 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ოქტომბერი, 2018 |
როგორი მძიმე და ცარიელია ზოგჯერ დღეები და როგორი მსუბუქი და სავსე ერთადერთი წამი...წამი, როცა გგონია მთელი სამყარო ამ, პაწაწინა ამოსუნთქვაში მარადიულ ვნებებად ჩატეულა და აღარ გადარდებს დარღვეული საზღვრების სიმკაცრე!.. ოჰ, რა ძლიერი მონატრება ცოდნია ნამდვილ სიცოცხლეს! - გულის დათრთვილვამდე- სულის ბარბაცამდე!.. გუშინ თოვდა, ოვაციებით... ტაშით ეგებებოდნენ მოხუცი ფოთლები ახალგაზრდა, თავნება ფიფქებს, მოსწონდათ მათი სხეულების რიტმული რხევა და ყვითელ კალთებს უფენდნენ მეტყველ ხალიჩებად, ალალად იხუტებდა დედამიწა დაქანცულ ბალერინებს. ღელავდა ცა, ფეთქავდნენ მთები და იწვა მილეული მზე უდრეკ კაცივით, ჩემსავით ავლენდნენ სხივები მოჩვენებით სიძლერეს...სითეთრეში გადღაბნილი, შემოდგომის უკანასკნელი ნაბიჯი დეჟავუს შეგრძნებას ბადებდა სულში...ჰო, გადღაბნილი... იციან ნაბიჯებმა შიშველი კვალის დატოვება გაკრული ხელით შესრულებული ნახატივით, იცის ზამთარმა, როგორ გაყინოს გახსნილი იარა და იცის გაზაფხულმაც შედედებული სისხლის გიჟურად გალღობა... უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა, საოცრად ნაცნობი სურნელი ასდიოდა დილას, ჰო... გამახსენდა... ჩემი სიზმარი...ჩემი სიზმრიდან დაფერთხილი ბედნიერება ცეკვავდა ბალიშზე იისფერ ტანგოს. და მე არ მინდოდა წამწამთა დაცალება...და მე ვუფრთხოდი ყოველგვარ რეალობას, ღრმად ვეშვებოდი განცდილ ზმანებაში და ჯიუტად ვცდილობდი იქ მაინც შემენარჩუნებინა შენთან ნაპოვნი ჩემი ადგილი. საათმა დარეკა, სხვა დროს უჩვენებდა ციფერბლატი, სხვანაირი ხმაურით ედევნებოდნენ ერთმანეთს ისრები, ამ სამყაროსგან გაცალკევებული ღელვა დამჩნეოდათ სუნთქვაზე და სასიამოვნოდ უღიტინებდნენ ბურუსად აქაფებულ ჩემს ოცნებებს. ავირიე...ძლერად ამტკივდა არარსებული ჩვენიანობა...რაღაც შინაურულად მომეძალა შენი სურვილი და გაუსაძლისად ამეკვიატა მოლოდინი... იმ წამის მოლოდინი...იმ წამის!.. გუშინ თოვდა...დღესაც ეპირება ცა საპატარძლოდ...ალბათ ალიონზე ხვალაც იმღერებენ მუნჯი ქალწულები და მეც ავყვები ფანტელთა ხროვას, რა ვუყოთ მერე თუ ჩემს მელოდიას სევდა გარევია? განა არსებობა თავადაც სევდა არაა? - ეგ კი არა და მასზე მეტიცაა და ოდესღაც მითქვამს კიდეც ამის შესახებ: "არსებობა? - ეს არც სიცოცხლეა და არც სიკვდილი, რაღაც სხვაა...სევდაზე მეტი... უადამიან(ებ)ოდ ყოფნის უეცარი ტკივილი...მარტოსულობის ცივი შეტევა და...არარაობა...არაფრისობა... ხანდახან კი მზეზე უფრო ტკბილი და ცხელია არსებობა!.." და მე ვისწრაფვი დასაწვავად, არ მედარდება, ოღონდაც ვიგრძნო დაშაქრული სიცოცხლის გემო. იმ წამის გემო...მსუბუქი წამის!..ოღონდაც ვიგრძნო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ტასო მადლობა. ტასო მადლობა.
12. ეს ჩანახატები ძალიან კარგად გამოგდის ეს ჩანახატები ძალიან კარგად გამოგდის
11. მადლობა ან- ნი- კა. მადლობა ან- ნი- კა.
10. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
9. მადლობა ელადა. მადლობა ელადა.
8. ნ-ი-კ-ი ხანდახან სევდაზე მეტიცაა, ხანდახან კი...წაიკითხე ბოლომდე. ნ-ი-კ-ი ხანდახან სევდაზე მეტიცაა, ხანდახან კი...წაიკითხე ბოლომდე.
7. კარგი ჩანახატია, ზოგჯერ წამი საუკუნეს გადაწონის. კარგი ჩანახატია, ზოგჯერ წამი საუკუნეს გადაწონის.
6. არ არის არსებობა მხოლოდ სევდა ვერ დაგეთანხმებით :) არ არის არსებობა მხოლოდ სევდა ვერ დაგეთანხმებით :)
5. გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ! გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ!
4. მინდა ვთქვა რომ, ცვაიგის 'უცნობი ქალის წერილი'-ც არ ყოფილა ასე რომანტიული. ++ მინდა ვთქვა რომ, ცვაიგის `უცნობი ქალის წერილი`-ც არ ყოფილა ასე რომანტიული. ++
3. მინდა ვთქვა რომ, ცვაიგის 'უცნობი ქალის წერილი'-ც არ ყოფილა ასე რომანტიული. ++ მინდა ვთქვა რომ, ცვაიგის `უცნობი ქალის წერილი`-ც არ ყოფილა ასე რომანტიული. ++
2. "ოჰ,რა ძლიერი მონატრება ცოდნია ნამდვილ სიცოცხლეს!"
"ალალად იხუტებდა დედამიწა დაქანცულ ჰალერიჯებს"
"მარტოსულობის ცივი შეტევა"
"და მე ვუფრთხოდი ყოველგვარ რეალობას,ღრმად ვეშვებოდი განცდილ ზმანებაში და ჯიუტად ვცდილიბდი იქ მაინვ შემენარჩუნებინა შენთან ნაპოვნი ჩემი ადგილი."
არ არსებული ჩვენიანობა "ოჰ,რა ძლიერი მონატრება ცოდნია ნამდვილ სიცოცხლეს!"
"ალალად იხუტებდა დედამიწა დაქანცულ ჰალერიჯებს"
"მარტოსულობის ცივი შეტევა"
"და მე ვუფრთხოდი ყოველგვარ რეალობას,ღრმად ვეშვებოდი განცდილ ზმანებაში და ჯიუტად ვცდილიბდი იქ მაინვ შემენარჩუნებინა შენთან ნაპოვნი ჩემი ადგილი."
არ არსებული ჩვენიანობა
1. უვნაური შეგრძნება დამეუფლა ამ პატარა ჩანახატის შემდეგ, წამი... მსუბუქი.. წამი, მძიმე... წამი... სიხარული... წამი სიცოცხლე.. ოჰ, ეს წამი... მომეწონა! უვნაური შეგრძნება დამეუფლა ამ პატარა ჩანახატის შემდეგ, წამი... მსუბუქი.. წამი, მძიმე... წამი... სიხარული... წამი სიცოცხლე.. ოჰ, ეს წამი... მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|