კარი გააღეთქო, კარი გააღეთქო-ვერ ვძლებ, ფარდა გადაწიე, მუჭში ჩამომისხი წვიმა. გარეთ ხეტიალი კიდევ გავიხსენოთ, ერთხელ, სითბო ამოვზიდოთ გრძნობებამომშრალი ჭიდან.
კარი გააღეთქო, სუნთქვა გაჭირდა და ისევ, ღია ფანჯრებიდან ვუმზერ ვერნაწვიმარ მიწას, კარი გააღეთქო, კარი გააღეთქო- ვერ ვძლებ, ფარდა გადაწიე, ერთხელ შემახედე წვიმას.
ჰაერს ვეღარ ვკმარობ, სუნთქვა ჩაიხუთა, მიჭირს... პირი გავისველე წვიმის არომატით რით ვერ... კარი გააღეთქო, ოდნავ შესამჩნევად ჟინჟლავს, ფარდა გადაწიე, წვიმა მოვიყვანოთ რითმით.
კარი გააღეთქო, კარი გააღეთქო, ვერ ვძლებ, ფარდა ჩამოუშვი, რაღაც სევდიანად მცივა. ვერც შენ მოგიყვანე, კარიც შემოაღე რით ვერ.... არც შენ მოხვედი და უფრო აგვიანებს წვიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარი გააღეთ თუ შეიძლება ვერ ძლებენ უთქვენოდ.. იჩქარეთ
უკეთესადაც დაწერ ანი, მთავარია მონდომება კარი გააღეთ თუ შეიძლება ვერ ძლებენ უთქვენოდ.. იჩქარეთ
უკეთესადაც დაწერ ანი, მთავარია მონდომება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|