ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2018


მე მხოლოდ დავწერ..

მე მხოლოდ დავწერ..
სიტყვებს და განცდებს.
მიმოფანტულს
ჰაერში უხვად..
ვიცანი გრძნობა,
სულით-ხორცამდე
ძვლებში რომ აღწევს ..
იჭრება ურცხვად.

საოცარია როგორ იზრდება თითქოს წვეთებით.

ტკივილს გათელავს!..
და რჩება სიტკბო..
თითქოს ბუხრის წინ, სავარძელში ერთად ვბერდებით..

ხშირად ვცდილობ, რომ ხელი მოგტაცო
და უდარდელად ჩემი მტევანიც მივადო უკან..

მახსოვს პირველად სიბნელეში შეგახე ხელი
და მერე შემრცხვა..
შენ შემომხედე და თითები ისე ჩაწენი, რომ ვერ გამეშვა..
შემდეგ ლოყებზე ნაკეცები.. თვალთან ნაოჭი ..

ლამპიონების შუქზე მზირალი შემომეგებე..
ისევ გავვოცდი..

ყოველ ეტაპზე - გულის ძგერა..
და ეგ ციმციმა მომზირალი ჩემთვის - თვალები
ამოტივტივდა..

საკუნეებს რომ გაუძლებს ჩვენი წარსული- მრჩება სახსოვრად..

და მხოლოდ შენთვის განკუთნილი სუნამოს სუნი,
ამ წამებშიც თავბრუს რომ მახვევს..
გამახსენდება ..
და ცხვირსახოცი.. გაჟღენთილი შენი სურნელით..
ჩემთვის პირადად სიცოცხლესაც უთუოდ უდრის,

ბევრი ვერ ხვდება..

თუმცა არც მიკვირს, ეს დეტალები ნეტარებაა..
უსიყვარულო ადამიანის ფიქრი და აზრი რომ ვერ შეწვდება..

ყოველ ძილის წინ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ თუ როგორ მძინავს ..
ისევ თითებში აბლანდული სახესთან ნაჭრით..
და გარიჟრაჟის მომლოდინე ყოველი წამით, - "ხვალ ისევ ვნახავ" ..

ეს ის დრო იყო, როცა შეხების წამებიდან სულში ჩასახლდი..
და როცა გრძნობამ გადაწყვიტა მხოლოდ ორისთვის,
საათებსა და წუთებს რომ ათვლის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები