მე არ მაქვს დიდი სახლი... ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორც უსასრულო დუმილი შინ.
ჩემს სახლს არ აქვს დიდი ფანჯრები, მაგრამ მე შემიძლია მათ მიღმა ვხედავდე და მიყვარდეს სიცოცხლე, მხოლოდ მათ მიღმა.
მე ვცხოვრობ სადღაც და როგორღაც. რაღაცნაირად ვიძინებ. სხვა დროს შინ არ ვარ და როცა კი ვარ, მაშინაც არ ვარ.
დავხეტიალობ ფიქრებით ყველგან... ყოველ კუთხეში მუხლჩაუხრელად დავეძებ რწმენას და ერთადერთი, რაც შემაჩერებს თვითონ რწმენაა.
ჩემს სახლს არა აქვს დიდი კარები, პატარა კარიც ღონივრად "ჯახუნობს",როცა გავდივარ ყველასგან ცალკე და საკუთარ კონტურში ვწვები. ეს იმდენად ბუნებრივია, რამდენადაც უსარგებლო.
სიმშვიდის ფერი შეეყინა ჩემს სახეს, ხოლო თვალები მკვდრისა მაქვს უკვე. ვენებში სისხლი იკლაკნება მე კი მგონია, ერითროციტებს ფეხი ერევათ.
მე არ მაქვს დიდი სახლი,რომ მძიმე ნაბიჯებით ავირბინო ხის დიდი კიბეები და ჩემს ოთახში გამოვიკეტო. კარგად გამომდის მშვიდი სახით და ღრმა დუმილით საკუთარი სხეულის მოჯახუნება და გრძელვადიანი ჩაკეტვა. არის კიდევ გაუთავებელი ყვირილი, ღრიალი, მუქარა, "გამოდი, თორემ...." და ხმები წყდება... მიდიან და აღარ ვანაღვლებ... და არის კიდევ რბილი ჩურჩული, კართან მუხლებზე ჩაკეცვა და "კარი გააღე"... იცი, მე ვერ ვუძლებ სენტიმენტალურ მომენტებს და გული და ცრემლი ერთად მერევა.
მე არ მაქვს დიდი სახლი, მაგრამ შემიძლია ჩემი ოთახის ხის ფანჯრებში დიდხანს ვიყურო და მათ მიღმა შევძლო სიცოცხლე, მხოლოდ მათ მიღმა...
უკიდურესად მშვიდი სახითა და ძილსგადარჩენილი თვალებით ვიცდი დღისა და ღამის გასაყართან და ერთადერთი რამ, რაზეც შემიძლია ვიფიქრო, თვითონ ფიქრია.
ჩემი სახლი არ არის დიდი, თუმცა მისი კედლები იმდენად დამყოლია, რომ შემიძლია მთელ სივრცეში სითბოსა და მშვიდობის სუნი დავატრიალო. ეს კი იმდენადაა რეალობას აცდენილი, რამდენადაც ჩემი სული სიმშვიდეს...
მე არ მაქვს საკმარისად დიდი სახლი, სახურავიდან რომ გადმოვხტე და თავი მოვიკლა.
ვიცდი დღის და ღამის გასაყართან და ერთადერთი რამ, რაზეც შემიძლია ვიფიქრო, თვითონ ფიქრია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი ნაწერია, მაგრამ "პროზას" არ ეკუთვნის მგონი. კარგი ნაწერია, მაგრამ "პროზას" არ ეკუთვნის მგონი.
4. ბევრი ფიქრი კლავს . ზომიერად , გარეთაც და კედლებს შიგნითაც ))) ბევრი ფიქრი კლავს . ზომიერად , გარეთაც და კედლებს შიგნითაც )))
3. ეს უფრო "სხვა" ჟანრია. ფიქრს მე ოცნებები მირჩევნია, ეგება ერთიც რამე ამისრულდეს... ეს უფრო "სხვა" ჟანრია. ფიქრს მე ოცნებები მირჩევნია, ეგება ერთიც რამე ამისრულდეს...
2. "საკუთარი სხეულის მოჯახუნება" :) რამდენი ნაცნობი ემოცია ამოვიკითხე :)
წარმატებას გისურვებ ანა + "საკუთარი სხეულის მოჯახუნება" :) რამდენი ნაცნობი ემოცია ამოვიკითხე :)
წარმატებას გისურვებ ანა +
1. შიგნით რა ხდება,იქნება და... აბა გარეთ, ზერელეა,მიმსგავსებული. ასე განაგრძეთ. ტონკი ხოდ, ტონკი ხოდ. ) შიგნით რა ხდება,იქნება და... აბა გარეთ, ზერელეა,მიმსგავსებული. ასე განაგრძეთ. ტონკი ხოდ, ტონკი ხოდ. )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|