ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია ყოჩიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 დეკემბერი, 2018


სინაისე



ყველაფერი წაიშალა და დამთავრდა, გაქრა ისე, როგორც ქრებიან სანიშნე კოშკის სარკმელზე მდგარი, გემის ვერმომყვანი ლამპები და სიბნელეც ხელზე უფრო ახლოს მოვიდა...
არ ინდობოდა ქარი, შენი სურნელი მოჰქონდა ცხრა მთას იქიდან, ქარი იწყებოდა ზღვიდან და ქარი მთავრდებიდა მთაში...
ყველაფერი წაიშალა და დამთავრდა, მაგრამ ენას ვერ გაექცევი, ენამ შემოინახა შენი სიტყვები, წამომცდება ხოლმე და მერე მრცხვენია - ,,სინაისე", ,,ჩელტინა", ,,ომიჰავა", ,,ოჰაიოსე" და ყველა ის ჯადოსნობა, რასაც ერთად ვიგონებდით, რაც ასე სულელურად  ჩანს და რაც ასეთი ძვირფასია ჩემთვის.
როცა რაიმე ძალიან ნაზსა და ლამაზს ვხედავ, ,,სინაისე" წამომცდება ხოლმე, როცა ვინმე სისულელეს იტყვის, ,,ჩეელტინას" ვეძახი...
თურმე ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება სიყვარულის მერე დატოვო, ერთად შექმნილი სიტყვებია, შენს ლექსიკაში გამჯდარი და ლამის შენივე სისხლს შერეული...
როდის წამოგცდება, კაცმა არ იცის და როდის იკბენ ენაზე, ეს სიტყვები თავისუფლად არ გაცხოვრებენ.
გავა დრო, ისევ ვიტყვი ,,სინაისესა" და ,,ჩეელტინას" და ვეღარაფერს ვიგრძნობ.
ენა გვტოვებს იქ, საიდანაც დიდი მონდომებით გვრეცხავენ და საიდანაც მოუნდომებლად ვირეცხებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები