ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2009


გმირი

ისე ვიბრძოლებ, როგორც ზევსი ომების ღმერთი,
გინდ აპოლონი შემებრძოლოს, გინდ აქილევსი,
მე შენთან მოვალ სისხლიანი ჩემი სხეულით,
მაგრამ ეს სისხლი, მხოლოდ მტრების სისხლი იქნება.
კვლავ დავბრუნდები ომებიდან გამარჯვებული,
მაშინ შეიტყობ რომ ვბრძოლობდი გაშმაგებული,
შენი ბრალია თუ ვიქეცი ბრძოლებში გმირად,
რადგან არავინ მეგულვოდა იქ მე შენს ღირსად,
ჩემს გარდა, ჩემო სანატრელო, ფაქიზო სულო,
სხვა იმ ომებში არ ყოფილა შეყვარებული
და არც არავის უბერავდა გიჟი ქარები,
სწორედ ამიტომ დავუბნელე ყველას თვალები.
შენთან მოვალ და დავასვენებ ნაომარ სხეულს,
უნეტარესად ჩავეხვევი შენს გრძელ თმას ხვეულს,
ისევ შევიგრძნობ შენი სულის დიდებულებას,
შენი სურნელი გამიშიშვლებს გრძნობებს მთვარეულს.
ო რა კარგია სიყვარული და მოლოდინი,
შენს უსაყვარლეს ქალთან შეხვედრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები