მე მივდიოდი და სად მივდიოდი, ჰეეჰ... რა იციან გიჟებმა. გიჟი რომ ვარ და აბლა და დაბლა და მაღლა, ეგ მე ვიცი ბევრი ჩურჩულებიდან. კარგად გავიგონე, თანაც დავიხსომე. რომ არ დამვიწყნოდა, ასოები რომ ვისწავლე, პირველი ეგ დავწერე. დახედეს, წაიკითხეს, არაფერი. არა მკითხეს, რატომ დასწერეო და რა ვიცი, დავიდე ბალიშქვეშ. მიდევს ჩემი ,,გიჟი“ ეგრე. რომ მივალ დასაწოლად, სიხარულით ჯერ ბალიშს ავწევ, იქნებ გაქრა-მეთქი, აღარ იყოს, მაგრამ სულ არის.
მე ვიყავი გიჟი ბალღი, ახლა გიჟი კაცი ვარ აბლა, დაბლა და მაღლა. მივდიოდი, მოვდიოდი და მდინარეზეც ჩავდიოდი. ახლა მივდივარ და სად მივდივარ და არვი. მე რომ ვიყავ ბალღი, ეგ სიზმარი იყო. უბალიშო, უგიჟო და რაღაც ისე და კარგი. ჩემი ბავშვობა იყო დედის გულისპირი, დედის ბოლოკაბა, დედის გვერდით ძილი და აბლა, დაბლა და მაღლა.
სულ ეგრე რათ იძახიო და ეგრე დავიხსომე - ,,გიჟი" და ,,აბლა, დაბლა და მაღლა". ,,გიჟი" დავიწერე და ეს ეტყობა არც მინდოდა, ისე დავიხსომე თავისით.
დედას ტანსაცმელი რომ დაწვეს, დედას ბოლოკაბა რომ დაწვეს, ჩემი ბავშვობა დაწვეს და მე დედის გულისპირის ძებნაში ვიყავი, თურმე საფლავზე დაფლეს, მე რომ ვიცოდი დედა, ის ყველა მხრიდან მოდიოდა, საფლავზე აიყვანეს, თავისი ფეხით არ დადიოდა, მე გამოვიქე, დედა გამომკიდებოდა, ჩამოვსულიყავით შინ, არ გავიხედე, არ დავენახე, რომ ველოდი, ვითომ ისე გავრბოდი, ჩამოვირბოლე და თურმე დედა იქ დაფლეს, მე კი გავექეცი და ველოდე, როდის ჩამოვა, გულისპირზე დამიხუტებს და დამაძინებს. არ მძინებია. ბავშვობაც დაწვეს, ცარივლადაც ვერ ჩავეხუტე გულისპირს და ისე დაძინება და აბლა, დაბლა და მაღლა, კაბის ბოლოც და კვამლმა და სულ, სულ, სულ, სულ და გაქრა. აღარც ისა და ესა, სულ მარტო დავრჩი მენა და გავხდი კაცი. ჩურჩულებმა თქვეს, ჩურჩულებმა ბევრი რამეც თქვეს, მაშ მე ვიყავი კაცი და ბალიშის ქვეშ მაინც ეწერა გიჟი და არა - კაცი. მე ,,კაცი“ ფურცელს აღარ დავაწერე, იქნება კაცობაც აღარ მინდოდეს და აღარც ეგ გაქრეს-მეთქი.
ახლა მივდივარ და ბავშვები დაიმალნენ. არ მოვძებნი. განა ბალღი ვარ. აბლა, დაბლა და მაღლა.
მე ისე მინდა გულისპირი და კაბის ბოლო, იქნებ შევკერო, გამოვაქსოვო რასმე.
ჩემთვის რა იყო დღენი, ღამე და მთვარე. მზე კი აქ იყო, აბლა, გულჩი და მაღლა.
დღეს მე მივდივარ, მივდივარ იქ სამ ცაზე, აბლა არ იყო, დაბლა არ იყო, მაღლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. ვაი... მადლობა, ზარნაძე <3 ვაი... მადლობა, ზარნაძე <3
36. სასიამოვნოდ გაოცებული მე...
სასიამოვნოდ გაოცებული მე...
35. ვაიჰ... ძალიან დიდი მადლობა, თეა! <3 ვაიჰ... ძალიან დიდი მადლობა, თეა! <3
34. წამიღო... თავისი ქნა ...
წარმატებები წამიღო... თავისი ქნა ...
წარმატებები
33. ძალიან დიდი მადლობა ^_^ ძალიან დიდი მადლობა ^_^
32. არ აქვს მნიშვნელობა ეთიკურობას.... სათქმელი ისე უნდა თქვა როგორც შენ მოგწონს და თავი არ შეიზღუდო... არ აქვს მნიშვნელობა ეთიკურობას.... სათქმელი ისე უნდა თქვა როგორც შენ მოგწონს და თავი არ შეიზღუდო...
31. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა! აქ ,,გიჟი" არც არის არაეთიკური იმიტომ, რომ სხვის დაძახებულს იმეორებს გმირი. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა! აქ ,,გიჟი" არც არის არაეთიკური იმიტომ, რომ სხვის დაძახებულს იმეორებს გმირი.
30. მომეწონა... დაიკიდე რომ "გიჟი" არაეთიკურია და ეგეთ რაღაცეებზე საერთოდ ნუ იფიქრებ... რაც თავში მოგდის და როგორც მოგდის ისე უნდა წერო... ხელოვნება არის საკუთარი სათქმელის თავისუფლად გადმოცემის ერთერთი საშუალება და ხელოვნებას საზღვრები არ აქვს... ისევე როგორც თავისუფლებას... ნუ მოქიცევ თავს "ჩარჩოებში"... წარმატებები... მომეწონა... დაიკიდე რომ "გიჟი" არაეთიკურია და ეგეთ რაღაცეებზე საერთოდ ნუ იფიქრებ... რაც თავში მოგდის და როგორც მოგდის ისე უნდა წერო... ხელოვნება არის საკუთარი სათქმელის თავისუფლად გადმოცემის ერთერთი საშუალება და ხელოვნებას საზღვრები არ აქვს... ისევე როგორც თავისუფლებას... ნუ მოქიცევ თავს "ჩარჩოებში"... წარმატებები...
29. ძალიან დიდი მადლობა ^^ ძალიან დიდი მადლობა ^^
28. ჩემი მოწონება და +5 ქულა აქაურობას! ჩემი მოწონება და +5 ქულა აქაურობას!
27. და გიჟი რომ არაეთიკურია, სწორედ იმიტომ წერია. სხვის ნათქვამს იმეორებს გმირი და იმ სხვისი საქციელია ამორალური. და ეს რეალურად ხშირად ხდება. და გიჟი რომ არაეთიკურია, სწორედ იმიტომ წერია. სხვის ნათქვამს იმეორებს გმირი და იმ სხვისი საქციელია ამორალური. და ეს რეალურად ხშირად ხდება.
26. ტელეფონიდან დიდ კომენტარს ვერ ვტვირტავ და იმიტომ ვწერ ცალ-ცალკე :დ ტელეფონიდან დიდ კომენტარს ვერ ვტვირტავ და იმიტომ ვწერ ცალ-ცალკე :დ
25. არ მინდა, თქვენს აზრზე ზემოქმედება მოვახდინო, მაგრამ გიჟი სახელდებისთვის არ წერია, საზოგადოების დამოკიდებულება ჩანს და გმირის ემოციები, თვითაღქმა. მიხარია, რომ წაიკითხეთ და რომ ,,გიჟის" გარდა მოგეწონათ. არ მინდა, თქვენს აზრზე ზემოქმედება მოვახდინო, მაგრამ გიჟი სახელდებისთვის არ წერია, საზოგადოების დამოკიდებულება ჩანს და გმირის ემოციები, თვითაღქმა. მიხარია, რომ წაიკითხეთ და რომ ,,გიჟის" გარდა მოგეწონათ.
24. ეს მისი ამბავია. უთხრეს, რომ გიჟია და მანაც ეს უცხო სიტყვა დასამახსოვრებლად ჩაიწერა. აღწერილია, როგორ მოქმედებს ხალხის აზრი ადამიანის ფსიქიკაზე. ეს მისი ამბავია. უთხრეს, რომ გიჟია და მანაც ეს უცხო სიტყვა დასამახსოვრებლად ჩაიწერა. აღწერილია, როგორ მოქმედებს ხალხის აზრი ადამიანის ფსიქიკაზე.
23. კარგად არც იცის, გიჟი რა არის, მაგრამ ჩურჩულებიდან გაიგო, რომ ცუდია და არ უნდა იყოს და რომ გიჟებმა არაფერი იციან და ა.შ. კარგად არც იცის, გიჟი რა არის, მაგრამ ჩურჩულებიდან გაიგო, რომ ცუდია და არ უნდა იყოს და რომ გიჟებმა არაფერი იციან და ა.შ.
22. მუხა, ,,რა იციან გიჟებმა", ,,გიჟი რომ ვარ", ,,მე ვარ გიჟი კაცი" იმიტომ კი არ წერია, რომ მკითხველმა გაიგოს გმირის ფსიქიკურ პრობლემებზე, აქ წერია, ამან როგორ და რატომ გაიგო, რომ გიჟია . მუხა, ,,რა იციან გიჟებმა", ,,გიჟი რომ ვარ", ,,მე ვარ გიჟი კაცი" იმიტომ კი არ წერია, რომ მკითხველმა გაიგოს გმირის ფსიქიკურ პრობლემებზე, აქ წერია, ამან როგორ და რატომ გაიგო, რომ გიჟია .
21. თალია, ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, როგორ ვიფიქრებ, თავისით მომდის და ხანდახან სისულელეც მგონია ხოლმე. თალია, ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, როგორ ვიფიქრებ, თავისით მომდის და ხანდახან სისულელეც მგონია ხოლმე.
20. მე ასე ვიტყოგდი. მოსაწონი იქნებოდა და ძალიანაც მომეწონებოდა, რომ ავტორს თავიდანვე, რომ არ დაეწერა "რა იციან გიჟებმა,, გიჟი რომ ვარ" გიჟი კაცი ვარ და ა.შ. "გიჟი" უკვე არაეთიკურია. და რეალურადაც ასეც არ ხდება. მკითხველი "აბლა-დაბლას" იტერპრეტაციისას და შემდეგ გაგრძელებაში დედაზე დაწერილზე, თავად მიხვდებოდა რომ ფსიქიკურ პრობლემის მქონე პიროვნების განცდებია მოცემული ამ პატარა საინტერსო პროზაში.
მე ასე ვიტყოგდი. მოსაწონი იქნებოდა და ძალიანაც მომეწონებოდა, რომ ავტორს თავიდანვე, რომ არ დაეწერა "რა იციან გიჟებმა,, გიჟი რომ ვარ" გიჟი კაცი ვარ და ა.შ. "გიჟი" უკვე არაეთიკურია. და რეალურადაც ასეც არ ხდება. მკითხველი "აბლა-დაბლას" იტერპრეტაციისას და შემდეგ გაგრძელებაში დედაზე დაწერილზე, თავად მიხვდებოდა რომ ფსიქიკურ პრობლემის მქონე პიროვნების განცდებია მოცემული ამ პატარა საინტერსო პროზაში.
19. "ახლა მივდივარ და ბავშვები დაიმალნენ. არ მოვძებნი. განა ბალღი ვარ. აბლა, დაბლა და მაღლა." რანაირად მოიფიქრე <3
"ახლა მივდივარ და ბავშვები დაიმალნენ. არ მოვძებნი. განა ბალღი ვარ. აბლა, დაბლა და მაღლა." რანაირად მოიფიქრე <3
18. როგორ მიხარია, რომ საერთო ვიპოვეთ, მასაც განსხვავებულად ხვდებოდა და იმიტომ დაიხსომა. მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა იმ სიტყვის ემოციასა და აურას, რასაც ეუბნებოდნენ. მადლობა, jonatan. როგორ მიხარია, რომ საერთო ვიპოვეთ, მასაც განსხვავებულად ხვდებოდა და იმიტომ დაიხსომა. მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა იმ სიტყვის ემოციასა და აურას, რასაც ეუბნებოდნენ. მადლობა, jonatan.
17. "გიჟი"- როგორ ჭრის ყურს...
ემოციები კარგადაა გადანაწილებული ამ მცირე ტექსტში.
"გიჟი"- როგორ ჭრის ყურს...
ემოციები კარგადაა გადანაწილებული ამ მცირე ტექსტში.
16. მიხარია , რომ თქვენც მოგეწონათ მიხარია , რომ თქვენც მოგეწონათ
15. ძალიან დიდი მადლობა, ნათთია. ძალიან დიდი მადლობა, ნათთია.
14. ახლა წავიკითხე ,,ჟუბიე" და გამოშტერებული ვზივარ. ძალიან ძლიერია და ძალიან მაგარიმ ახლა წავიკითხე ,,ჟუბიე" და გამოშტერებული ვზივარ. ძალიან ძლიერია და ძალიან მაგარიმ
13. კეთილი იყოს შენი გამოჩენა ❤️ კეთილი იყოს შენი გამოჩენა ❤️
12. ცხადია ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანზეა, რომელსაც დედაზე აქვს მიჯაჭვულობა
წაიკითხეთ “ჟუბიე“? ცხადია ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანზეა, რომელსაც დედაზე აქვს მიჯაჭვულობა
წაიკითხეთ “ჟუბიე“?
11. ძალიან დიდი მადლობა!
ჩემთვის ეს ნაწერი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანზეა და არა - დედაზე. ძალიან დიდი მადლობა!
ჩემთვის ეს ნაწერი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანზეა და არა - დედაზე.
10. დედაზე დაწერილი ყველა ნაწარმოები თავისებურად კარგია.
5 დედაზე დაწერილი ყველა ნაწარმოები თავისებურად კარგია.
5
9. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! ძალიან მიხარია! კარგია, რომ დავრეგისტრირდი. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! ძალიან მიხარია! კარგია, რომ დავრეგისტრირდი.
8. ნურავინ დაგაჯერებს, რომ სუსტად წერ, მოთხრობა შესანიშნავია. უბრალოდ ძალიან სპეციფიურადაა შესრულებული და ცხადია მიუჩვეველი თვალისთვის ძნელად "დასამორჩილებელი". კომენტში. ნაწყვეტს მოვკარი თვალი დედის დამწვარ კაბებზე და მას შემოვყევი, ალღომ არ მიმტყუვნა))) მე ჩემი კი დამმართა ამ მოთხრობამ.
+5 ნურავინ დაგაჯერებს, რომ სუსტად წერ, მოთხრობა შესანიშნავია. უბრალოდ ძალიან სპეციფიურადაა შესრულებული და ცხადია მიუჩვეველი თვალისთვის ძნელად "დასამორჩილებელი". კომენტში. ნაწყვეტს მოვკარი თვალი დედის დამწვარ კაბებზე და მას შემოვყევი, ალღომ არ მიმტყუვნა))) მე ჩემი კი დამმართა ამ მოთხრობამ.
+5
7. მე, რა თქმა უნდა, სუსტად ვწერ. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი ნაწერი აღარ მომწონს.
გისურვებთ წარმატებებს! ,,ჟუბიეს" წავიკითხავ მე, რა თქმა უნდა, სუსტად ვწერ. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტი ნაწერი აღარ მომწონს.
გისურვებთ წარმატებებს! ,,ჟუბიეს" წავიკითხავ
6. ძალიან დიდი მადლობა! ნამდვილად არ ველოდი ასეთ კარგ შეფასებებს და ისე შემოვედი, არაფერი დამხვდება-მეთქი. ჯერ კომენტარების რაოდენობამ გამაოცა და მერე შეფასებებმა.
ძალიან დიდი მადლობა! ნამდვილად არ ველოდი ასეთ კარგ შეფასებებს და ისე შემოვედი, არაფერი დამხვდება-მეთქი. ჯერ კომენტარების რაოდენობამ გამაოცა და მერე შეფასებებმა.
5. ნიკი- დაიწეება რა თქმაუნდა მაგაზე უკეთესი. სადლავის ქვასთან გუშინდელ და დღვანდელ ამბებს კი არა, წლებისას მოუყვებიან.
გვანან მანერით ესენი. 100% ნიკი- დაიწეება რა თქმაუნდა მაგაზე უკეთესი. სადლავის ქვასთან გუშინდელ და დღვანდელ ამბებს კი არა, წლებისას მოუყვებიან.
გვანან მანერით ესენი. 100%
4. “დედას ტანსაცმელი რომ დაწვეს, დედას ბოლოკაბა რომ დაწვეს, ჩემი ბავშვობა დაწვეს და მე დედის გულისპირის ძებნაში ვიყავი, თურმე საფლავზე დაფლეს, მე რომ ვიცოდი დედა, ის ყველა მხრიდან მოდიოდა, საფლავზე აიყვანეს, თავისი ფეხით არ დადიოდა, მე გამოვიქე, დედა გამომკიდებოდა, ” აბლა,დაბლა და მაღლა რამდენჯერაა გამეორებული, მაგრამ არ გაღიზიანებს კითხვისას. სწორადაა შერჩეული. იშვიათი ერთ ნაწერზე ჩემი ორი კომენტარი. ( ერთიც) მე ვენდობი ამ ავტორს. ვირჯინია ვულფობს) ჯერ თუ არა, მერე იზამს...) “დედას ტანსაცმელი რომ დაწვეს, დედას ბოლოკაბა რომ დაწვეს, ჩემი ბავშვობა დაწვეს და მე დედის გულისპირის ძებნაში ვიყავი, თურმე საფლავზე დაფლეს, მე რომ ვიცოდი დედა, ის ყველა მხრიდან მოდიოდა, საფლავზე აიყვანეს, თავისი ფეხით არ დადიოდა, მე გამოვიქე, დედა გამომკიდებოდა, ” აბლა,დაბლა და მაღლა რამდენჯერაა გამეორებული, მაგრამ არ გაღიზიანებს კითხვისას. სწორადაა შერჩეული. იშვიათი ერთ ნაწერზე ჩემი ორი კომენტარი. ( ერთიც) მე ვენდობი ამ ავტორს. ვირჯინია ვულფობს) ჯერ თუ არა, მერე იზამს...)
3. განსხვავებულად და საინტერესოდ ყვები :) + წარმატებას გისურვებ! განსხვავებულად და საინტერესოდ ყვები :) + წარმატებას გისურვებ!
2. ასეთ თემაზე “ჟუბიე“-ზე კარგი და გენიალური არაფერი დაწერილა და არც დაიწერება კარგა ხანს.
არ ვიცი ჟუბიეს გავლენით თუ ისედაც ცოტა მესუსტა მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ავტორს უკეთესი რაღაცეებიც ექნება.
აქ 3 ქულა და წარმატებები საიტზეც და ცხოვრებაშიც
ასეთ თემაზე “ჟუბიე“-ზე კარგი და გენიალური არაფერი დაწერილა და არც დაიწერება კარგა ხანს.
არ ვიცი ჟუბიეს გავლენით თუ ისედაც ცოტა მესუსტა მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ავტორს უკეთესი რაღაცეებიც ექნება.
აქ 3 ქულა და წარმატებები საიტზეც და ცხოვრებაშიც
1. 5 შენ. კეთილი იყოს აქ მოსვლა. ) კარგად და საინტერესოდ მოყოლილი. 5 შენ. კეთილი იყოს აქ მოსვლა. ) კარგად და საინტერესოდ მოყოლილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|