველაზე უაზრო გამოგონებაა-მეთქი, ვამბობ და მერე, ღამენათევობის გამო თავბრუსხვევა და სისუსტე მთელი დღე გამყვება-ხოლმე. სულ რაღაცაზე ვფიქრობ. ბავშვობაში ვცნებობდი, რაიმე აპარატი გამოეგონებინათ, რითაც ფიქრის ჩაწერას შევძლებდი. ახლა საერთოდ არ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი მაშინ, ეს იდეა რომ გამიჩნდა. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რა ადგილას ვიყავი და სად მივდიოდი. იმ პერიოდში რაღაც საბავშვო სტუდიაში დავდიოდი, სხვადასხვა ქვეყნების ცეკვებს გვასწავლიდნენ, მათ შორის ესპანურსაც. ისიც არ მახსოვს, მაშინ შემიყვარდა ეს ქვეყანა, თავისი ხალხით, კულტურით, თუ მანამდეც მიყვარდა. ზოგჯერ, მგონია, რომ სულაც ჩვენი საერთო იბერიული წარმომავლობის გამოა, რომ ასე ახლოსაა ჩემთვის ესპანური ენა. ხო, მერე ენის შესწავლაც დავიწყე. ჩემი პერუელი მასწავლებლიც პოეზიის დიდი მოყვარული აღმოჩნდა და მეც ამ სიამოვნებით აღფრთოვანებული ვსწავლობდ, ხიმენესის, ბეკერის და სხვათა ლექსებს. ახლაც ზაპირად მახსოვს. არადა, საერთოდ მახსოვრობა არ მივარგა. სკოლაში ნასწავლი ქართული ლექსებიდან, რამდენიმეს თუ ვიტყვი, არადა ვსწავლობდი, მაგრამ ერთი თვალის გადავლებით და ამიტომაც მალევე მავიწყდებოდა. ჩემი სიზარმაცის ბრალია. თუმცა, დიდ საყვედურს არც ამის გამო მეუბნებოდა ვინმე და საერთოდაც, ყველგან და ყოველთვის მანებივრებდენ ბავშვობაშიც და ახლაც ასე გრძელდება. ასეთი კაფანდარა რომ ვარ ალბათ ამის ბრალიცაა, თან ჩემი გარეგნობით იხიბლება ყველა. სიგამხდრის მიუხედავად, საოცრად ქალური ფორმები გაქვსო, დაქალები მეუბნებიან-ხოლმე. ჩემი შავი, სწორი თმაც ძალიან მოსწონთ. თუმცა, მე ისე მბეზრდება ზოგჯერ, ლამისაა ძალიან მოკლედ შევიჭრა, მაგრამ არ მიყვარს, როცა ქალებს მოკლე თმა აქვთ. ეგ კი არა და, ბიჭებიც გრძელთმიანი მომწონს. ფერმკრთალ სახეზე კი ისე მკვეთრად მეტყობა მსხვილი, შინდისფერი ტუჩები, რომ ხანდახან მგონია, გამვლელი მამაკაცი მომვარდება საკოცნელად. მათ გამოხედვაში ხშირად დამიჭრია ეს სურვილი და შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი. ამიტომაც, არც ტუჩის საცხს ვისვამ და საერთოდაც, კოსმეტიკა არ მიყვარს. არადა, პატარაობისას ისეტი პრანჭია ვიყავი, სარკეს ვერ მაშორებდნენ. ისე, სარკე ახლაც მიყვარს. ქალი ვარ ბოლო-ბოლო, თან ცოდვილი ქალი. მერე რა, რომ გამომწვევად არ მაცვია. მაინც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, მომაბეზრებელი კომპლიმენტების კორიანტელში, რომ ამ სისადავეშია მთელი ჩემი სილამაზე. და ამ დროს ვფიქრობ, ყველაზე გამომწვევად ვიყო შეღებილი. თუმცა, რაც სხვებზეც არ მომწონს, იმას მაინც არ გავაკეთებ. თბილისის ძველ უბანში მივდივარ და პატარა ბიჭი მხვდება, დამეხმარე დეიდას ძახილით. მერე თამამდება და გეხვეწები ლამაზოო, აყოლებს. ძალიან ლამაზი თვალები აქვს. საერთოდ, თვალები უმთავრესია ჩემთვის, როცა ადამიანს ვუყურებ. დანახვისანავე, შორიდანვე ვგრძნობ მათი თვალის ფერს და შინაარსს. სულ მეუბნებიან ლამაზი თვალები გაქვსო და მეც ქუჩაში სიარულისას ვცდლობ ბიჭებს მზერა ავარიდო. მეშინია, ჩემი ლამაზი თვალებით უცებ არ მოიხიბლოს და არ შევუყვარდე. საერთოდ, ადვილად ვუყვადები ადამიანებს. ალბათ, ყველა ლამაზი ქალი ასეა, მაგრამ ჩემთვის სილამაზე საშინელი ტვირთია. ამის გამო უფრო უსუსური ვარ. ამდენი გაუბედურებული ადმანია ირგვლივ, გამათხოვრებულია ქვეყანა. მე კი ლამაზი ვარ და თითქოს ამაყიც ვგონივარ ამიტომ ზოგს. სინამდვილეში პირიქითაა. სილამაზე მამძიმებს. ვერ ვიტან, რომ მეუბნებიან, რა ლამაზი ხარო. თითქოს რაღაც უპირატესობაა ეს სხვების თვალში. ჰგონიათ, ჩემთვის ბევრად მარტივია ბედნიერების მიღწევაც. არადა, მე სულ იმაზე ვფიქრობ, საერთოდ არსებობს თუ არა ეს ოხერი ბედნიერება. ვფიქრობ და ამ ფიქრის მეშინია... ახლა გამახსენდა, ერთხელ ერთ-ერთ მეტროსადგურის შესასვლელში მეგობარს რომ ველოდებოდი და ვიღაც ბიჭი მოვიდა, როგორ ხდება-ხოლმე, ჩვეულებრივ, შენი გაცნობა მინდა, მე ლევანი მქვიაო. უარი რომ მიიღო, კარგი, შენი ნებააო. მერე დააყოლა, ჭკვიანი თვალები გაქვსო. გმადლობ-მეთქი. გამეხადა ლამაზი რომ არ მითხრა. და დამამახსოვრდა მისი სახელიც. არადა, სახლიდან გამოსვლისას დედას ვუთხარი, წუხელ თითქმის არ მიძინია და რა გამოშტერებული თვალები მაქვს-მეთქი. ამიტომ გამიკვირდა ლევანის ნათქვამი და მესიამოვნა კიდც. ნორმალური, წესიერი ადამიანი ჩანდა. მე კიდევ არანორმალურები მიზიდავს. სიყვარულიც ასეთი ვიცი, არანორმალური, არაადამიანური. ამიტომაც, საკუთარი თავის მეშინია-ხოლმე. მაზოხისტი ხარო, მეგობრები მეუბნებიან, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მგონი, ჩვულებრივობას მაინც ეს მირჩევნია. პრინციპში, არჩევანიც არ მქონია... ფიროსმანის ქუჩას ყოველდღე გავდივარ. აქ სულ ლადო მხვდება და მეუბნება: მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხედავ ნიკალასო. ვიცი-მეთქი ვპასუხობ. მართლაც, რახანია ვიცი, რომ ასეა. 3-4 წლის რომ ვიყავი, სულ იმ იისფერყდიან წიგნს დავატარებდი თან, ლადოსას. ირემი რომ ეხატა. ჯერ ის ირემი მომწონდა, მერე, პირველი კლასიდან ლადოს ლექსებს და წერილებს ვკითხულობდი მასში და იქიდან ვიცოდი, ლადო რომ ნიკალას ხვდებოდა ყოვლელ დილით. მე კი ლადოს ვხვდები აქ, ვესალმები. ის თბილი, სევდიანი ღიმილით ამ სტრიქონებს ამბობს და თავს ოდნავ ძირს ხრის. მიკვირს, მე რატომ არასდროს შემხვედრია თავის ქუჩაზე ნიკალა, მაგრამ ალბათ თბილისის რომელიმე უბანშია იმ დროს და ფუნჯს უსვამს უკვდავ ტილოზე. მერე მაზნიაშვილზე ისევ ლადო მხვდება. ძველი სახლის კედელსაა მიყრდნობილი და თავისთვის ამბობს, აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს, იტყვის და ჩუმად ჩაივლის მგზავრიო... ასე გრძელდება ყოველდღე და მე მრცხვენია, რომ მეც ასეთივე მგზავრი ვარ. მერე ვფიქრობ, სად იქნება ახლა ტერენტი. აბათ, აქვე, რუსული ეკლესიის ეზოშია და ანგელოზებს ელის, ან სულაც რაღაც სხვას… მერე თვალებით ვემშვიდობები ლადოს და აბასთუმანი მახსენდება. იქაც ვნახე ერთხელ. აქ კი ყოველ დილით ვნახულობ. რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი, მაგრამ ორიოდე სიტყვით ვიფარგლები და მერე მთელი დღე მის დუმილს ვისმენ, ყველაფრისმთქმლს. დღესაც იგივე მეორდება. დილით, სამსახურში მისვლამდე, მოხუცი კაცი შემხვდა. ძლივს მიათრევდა ბოთლებით სავსე ჩანთებს. ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა. ახლაც მერიდება ვუთხრა საბრალოსახიან მოხუცს, რომ მინდა დავეხმარო. და მრცხვენია , რომ ლამაზი ვარ. მისი ნაოჭების მრცხვენია და ტკივილიანი სახის. მერე მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ელამი ქალია კედელს მიყრდნობილი, იმ ქალის მრცხვენია ჩემი ლამაზი თვალების და უსუსური არსებობის გამო. მერე კიდევ ახალგაზრდა მენაგვე ბიჭის, შორიდან რომ მიყურებს გაუბედავად. ნეტავ, სილამაზე მომაშორებინა. იქნებ შემძლებოდა, მათთვის თვალის გასწორება და ისინიც უფრო ადვილად მიხვდებობდენ, როგორ მტკივა მათი ტკივილი. თანდათან ვრწმუნდები, რომ ამგვარი ადამიანები მთხოვენ პასუხს სილამაზის გამო. თანდაყოლილი ცოდვაა ჩემი სილამაზე, მოუნანიებელი. ღვთის მიერ ბოძებული, ან იქნებ უღმერთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. თეს გავუღიმე და მოვიკითხეე...:)
ლამაზო და კარგო
5 თეს გავუღიმე და მოვიკითხეე...:)
ლამაზო და კარგო
5
47. ნეკეეეეეეეეეერ, გამაცინე:-* ჰადეს, გმადლობ! და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ახლა კი ნამდვილად ავწაპნი ამას აქედან:) ნეკეეეეეეეეეერ, გამაცინე:-* ჰადეს, გმადლობ! და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ახლა კი ნამდვილად ავწაპნი ამას აქედან:)
46. დილით, სამსახურში მისვლამდე, მოხუცი კაცი შემხვდა. ძლივს მიათრევდა ბოთლებით სავსე ჩანთებს. ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა. ახლაც მერიდება ვუთხრა საბრალოსახიან მოხუცს, რომ მინდა დავეხმარო. და მრცხვენია , რომ ლამაზი ვარ. მისი ნაოჭების მრცხვენია და ტკივილიანი სახის
დილით, სამსახურში მისვლამდე, მოხუცი კაცი შემხვდა. ძლივს მიათრევდა ბოთლებით სავსე ჩანთებს. ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა. ახლაც მერიდება ვუთხრა საბრალოსახიან მოხუცს, რომ მინდა დავეხმარო. და მრცხვენია , რომ ლამაზი ვარ. მისი ნაოჭების მრცხვენია და ტკივილიანი სახის
45. თე ჩეს ვეთანხმები :) აუ რა კომენტარის დასაწყისი იყო? :)) პროზა არაა, მაგრამ ახლა უკვე ჩემი და ნინოების გარდა სხვებმაც იციან, ხანდახან ფრთები რომ გეფხანება ხოლმე ;;) თე ჩეს ვეთანხმები :) აუ რა კომენტარის დასაწყისი იყო? :)) პროზა არაა, მაგრამ ახლა უკვე ჩემი და ნინოების გარდა სხვებმაც იციან, ხანდახან ფრთები რომ გეფხანება ხოლმე ;;)
44. არც ვაპირებ, ჩე! ხანდახან წამომივლის-ხოლმე უბრალოდ:) არც ვაპირებ, ჩე! ხანდახან წამომივლის-ხოლმე უბრალოდ:)
43. მაგარია ძაან... ისე ლადო მეც მხვდება ხოლმე...თმის შეჭრა არ გაბედო... მაგარია ძაან... ისე ლადო მეც მხვდება ხოლმე...თმის შეჭრა არ გაბედო...
42. გაიხარეთ:) მადლობას გადაგიხდით, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა და ავიღებ ამას:) გაიხარეთ:) მადლობას გადაგიხდით, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა და ავიღებ ამას:)
41. თეა, ადრე რომ დაგიწერე გახსოვს ერთ ლექსზე "გოგოშკური დარდები" მეთქი:) საყვარელი ავტოპორტრეტია, მაგრამ ცოტა მერე... შეიძლება სულ რამდენიმე წლის შემდეგ სხვანაირად შეაფასებ საკუთარ თავს, ახალ ახალ "ცოდვებს" აღმოაჩენ და მეტად მოგეწონება საკუთარი თავი... და მერე უფრო მაგარ მოუნანიებალ ცოდვებ 2-ს დაწერ:-* თეა, ადრე რომ დაგიწერე გახსოვს ერთ ლექსზე "გოგოშკური დარდები" მეთქი:) საყვარელი ავტოპორტრეტია, მაგრამ ცოტა მერე... შეიძლება სულ რამდენიმე წლის შემდეგ სხვანაირად შეაფასებ საკუთარ თავს, ახალ ახალ "ცოდვებს" აღმოაჩენ და მეტად მოგეწონება საკუთარი თავი... და მერე უფრო მაგარ მოუნანიებალ ცოდვებ 2-ს დაწერ:-*
39. ნიკი, სიმართლა რომ გითხრა, ძალიან მაინტერესებდა შენი აზრი და არ ვიცოდი, წაიკითხავდი თუ არა.:) ამის რედაქტირება კი არ ღირს ალბათ ჯერ, თუ განვავრცე და დავხვეწე, მერე შეიძლება. ახლა ''სამუშაო ვარიანტივითაა'' ოღონდ არ ვიცი თუ მოვინდომებ მეტად. უბრალოდ, იმ წუთში მინდოდა სხვებსაც წაეკითხათ. :) უღრმესი მადლობა შენ!
გმადლობთ ნინკო და ქარდა!:) გაიხარეთ ნიკი, სიმართლა რომ გითხრა, ძალიან მაინტერესებდა შენი აზრი და არ ვიცოდი, წაიკითხავდი თუ არა.:) ამის რედაქტირება კი არ ღირს ალბათ ჯერ, თუ განვავრცე და დავხვეწე, მერე შეიძლება. ახლა ``სამუშაო ვარიანტივითაა`` ოღონდ არ ვიცი თუ მოვინდომებ მეტად. უბრალოდ, იმ წუთში მინდოდა სხვებსაც წაეკითხათ. :) უღრმესი მადლობა შენ!
გმადლობთ ნინკო და ქარდა!:) გაიხარეთ
38. მეც ვიბოდიალა ნაკვალევებზე. ჩაგთუთქავს, ხო იცი:) წარმატებები მეც ვიბოდიალა ნაკვალევებზე. ჩაგთუთქავს, ხო იცი:) წარმატებები
37. საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხიააა :-*
კარგი იყო ნამდვილად :) საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხიააა :-*
კარგი იყო ნამდვილად :)
36. ახლა წავიკითხე
საწყენია ჟანრებში რომ არ არის "აღსარება" :) ძალიან კარგი იყო და 5 ქულა შენ. ცოტა კია დასალაგებელ-გასასწორებელი, მაგრამ მაინც. თუ რედაქტირებაზე გაგიჯიუტდეს და არაო, მოგეხმარები :)
"ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა" მასე ვიყავი მეც :)
ახლა აღარ მერიდება სცადე შენც და გადააბიჯე მორიდებას, ნახავ რა კარგია და თან რა ადვილი.
