ემილი დიკინსონი - სამშვიდობოზე თავს ვთვლიდი ბევრგზის (739)
სამშვიდობოზე თავს ვთვლიდი ბევრგზის, თუმც შორს ვიყავი ჯერაც მანდამდე, ვით დამსხვრეული ხომალდის წევრნი შუაგულ ზღვაში ხმელეთს ლანდავენ,
გაიბრძოლებენ, რომ გაარკვიონ - დუნედ, იმედის გადაწურვამდე - კიდევ რამდენი ცრუ სანაპირო გასაცურია ნავსადგურამდე.
23 სექტემბერი, 2018 წ.
Emily Dickinson - I many times thought Peace had come (739)
I many times thought Peace had come When Peace was far away— As Wrecked Men—deem they sight the Land— At Centre of the Sea—
And struggle slacker—but to prove As hopelessly as I— How many the fictitious Shores— Before the Harbor be—
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|