 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2018 |
ეს ვიწრო ქუჩა ნიავმაც კი აითვალწუნა, უხმოდ იტანენ ერთმანეთის ცქერას კედლები, აქ ვერსად ნახავ მზებიჭებს და ლამაზ ქალწულებს, აქ ვერ მოისმენ დარდიანი დედის ვედრებას, გათენებისას როდესაც მზე შემოანათებს ნეკერჩხლის გამხმარ ტოტების ჩრდილს ასფალტზე მოფენს, ჯოჯოხეთური სილამაზის მკვდარი ქალაქი, მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს, ახმაურდება კოღოებით,ბაღლინჯოებით, და მერე წარღვნის მოლოდინში თვალებს მინაბავს, აქ,ზოგჯერ ლანდებს უყვართ ხოლმე განმარტოება, ლანდებს რომლებიც ამ კედლებმა შემოინახა.. მომწონს,ეს ქუჩა, ნეკერჩხლები,სუნი ქაოსის, ჩემთვის ზედმეტად ნაცნობია,ჰგავს ჩემს ბავშვობას, ეკალი ყვავის დავიწყებულ სასაფლაოზე, მოედნებზე კი უდღეურთა სისხლი არ შრება, ეს სიზმარია, ნეტავ მხოლოდ სიზმარი იყოს, ეს წარსულია, ამედევნა და ვერ ვიშორებ, წყალმა წაიღოს, წყალმა,წყალმა,წყალმა წაიღოს... ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენთან არს და უნდა გვიშველოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ,,გაზაფხულის ქარია გულო დარდთანნაფიცო, რა კარგი სიზმარია დედა არ გამაღვიძო.....” ))) სიზმარი კი არ ჩანდა კარგი, მაგრამ ლექსი მომეწონა ++++ ,,გაზაფხულის ქარია გულო დარდთანნაფიცო, რა კარგი სიზმარია დედა არ გამაღვიძო.....” ))) სიზმარი კი არ ჩანდა კარგი, მაგრამ ლექსი მომეწონა ++++
7. ,,გაზაფხულის ქარია გულო დარდთანნაფიცო, რა კარგი სიზმარია დედა არ გამაღვიძო.....” ))) სიზმარი კი არ ჩანდა კარგი, მაგრამ ლექსი მომეწონა ++++ ,,გაზაფხულის ქარია გულო დარდთანნაფიცო, რა კარგი სიზმარია დედა არ გამაღვიძო.....” ))) სიზმარი კი არ ჩანდა კარგი, მაგრამ ლექსი მომეწონა ++++
6. მადლობა ყველას.შენიშვენბი მიღებულოა,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ,სიზმარი ჰქვია ლექსს და არ კონტექსტის ძებნა ცოტა უადგილოა.ალოგიკური სიზმრები მესიზმრება ხოლმე,ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრებით :))) მადლობა ყველას.შენიშვენბი მიღებულოა,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ,სიზმარი ჰქვია ლექსს და არ კონტექსტის ძებნა ცოტა უადგილოა.ალოგიკური სიზმრები მესიზმრება ხოლმე,ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრებით :)))
5. მადლობა ყველას.შენიშვენბი მიღებულოა,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ,სიზმარი ჰქვია ლექსს და არ კონტექსტის ძებნა ცოტა უადგილოა.ალოგიკური სიზმრები მესიზმრება ხოლმე,ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრებით :))) მადლობა ყველას.შენიშვენბი მიღებულოა,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ,სიზმარი ჰქვია ლექსს და არ კონტექსტის ძებნა ცოტა უადგილოა.ალოგიკური სიზმრები მესიზმრება ხოლმე,ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრებით :)))
4. ლიპო, აქლემს ფლოქვები არ აქვს. გარქოვანებული კანი აქვს ფეხისგულზე ე.წ. "მაზოლი" ისევე როგორც მუხლებზე. მხლოდ ზემოთა მხრიდან ფრჩხილივით აქვს წაზრდილი გაყოფილი ჩლიქი.
ლიპო, აქლემს ფლოქვები არ აქვს. გარქოვანებული კანი აქვს ფეხისგულზე ე.წ. "მაზოლი" ისევე როგორც მუხლებზე. მხლოდ ზემოთა მხრიდან ფრჩხილივით აქვს წაზრდილი გაყოფილი ჩლიქი.
3. გათენებისას როდესაც მზე შემოანათებს ნეკერჩხლის გამხმარ ტოტების ჩრდილს ასფალტზე მოფენს, ჯოჯოხეთური სილამაზის მკვდარი ქალაქი, მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს, ახმაურდება კოღოებით,ბაღლინჯოებით, და მერე წარღვნის მოლოდინში თვალებს მინაბავს,
მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს ამისი კონტექსტი ვერ გავიგე
ნეკერჩხლის გამხმარი ტოტების ჩრდილი მიაგავს აქლემების ფლოქვებს? ფოთლები კიდევ შეიძლება და ტოტების ჩრდილი რანაირად?
არა, აშკარად ეს არ უგულისხმია ავტორს
იყო რაღაც კარგი და 1 ქულა ჩემგან
გათენებისას როდესაც მზე შემოანათებს ნეკერჩხლის გამხმარ ტოტების ჩრდილს ასფალტზე მოფენს, ჯოჯოხეთური სილამაზის მკვდარი ქალაქი, მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს, ახმაურდება კოღოებით,ბაღლინჯოებით, და მერე წარღვნის მოლოდინში თვალებს მინაბავს,
მონატრებული აქლემების ვეება ფლოქვებს ამისი კონტექსტი ვერ გავიგე
ნეკერჩხლის გამხმარი ტოტების ჩრდილი მიაგავს აქლემების ფლოქვებს? ფოთლები კიდევ შეიძლება და ტოტების ჩრდილი რანაირად?
არა, აშკარად ეს არ უგულისხმია ავტორს
იყო რაღაც კარგი და 1 ქულა ჩემგან
2. ამინ, ძმაო! ამინ, ძმაო!
1. არს და იყოს. კარგია. არს და იყოს. კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|