ახლა წავიკითხე
საწყენია ჟანრებში რომ არ არის "აღსარება" :) ძალიან კარგი იყო და 5 ქულა შენ. ცოტა კია დასალაგებელ-გასასწორებელი, მაგრამ მაინც. თუ რედაქტირებაზე გაგიჯიუტდეს და არაო, მოგეხმარები :)
"ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა" მასე ვიყავი მეც :)
ახლა აღარ მერიდება სცადე შენც და გადააბიჯე მორიდებას, ნახავ რა კარგია და თან რა ადვილი.
35. ბოლომდე გულწრფელი ლექსებში ვარ, ბატონო დავით! როცა გაუცნობიერებელია წერის პროცესი, რაღაც ძალიან ინტიმური, მისტიური... პროზას კი ემოციის გარდა, მეტი დაფიქრება სჭირდება. ეს ნაწერი ძალიან ნაჩქარევია, თუმცა განცდები მართლა წრფელია. უბრალოდ, მარტივი თემა არაა ჩემთვის. ამაზე 3-4 ჯერ დიდი მოცულობის მაინც უნდა იყოს ტექსტი, რომ ზუსტად ჩამოვაყალიბო, რისი თქმაც მინდა. სათქმელი მართლაც მაქვს, თუმცა ამას მუშაობა სჭირდება, რომლისთვისაც ამ ეტაპზე არამგონია მზად ვიყო. გმადლობთ!
მადლობა ილტოსპირელს. გეთანხმებით, თუ ასეა, ჩემთვისაც სასიამოვნოა! ბოლომდე გულწრფელი ლექსებში ვარ, ბატონო დავით! როცა გაუცნობიერებელია წერის პროცესი, რაღაც ძალიან ინტიმური, მისტიური... პროზას კი ემოციის გარდა, მეტი დაფიქრება სჭირდება. ეს ნაწერი ძალიან ნაჩქარევია, თუმცა განცდები მართლა წრფელია. უბრალოდ, მარტივი თემა არაა ჩემთვის. ამაზე 3-4 ჯერ დიდი მოცულობის მაინც უნდა იყოს ტექსტი, რომ ზუსტად ჩამოვაყალიბო, რისი თქმაც მინდა. სათქმელი მართლაც მაქვს, თუმცა ამას მუშაობა სჭირდება, რომლისთვისაც ამ ეტაპზე არამგონია მზად ვიყო. გმადლობთ!
მადლობა ილტოსპირელს. გეთანხმებით, თუ ასეა, ჩემთვისაც სასიამოვნოა!
34. ყოველთვის მაინტერესებდა ლამაზი გოგონას ფსიქოლოგია, რომელიც გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, თეა, არ გეწყინოს შვილო, რომ გეკითხები, ბოლომდე გულწრფელი ხარ? ნუთუ არ გსიამოვნებს სხვის თვალში შენდამი მოწონებას რომ ხედავ? ჩემთვის საინტერესოა ამ მოვლენის დუალისტური აღქმა. ეცადე, უფრო ღრმად შეხვიდე ამ თემაში. ჩემგან 55555 ყოველთვის მაინტერესებდა ლამაზი გოგონას ფსიქოლოგია, რომელიც გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, თეა, არ გეწყინოს შვილო, რომ გეკითხები, ბოლომდე გულწრფელი ხარ? ნუთუ არ გსიამოვნებს სხვის თვალში შენდამი მოწონებას რომ ხედავ? ჩემთვის საინტერესოა ამ მოვლენის დუალისტური აღქმა. ეცადე, უფრო ღრმად შეხვიდე ამ თემაში. ჩემგან 55555
33. აქაც პოეტად დარჩი და ეს ძალიან კარგია! აქაც პოეტად დარჩი და ეს ძალიან კარგია!
32. სულ ვჩქარობ საერთოდ და აქაც იმიტომ ვიჩქარე:) მატა, ისე მეც ვფიქრობ, რომ შესაკვეცი კი არა, განსავრცობია, თან დროებით დავდე აქ, თორემ პროზაიკოსობაზე არ ვდებ თავს:) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და მითუმეტეს მათ, ვინც გაიგო! სულ ვჩქარობ საერთოდ და აქაც იმიტომ ვიჩქარე:) მატა, ისე მეც ვფიქრობ, რომ შესაკვეცი კი არა, განსავრცობია, თან დროებით დავდე აქ, თორემ პროზაიკოსობაზე არ ვდებ თავს:) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და მითუმეტეს მათ, ვინც გაიგო!
30. ვაჰ თეა :-* რატომ ესე? : ) ვაჰ თეა :-* რატომ ესე? : )
29. შემოსვლამდე წავიკითხე,ეხლა ამაყად შეგაფასებ,ხუთი ქულით:D:D:D
:-* შემოსვლამდე წავიკითხე,ეხლა ამაყად შეგაფასებ,ხუთი ქულით:D:D:D
:-*
28. თვალებიც ლამაზი გაქვს თეა და ლექსებიც. მშვენიერი იყო,მომეწონა ფრიად :) თვალებიც ლამაზი გაქვს თეა და ლექსებიც. მშვენიერი იყო,მომეწონა ფრიად :)
27. თე, ლამაზი გოგო ხარ და ნიჭიერიც, მაგრამ ეს პროზა არაა, ნუ მიწყენ. მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით. თე, ლამაზი გოგო ხარ და ნიჭიერიც, მაგრამ ეს პროზა არაა, ნუ მიწყენ. მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით.
26. თეეეეე ულამაზესი ხარ სულით და ხორციით !!!! მიყვარხარ ძალიან :-* არა რააა...არ მეშლება ადამიანები ;) :))) თეეეეე ულამაზესი ხარ სულით და ხორციით !!!! მიყვარხარ ძალიან :-* არა რააა...არ მეშლება ადამიანები ;) :)))
25. ამ გაუაზრებელი მოთხრობისთვის (რატომაა სილამაზე ცოდვა - ამას უკეთესი ახსნა სჭირდება) სამი ქულა. და ვერ მივხვდი, რატომ ჩქარობთ ასე, რომ ჩაუსწორებელ ნაწარმოებს სასწრაფოდ სდებთ პორტალზე?
არადა, თქვენ წერა შეგიძლიათ. ამ გაუაზრებელი მოთხრობისთვის (რატომაა სილამაზე ცოდვა - ამას უკეთესი ახსნა სჭირდება) სამი ქულა. და ვერ მივხვდი, რატომ ჩქარობთ ასე, რომ ჩაუსწორებელ ნაწარმოებს სასწრაფოდ სდებთ პორტალზე?
არადა, თქვენ წერა შეგიძლიათ.
24. ჩემი ლამაზი გოგო, გენაცვალეეეეეეეეეეეე ახლა უფრო მეტად შემიყვარდი, უსაშველოდ. 5555555555 ჩემი ლამაზი გოგო, გენაცვალეეეეეეეეეეეე ახლა უფრო მეტად შემიყვარდი, უსაშველოდ. 5555555555
23. კარგად წერ თეა,საერთოდ მიმაჩნია რომ პოეტებს პროზის წერა არ უჭირთ, პროზაიკოსები კი იშვიათად არიან კარგი პოეტები. ტექსტი დასამუშავებელია და ბევრგან შესაკვეცი,საერთო ჯამში მომეწონა! კარგად წერ თეა,საერთოდ მიმაჩნია რომ პოეტებს პროზის წერა არ უჭირთ, პროზაიკოსები კი იშვიათად არიან კარგი პოეტები. ტექსტი დასამუშავებელია და ბევრგან შესაკვეცი,საერთო ჯამში მომეწონა!
22. მერე წავიკითხავ შემორბენაზე ვარ მაპატიე :( მერე წავიკითხავ შემორბენაზე ვარ მაპატიე :(
21. სათაურიდანვე დამიწყია შეცდომების დაშვება. ამ დილით, ტრანსპორტში ამეკვიატა ეს ფიქრები და მოსვლისთანავე ავკრიფე. ასევე დავდე აქ, რედაქტირების გარეშე. ისიც კარგად ვიცი, რომ პროზას მუშაობა სჭირდება. ეს ლექსი არაა, მე კი ლექსივით დავწერე, ერთი ამოსუნთქვით. ძალიან იყო დაგროვებული ჩემში ალბათ და ამიტომ! ამასთან ერთად ჩემი სიზარმაცეცაა. ამის გამო, გაურკვეველი დროით გადავდე რამდენიმე წლის წინ რაღაცეები. შეიძლება ''პროზაული'' პერიოდიც დადგეს ჩემს ცხოვრებაში ოდესმე, მაგრამ მე მაინც პოეზიით ვსუნთქვა და ასე იქნება ბოლმდე... ეს კი ისე, უბრალოდ:) გადავხედავ ახლავე და კორექტურასაც გავაკეთებ.
დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის! სათაურიდანვე დამიწყია შეცდომების დაშვება. ამ დილით, ტრანსპორტში ამეკვიატა ეს ფიქრები და მოსვლისთანავე ავკრიფე. ასევე დავდე აქ, რედაქტირების გარეშე. ისიც კარგად ვიცი, რომ პროზას მუშაობა სჭირდება. ეს ლექსი არაა, მე კი ლექსივით დავწერე, ერთი ამოსუნთქვით. ძალიან იყო დაგროვებული ჩემში ალბათ და ამიტომ! ამასთან ერთად ჩემი სიზარმაცეცაა. ამის გამო, გაურკვეველი დროით გადავდე რამდენიმე წლის წინ რაღაცეები. შეიძლება ``პროზაული`` პერიოდიც დადგეს ჩემს ცხოვრებაში ოდესმე, მაგრამ მე მაინც პოეზიით ვსუნთქვა და ასე იქნება ბოლმდე... ეს კი ისე, უბრალოდ:) გადავხედავ ახლავე და კორექტურასაც გავაკეთებ.
დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის!
20. თამარი მაპატიებს, მისი ფრაზის პერეფრაზი მოვახდინე! თამარი მაპატიებს, მისი ფრაზის პერეფრაზი მოვახდინე!
19. გაიხარე, თეა! და მაგ სილამაზეს - გაუფრთხილდი! ულამაზესი გოგო ხარ და უფაქიზესი სულის პატრონი! :) გაიხარე, თეა! და მაგ სილამაზეს - გაუფრთხილდი! ულამაზესი გოგო ხარ და უფაქიზესი სულის პატრონი! :)
18. თეეე! გავგიჟდი! ჩემო ლამაზო და ჩემო არაჩვეულებრივო! ულამაზესი სულის პატრონო!
5
ოღონდ კორექტურაა: "ოღონდ ეს ცოდვა სხეულით ვატარებ და არა სულით," ----> ამ ცოდვას "აღფრთოვანებული ვსწავლობდ, ხიმენესის," -----> ვსწავლობდი "მაგრამ ორიოდე სიტყვით ვფარგლები " ----> ვიფარგლები
გაასწორე, არ დაგეზაროს!
თეეე! გავგიჟდი! ჩემო ლამაზო და ჩემო არაჩვეულებრივო! ულამაზესი სულის პატრონო!
5
ოღონდ კორექტურაა: "ოღონდ ეს ცოდვა სხეულით ვატარებ და არა სულით," ----> ამ ცოდვას "აღფრთოვანებული ვსწავლობდ, ხიმენესის," -----> ვსწავლობდი "მაგრამ ორიოდე სიტყვით ვფარგლები " ----> ვიფარგლები
გაასწორე, არ დაგეზაროს!
17. სიჩქარეში ჟანრიც შეგშლია!!! ნუ განუმეორებელი ხარ!!! მიყვარს ნაზი სულის მატარებელი ადამიანები!!! :) ;) მომეწონააა!!! სიჩქარეში ჟანრიც შეგშლია!!! ნუ განუმეორებელი ხარ!!! მიყვარს ნაზი სულის მატარებელი ადამიანები!!! :) ;) მომეწონააა!!!
16. დილით, სამსახურში მისვლამდე, მოხუცი კაცი შემხვდა. ძლივს მიათრევდა ბოთლებით სავსე ჩანთებს. ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა. ახლაც მერიდება ვუთხრა საბრალოსახიან მოხუცს, რომ მინდა დავეხმარო. და მრცხვენია , რომ ლამაზი ვარ. მისი ნაოჭების მრცხვენია და ტკივილიანი სახის. მერე მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ელამი ქალია კედელს მიყრდნობილი, იმ ქალის მრცხვენია ჩემი ლამაზი თვალების და უსუსური არსებობის გამო. მერე კიდევ ახალგაზრდა მენაგვე ბიჭის, შორიდან რომ მიყურებს გაუბედავად. ნეტავ, სილამაზე მომაშორებინა. იქნებ შემძლებოდა, მათთვის თვალის გასწორება და ისინიც უფრო ადვილად მიხვდებობდენ, როგორ მტკივა მათი ტკივილი. თანდათან ვრწმუნდები, რომ ამგვარი ადამიანები მთხოვენ პასუხს სილამაზის გამო.
აი ეს ხარ შენ თეა..... შენი სულიერი სილამაზე უფრო ხიბლავთ ადამიანებს, თორემ ლამაზი და მომხიბვლელი ბევრია ჩემო სიცოცხლე! ;)>:D< დილით, სამსახურში მისვლამდე, მოხუცი კაცი შემხვდა. ძლივს მიათრევდა ბოთლებით სავსე ჩანთებს. ბავშვობაში სულ მინდოდა დატვირთულ მოხუცს მივხმარებოდი, მაგრამ მერიდებოდა. ახლაც მერიდება ვუთხრა საბრალოსახიან მოხუცს, რომ მინდა დავეხმარო. და მრცხვენია , რომ ლამაზი ვარ. მისი ნაოჭების მრცხვენია და ტკივილიანი სახის. მერე მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ელამი ქალია კედელს მიყრდნობილი, იმ ქალის მრცხვენია ჩემი ლამაზი თვალების და უსუსური არსებობის გამო. მერე კიდევ ახალგაზრდა მენაგვე ბიჭის, შორიდან რომ მიყურებს გაუბედავად. ნეტავ, სილამაზე მომაშორებინა. იქნებ შემძლებოდა, მათთვის თვალის გასწორება და ისინიც უფრო ადვილად მიხვდებობდენ, როგორ მტკივა მათი ტკივილი. თანდათან ვრწმუნდები, რომ ამგვარი ადამიანები მთხოვენ პასუხს სილამაზის გამო.
აი ეს ხარ შენ თეა..... შენი სულიერი სილამაზე უფრო ხიბლავთ ადამიანებს, თორემ ლამაზი და მომხიბვლელი ბევრია ჩემო სიცოცხლე! ;)>:D<
15. თეეეეე >:D< უსაყვარლესი ხარ :-* შე თეესებრო შენა :-* თეეეეე >:D< უსაყვარლესი ხარ :-* შე თეესებრო შენა :-*
14. ეჰ, განდი, რა ხარ, რა. კაცი ვეღარაფერს გამოგაპარებს. ვერც ქალი:D შტრიხები რა თქმა უნდაო, თეამო;;) ეჰ, განდი, რა ხარ, რა. კაცი ვეღარაფერს გამოგაპარებს. ვერც ქალი:D შტრიხები რა თქმა უნდაო, თეამო;;)
13. რავი, ნუც. ამ თემაზე იმდენი რამის თქმა შემიძლია მგონი. ალბათ მოვა მაგის დროც. ეს ნაწერი კი უბრალოდ, ჩემი უაზრო ფიქრების პატრა ნაწილია. მეტი არც არაფერი:)რაღაცნაირად გამეხარდა შენი კომენტარი.;;):-* რავი, ნუც. ამ თემაზე იმდენი რამის თქმა შემიძლია მგონი. ალბათ მოვა მაგის დროც. ეს ნაწერი კი უბრალოდ, ჩემი უაზრო ფიქრების პატრა ნაწილია. მეტი არც არაფერი:)რაღაცნაირად გამეხარდა შენი კომენტარი.;;):-*
12. თეა, აკი ჩემს თავზე არ არის ეს ნაწარმოებიო????????????
ჰაა?? :D
ნაწარმოების გმირი იძახის სწორედ ლადოზე :D :D
ანუ, ავტოპორტრეტი??????? ნუ, ზოგერთი შტრიხი მაინც?? :D ხომ?? ;;)
თეაო, ტეამოოო :)
პატივისცემით, განდი. არწივი. თეა, აკი ჩემს თავზე არ არის ეს ნაწარმოებიო????????????
ჰაა?? :D
ნაწარმოების გმირი იძახის სწორედ ლადოზე :D :D
ანუ, ავტოპორტრეტი??????? ნუ, ზოგერთი შტრიხი მაინც?? :D ხომ?? ;;)
თეაო, ტეამოოო :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
11. თეა, ამას აუცილებლად წავიკითხავ, საყვარელო, ახლა დაკავებული ვარ.
და კომენტარში ვნახე-სულ მგონია, ლადო ჩემი მეგობარიაო და გამეღიმა, იცი? სულ ასეთი შეგრძნება მქონდა გურამ რჩეულიშვილზე და მარტო მეგობარი კი არა, ჩემი შეყვარებულიც იყო ;;)
ასე რომ, მართლა მაინტერესებს შენეული ხედვა ამ საკითხის :-* თეა, ამას აუცილებლად წავიკითხავ, საყვარელო, ახლა დაკავებული ვარ.
და კომენტარში ვნახე-სულ მგონია, ლადო ჩემი მეგობარიაო და გამეღიმა, იცი? სულ ასეთი შეგრძნება მქონდა გურამ რჩეულიშვილზე და მარტო მეგობარი კი არა, ჩემი შეყვარებულიც იყო ;;)
ასე რომ, მართლა მაინტერესებს შენეული ხედვა ამ საკითხის :-*
10. ბატონო სოსო, გმადლობთ! სისულელეა, მაგრამ ბავშვობიდან მგონია, რომ ლადო ჩემი მეგობარია. მახასიათებს ასეთები:)
განდი, რიტორიკული კითხვა რომაა მივხვდი და არც ვაპირებ პასუხისგაცემას:P:D აი, შენ კი ვინ ხარ იცი?! კარგი ადამიანი. ანუ მე თვითონ გავეცი ჩემს კითხვას პასუხი და შეგიძლია თავად თავი შეიკავო:D ლექსებზე რაც მომწერე, მეამა;;) ბატონო სოსო, გმადლობთ! სისულელეა, მაგრამ ბავშვობიდან მგონია, რომ ლადო ჩემი მეგობარია. მახასიათებს ასეთები:)
განდი, რიტორიკული კითხვა რომაა მივხვდი და არც ვაპირებ პასუხისგაცემას:P:D აი, შენ კი ვინ ხარ იცი?! კარგი ადამიანი. ანუ მე თვითონ გავეცი ჩემს კითხვას პასუხი და შეგიძლია თავად თავი შეიკავო:D ლექსებზე რაც მომწერე, მეამა;;)
9. თეა, რას გვაბნევ?? :D :D :D
და ვინ თქვა რომ ლამაზი არ ხარ???? :D
ლექსებს შენ წერ კი არა ქმნი ;;) ხატავ,,,,;;)
ხოო, "ამიგო" კარგი ლექსია,, კიდევ გადავიკითხე,, :D
მოკლედ, ვინ ხარ შენ თეა ?? :D :D :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი. ეს. ბოლო კითხვა არის რიტორიკული და არ მოითხოვს პასუხს,,ანუ შეგიძლია არ იმტვრიო თავი ვინ ვერ მეო :D :D :D თეა, რას გვაბნევ?? :D :D :D
და ვინ თქვა რომ ლამაზი არ ხარ???? :D
ლექსებს შენ წერ კი არა ქმნი ;;) ხატავ,,,,;;)
ხოო, "ამიგო" კარგი ლექსია,, კიდევ გადავიკითხე,, :D
მოკლედ, ვინ ხარ შენ თეა ?? :D :D :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი. ეს. ბოლო კითხვა არის რიტორიკული და არ მოითხოვს პასუხს,,ანუ შეგიძლია არ იმტვრიო თავი ვინ ვერ მეო :D :D :D
8. ირმისყელა, მგონი თქვენი ირველი კომენტარია ჩემთან და ძალიან გამეხარდა. ქულები მართლა არაფერია. კომენტარები, თუნდაც კრიტიკული, კი მესიამოვნება:) ირმისყელა, მგონი თქვენი ირველი კომენტარია ჩემთან და ძალიან გამეხარდა. ქულები მართლა არაფერია. კომენტარები, თუნდაც კრიტიკული, კი მესიამოვნება:)
7. კარგზე კარგი ლადო საოცარი პოეტია კარგზე კარგი ლადო საოცარი პოეტია
6. უი, ჟანრი ავტომატურად მიმითითებია პოეზია. ოხ ეს მივევა;))
განდი, და შენ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ავტოპორტრეტია,ანუ გგონია, რომ ლექსებს არ ვწერ?:D ისე, რომ იცოდე, არც სუსტი ვარ, არ შავსწორთმიანი და არც ლამაზი:))
ნინ, აუ ისეთი რაღაც გამახსენდა შენს ნათქვამზე, სიცილს ვეღარ ვიკავებ. ''გალაკტიონის იუბილეზე'' ვინც იყო ჩემთან ერთად, ისინი მიხვდებიან ალბათ:))
ლიკა, ისე, მეც ჩემით ვსწავლობდი თავიდან ესპანურს.:-*
ელე, მადლობა სითბოსთვის:)
მადლობა ყველას, რომ არ დაგეზარათ ჩემი ბოდიალის წაკითხვა:) უი, ჟანრი ავტომატურად მიმითითებია პოეზია. ოხ ეს მივევა;))
განდი, და შენ ფიქრობ, რომ ეს ჩემი ავტოპორტრეტია,ანუ გგონია, რომ ლექსებს არ ვწერ?:D ისე, რომ იცოდე, არც სუსტი ვარ, არ შავსწორთმიანი და არც ლამაზი:))
ნინ, აუ ისეთი რაღაც გამახსენდა შენს ნათქვამზე, სიცილს ვეღარ ვიკავებ. ``გალაკტიონის იუბილეზე`` ვინც იყო ჩემთან ერთად, ისინი მიხვდებიან ალბათ:))
