 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2018 |
როცა ის ბოლო სიტყვები ითქვა, როცა ის მცირე სხივებიც გაქრა მაშინ შევნიშნე, რომ ცას და მიწას ახალ იმედად სულ სხვა მზე აჩნდა... ჰო...თურმე ქვეყნად სხვებიც ცხოვრობენ, თურმე ოცნება მათაც ცოდნიათ მე კი ჩემივე, შექმნილ "ჭორების" და განშორების მკლავდა ფობია... მე მხოლოდ ერთის თვალების მწამდა, ერთის ღიმილით მჯეროდა ხვალის, მე დავეჩვიე სხვისთვის სიცოცხლეს, საკუთარის კი დავიდე ვალი. მტკიოდა ის, რაც ჩემი არ იყო ჩემში კი იყო ვნებად და დარდად და არ მეგონა ამ სევდის იქით, თუ არსებობდა ფერადი სხვა გზა. ახლა კი ვამჩნევ ცა კრთის ფერებად, ნელ-ნელა ვსწავლობ სინათლის აღქმას, ჯერ მკრთალად ღელავს ბედნიერება, მაგრამ ვგრძნობ ვრცელი მზეები ახლავს. ვიცი იქნება ისევ სამყარო ისე დიდი და თან ჩემიანი, რომ მომინდება ლექსად დავხატო ფიქრი მორცხვი და...და ვნებიანი, რომ მომინდება ვიყვირო ყველგან, რომ გიჟი ვარ და შეშლილი ქალი, რომ დავიმჩნიო ცოტათი სევდა, ოდნავ მსუბუქი, განა მართალი?.. უხდება სევდა ბედნიერ წამებს, უხდება გრძნობებს იმედი ხვალის და მოუხდება ცეკვაც ამ თვალებს მე მჯერა ამის...მე მჯერა ამის!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ბენ-ჰური. მადლობა ბენ-ჰური.
3. ცეკვაში ციმციმი იგულისხმება მუხა, ბედნიერების ციმციმი)) ცეკვაში ციმციმი იგულისხმება მუხა, ბედნიერების ციმციმი))
2. უხდება სევდა ბედნიერ წამებს. ისეთი ცოტაა ბედნიერი წამები, რო ... გრძნობას კი- უხდება იმედი ხვალის. ცეკვა თვალებს რატომ უხდება ვერ მივხვდი, რაჭველი ვარ. უხდება სევდა ბედნიერ წამებს. ისეთი ცოტაა ბედნიერი წამები, რო ... გრძნობას კი- უხდება იმედი ხვალის. ცეკვა თვალებს რატომ უხდება ვერ მივხვდი, რაჭველი ვარ.
1. მე დავეჩვიე სხვისთვის სიცოცხლეს, საკუთარის კი დავიდე ვალი <- ეს კაი იყო მე დავეჩვიე სხვისთვის სიცოცხლეს, საკუთარის კი დავიდე ვალი <- ეს კაი იყო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|