 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 5 თებერვალი, 2019 |
ბავშვობაში ერთი სომეხი ძმაკაცი მყავდა, გრიშა.ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა პირველ სართულზე.დილიდან საღამომდე ერთად ვთამაშობდით.ადრიანად მეძახდა ხოლმე ეზოდან და მერე ვიყავით და ვიყავით, ალთადან დაწყებული ბალთამდე.ხან სტადიონზე და ხან გარაჟებზე,ხანაც კი რომელიმე კორპუსის სახურავზე.ეძიკა რო მიდიოდა(ან აგდებდნენ) და მიშა ვარდებით ხელში დარბოდა მაგ პერიოდში შემოამტვრია გაჭირვებამ ჩვენს სახლში კარები და სახლი გავყიდეთ.გრიშამ ტირილით გამაცილა. ახალ უბანს მალევე მივეჩვიე.იქ უფრო მეტი ბავშვები იყვნენ ვიდრე ძველ ეზოში.ხოდა მეც დავრბოდი იმათთან ერთად არხეინად და სულ არ მახსოვდა სახლი, დედა, მამა.მალე გრიშაც დამავიწყდა.პატარა ვიყავი, ძალიან. წლებმა რომ გაირბინა და სკოლა დავამთავრე მაშინ დავბრუნდი პირველად ჩემს ძველ ეზოში.აქამდე რატომღაც არ გამჩენია ამის სურვილი.კორპუსს რომ მივუახლოვდი ვიგრძენი როგორ აჩქარდა გული და როგორ გადაირბინა ჩემს თვალწინ ყველა მოგონებამ.ხოდა პირდაპირ ჩემს სადარბაზოში შევედი.შევედი და ავტირდი. კედელზე მინაწერი: " გრიშა და გურამი= ძმებს" " რონალდო 9 " რომელიც მე და გრიშამ ერთად მივაწერეთ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.მართლა ვტიროდი, და თან ამოცრემლებული თვალებით კარზე მივაკაკუნე.გრიშას კარზე.პირველ მიკაკუნებაზე არავინ გამიღო, მეორედაც მივაბრახუნე უფრო ძლიერად და ხანში შესულმა ქალმა გამიღო კარგი. -გამარჯობა, გრიშა აქ ცხოვრობს კიდევ? -გრიშა? -დიახ გრიშა, ჩემი სომეხი ძმაკაცია, ბავშვობის. - ვუთხარი ნამტრიალევი ხმით. - მაგ სომხები შვილო წლებია გადაცხოვრდნენ, მემგონი ერევანში წავიდნენ, ესე მითხრეს. - კარგით ქალბატონო- ვუთხარი და გამოვტრიალდი.კიბეზე ჩამოვრიბინე, "გრიშა და გურამი = ძმებს" შემოდგომა იყო - მახსოვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორც პროზა, არა. ამბავზე გამახსენდა, წარწერაზე უფრო- ოცი ახალგაზრდა ბიჭი, რომლიდანაც ერთი ყველას თვალში ჰქონდა ამოსული, ალბათ ზედმეტად კარგი იყო, ცარცით მიაწერა კედელს, “ მშვიდობა აქ მომუშავე ბიჭებს, მე ვერ გამოვდექი ჟელეზ ნა დაროჟნიკი” როგორც პროზა, არა. ამბავზე გამახსენდა, წარწერაზე უფრო- ოცი ახალგაზრდა ბიჭი, რომლიდანაც ერთი ყველას თვალში ჰქონდა ამოსული, ალბათ ზედმეტად კარგი იყო, ცარცით მიაწერა კედელს, “ მშვიდობა აქ მომუშავე ბიჭებს, მე ვერ გამოვდექი ჟელეზ ნა დაროჟნიკი”
2. კარგია, გულიანი ნაწერია. კარგია, გულიანი ნაწერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|