ლიკა, ისე, მეც ჩემით ვსწავლობდი თავიდან ესპანურს.:-*
ელე, მადლობა სითბოსთვის:)
მადლობა ყველას, რომ არ დაგეზარათ ჩემი ბოდიალის წაკითხვა:)
5. თეე, შენი ადამიანურობა ყველაფერში ჩანს. :-* :-* 555555555555 თეე, შენი ადამიანურობა ყველაფერში ჩანს. :-* :-* 555555555555
4. ხოო, რაღაცაში მგავხარ, პოეზია მეც სულ პატარაობიდანვე მიყვარდა, ჩემებიც მეუბნებიან რომ 2 წლის ვიაყვი როცა 200 ლექსი იცოდიო (დაუთვლიათ :D) ესპანური თუ იცოდი არ მეგონა, მეც მაგრად მიყვარს ეგ ენა, ოღონდაც ჩემით ვისწავლე :) ხოო, მოკლედ კარგი გოგო ხარ რა :) მომეწონა შენი ნაწერი ;) :-* ხოო, რაღაცაში მგავხარ, პოეზია მეც სულ პატარაობიდანვე მიყვარდა, ჩემებიც მეუბნებიან რომ 2 წლის ვიაყვი როცა 200 ლექსი იცოდიო (დაუთვლიათ :D) ესპანური თუ იცოდი არ მეგონა, მეც მაგრად მიყვარს ეგ ენა, ოღონდაც ჩემით ვისწავლე :) ხოო, მოკლედ კარგი გოგო ხარ რა :) მომეწონა შენი ნაწერი ;) :-*
3. ჰოო, საინტერესო თეა დავინახეთ ახლა ჩვენ ამ ნაწერში :)
ზოგ ადგილად გამეღიმა კიდევაც :D :D თბილად არის ნაწერი ეს ავტოპორტრეტი,,
და ხოოო, და ეს პრარვალო რა არის მე ვერ მივხვდი, ლალი :D
ავტოპორტრეტის დაბოლოვება გულგრილს არ დატოვებს ადამიანს,,
წარმატებები, თეაოო, ტეამოოო :)
<:-P
პატივისცემით, განდი. არწივი. ჰოო, საინტერესო თეა დავინახეთ ახლა ჩვენ ამ ნაწერში :)
ზოგ ადგილად გამეღიმა კიდევაც :D :D თბილად არის ნაწერი ეს ავტოპორტრეტი,,
და ხოოო, და ეს პრარვალო რა არის მე ვერ მივხვდი, ლალი :D
ავტოპორტრეტის დაბოლოვება გულგრილს არ დატოვებს ადამიანს,,
წარმატებები, თეაოო, ტეამოოო :)
<:-P
პატივისცემით, განდი. არწივი.
2. თე.. ''პრარვალო'' მივხვდი.იცი ძალიან ნიჭიერი,ჭკვიანი და ძლიერი ასაკით ცოტა უფროსი ,ძალიან გამოცდილი და ტონკი მამაკაცი მეგობარი გჭირდება,რომელიც კარგი მანიპულაციებით ანუ ზემოქმედებით,ნერვებზე მსუბუქი შეხებით...მოკლედ მერე ძალიან მაგრობებს დაწერ...:) აი ეს პრარვალო არ გააჩერო,ხან კარგი მოვა და დაწერ,ხან ნაკლები ხარისხის. ამ წუტში რაღაც დაგროვილი ტრიალებს და გამოუშვი.სხვა დროს კი პირიქით გეუბნებოდი,დაცადე ლექსს,ემოციას,ბოლომდე დაწურე ,მერე გაფილტრე და მაგრობა იქნება
და ძალიან მიყვარხარ,ძალიან! აქ კიდე მაინც მოიტოვე უკენ დასახევი გზაკი არა კაი დიდი პრახოდი დაზადვნისათვის.:) ხანდახან კი ბოლომდე უნდა წახვიდე,სულ ბოლომდე და სულ ''იგრაიუჩი'' იმედია მიხვდები,რაც დაგიწერე...ძალიან გონიერი გოგონა ხარ...დაზედმეტად''გაწონასწორებული'' თე.. ``პრარვალო`` მივხვდი.იცი ძალიან ნიჭიერი,ჭკვიანი და ძლიერი ასაკით ცოტა უფროსი ,ძალიან გამოცდილი და ტონკი მამაკაცი მეგობარი გჭირდება,რომელიც კარგი მანიპულაციებით ანუ ზემოქმედებით,ნერვებზე მსუბუქი შეხებით...მოკლედ მერე ძალიან მაგრობებს დაწერ...:) აი ეს პრარვალო არ გააჩერო,ხან კარგი მოვა და დაწერ,ხან ნაკლები ხარისხის. ამ წუტში რაღაც დაგროვილი ტრიალებს და გამოუშვი.სხვა დროს კი პირიქით გეუბნებოდი,დაცადე ლექსს,ემოციას,ბოლომდე დაწურე ,მერე გაფილტრე და მაგრობა იქნება
და ძალიან მიყვარხარ,ძალიან! აქ კიდე მაინც მოიტოვე უკენ დასახევი გზაკი არა კაი დიდი პრახოდი დაზადვნისათვის.:) ხანდახან კი ბოლომდე უნდა წახვიდე,სულ ბოლომდე და სულ ``იგრაიუჩი`` იმედია მიხვდები,რაც დაგიწერე...ძალიან გონიერი გოგონა ხარ...დაზედმეტად``გაწონასწორებული``
1. ცოტახანში წაგიკითხავ ჩემო პაწაწუნა!!! :-* ცოტახანში წაგიკითხავ ჩემო პაწაწუნა!!! :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|