ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ქავთარაძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2019


დავიგვიანე

დავიგვიანე, არ მოსული თოვლის ფიფქივით.
ამ დღის საღამოც ბეთჰოვენს და დუმილს ვაჩუქე.
ნება არა მაქვს წვრილმანებზე დიდხანს ვიფიქრო
და რაც მეწყინა, ყველფერზე თვალი დავხუჭე.

ძველი ხმაური დღესდღეობით ნიშნავს სიჩუმეს.
ძველი სიმშვიდე რა იოლად იქცა ქაოსად.
მე ის აღარ ვარ... თავს თვითონაც კარგად ვიმშვიდებ
და არაფერი აქაური აღარ მაოცებს.

მე ის აღარ ვარ... ყველაფერი არის პირიქით
და როგორც იქნა ,მე ჩემს თავთან ისევ შევრიგდი.
დავიგვიანე... არ მოსული თოვლის ფიფქივით
და არ მანაღვლებს ვინ იქნება ხვალ-ზეგ ჩემ ირგვლივ.

ნება არა მაქვს, ნარჩენებზე დიდხანს ვიფიქრო.
ამ დღის საღამოც ბეთჰოვენს და დუმილს ვაჩუქე.
დავიგვიანე, არ მოსული თოვლის ფიფქივით
და რაც მეწყინა, ყველაფერზე თვალი დავხუჭე.

დავიგვიანე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები