ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2009


გაგვიშვით მარტოდ

                        გაგვიშვით მარტოდ

ეს ჩვენი დროის ცხოვრება,
გასაოცარი რამ არის,
ისმის კრულვა და გოდება,
მაგრამ საშველი არ არის.

ალბათ თქვენც გაგეგონებათ,
,,კუხნის სეკრეტნი” ბაასი,
დ.ს.თ.-ს  წევრმა ქვეყნებმა,
სულ შეგვირყიეს ბალანსი!

,,ძმა ვარ მე შენი, უფროსი
და ნუ ხარ ასე თავხედი!
იცოდე უფროს-უმცროსი,
რაღაც სულ თავზე გახვედით!”

,,ძმა-ძმისთვისაო!”-მსმენია,
დიდი პაპანი ამბობდნენ,
ძმობა კი არა, გენი აქვთ,
ყველგან ყველაფერს ალპობენ!

სიკეთეც გვახსოვს იმათი,
მადლობას ვუძღვნით მარადა,
ღირსეულთ ვჩუქნით სიყვარულს,
მთაში არის თუ ბარადა!

,,თქვენ სიყვარულის რა იცით?
ნუ გვებრძვით, გავდოთ ხიდიო,
სამფერი დროშა დაიდგით
და გქონდეთ ჩვენი რადიო!”

რა არის მათი მორალი?
სუყველამ ვიცით, ეხლა დღეს,
რუსული ფანდი ვერა სჯობს,
მამა-პაპათა ნაცად წეს!

მთელი ცხოვრება , ღორული,
შოვინისტური აზრებით,
კუჭ-მუცელ ამოყორილი,
მხოლოდ სასმელის აღგზნებით!

თუ გაიოცებ მხოლოდ და
სალაპარაკოდ არცა ღირს,
კარგად გამოზდით:,,ურა" და
,,სლავა ლენინუ"- სხვა კი ძირს.

,,რატომ სუყველა არ გვმონობთ,
არა გწამთ დიად ნათელის?"
-რა ვქნათ, ვერ ვგუობთ, ,,ბატონო",
სამშობლოს, თგვენგან გათელილს!

გაგვიშვით მარტო , მერე ვთქვათ,
ყველამ ჩვენ-ჩვენი სათქმელი,
ჩემი მამულის ერთი ქვაც,
თქვენზე მეტის არს მნახველი.

ამათ ხელში კი დამთავრდა,
სმა-ჭამა მეტად შესარგი,
თითქოს დაგვტორა დათვმა და
ვით მძორ-ლეშს გვმარხავს წელამდის.

ღმერთო აგვხსენი მადლია,
ტრაქტატის ძველი უღელი,
ერთი შეცდომა გვაკმარე,
შეცდომა ენით უთქმელი.

ორასი წელი გვაწვალებს,
კიდევ გაუძლებთ, გგონია?
მთელი ევროპა გარსს გვავლებს
და თითქოს სულ არ გვყოლია!

ღმერთო ჩვენი გზით გვაცხოვრე,
როგორც ცხოვრობდნენ პაპანი,
ის მამა ღმერთი გაგიწყრეს,
თუ არ გაწყვიტო ჭაპანი!

თავისუფლებას ნატრული,
ეს ხალხი გამიხალისე,
მერე მომიხმე მსახური,
არ დავდებ ამ თავს ბალიშზე.

კიდევ ერთ თხოვნას შეგბედავ,
ქართველს ეს სენი არ სჭირდეს,
ძმას მოძმის თვალში შეხედვა,
სამტროდ არასდროს დასჭირდეს!

და ჩვენი მხრებიც გაშალე,
ვით იმ ,,დიდი ძმის" მხარეო...
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას,
ეგ კალთა დაგვაფარეო!

თბილისი  2009 წელი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები