ანგელოზს ეძახდნენ, ათი თვე მატარა მუცლით, ბედნიერი ვიყავი, არ ვიბადებოდი, ვიცოდი, ალბათ, რა შავ დღეზე გავჩნდებოდი. მაინც მიწია დრომ და საშოდან კუდა მარომ გამომაძვრინა, ვუძალიანდებოდი. გამოვედი და არ მიტირია. თვალი თვალში გავუყარე. – ჯადო ბალღიაო ესა, – უთქვამს. ტრაკზეც იმას შემოურტყამს ხელი. გამოვედი და საშოდან სისხლმა იხუვლა. შავმა სისხლმა, თითქოს სიკვდილმა დააღო ხახა. –არ გადარჩებაო, – უთქვამს კუდა მაროს. ვერ უშველეს. გადაჰყვა მშობიარობას. ჩემი ჩახუტებაც კი ვერ მოასწრო. ნეტა, მოესწრო! ვიგრძნობდი, გავთბებოდი და დამამხსოვრდებოდა. ნეტა, მოესწრო! დავრჩი ასე მოუფერებელი, ცივი ობოლი, ჯადო ბალღი, ჯადო ქალი, ჯადოქარი ... ყველასგან გარიყული არავის ვყვარებივარ. არც არავინ მყვარებია. –შე არგასაჩენო, შე არდასაბადებელოო, – მომძახოდნენ.
ჰოდა, თქვე ქუდბედიანებო, მეც მაგას არ ვჩივი, მართლაც და რა დასაბადებელი ვიყავი, თუკი ჩემს მფარველ ანგელოზს მოვკლავდი.
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2016 წლის დასაწყისში
ამ ლექსით აღმოვჩნდი 2016 წლის ლიტერატურულ კონკურს "ლიხს იქით და ლიხს აქეთ"–ის 13 ფინალისტს შორის (კონკურსს ჰყავდა 600–ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ძალიან ცნობილი ავტორები) და სულ მცირედით ჩამორჩა პრიზიორებს. დაიბეჭდა კონკურსის კრებულში, ასევე გამოიცა ფინალისტთა ლექსებით და ფოტოებით შედგენილი 2017 წლის კალენდარი. მე „ლურჯი აპრილი“ მერგო წილად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. სასიამოვნოა და ღიმილს მგვრის თქვენი ასეთი ნათქვამი, ლაშა. ამას რომ ვწერდი, ცრემლები მედგა თვალებში. ხანდახან ვფიქრობ, საიდან ან რატომ ვწერ ასეთებს. ზოგიერთი რაღაც მართლაც ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს(და მსგავსი) – არა. ამავე დროს არც ჩემი ცხოვრებაა, არც ჩემს გარშემო არავისი, არც მსმენია. ჰოდა, საიდან? გენეტიკური მახსოვრობა მგონია, წინაპრების წინაპრებისგან გადმოცემული. სასიამოვნოა და ღიმილს მგვრის თქვენი ასეთი ნათქვამი, ლაშა. ამას რომ ვწერდი, ცრემლები მედგა თვალებში. ხანდახან ვფიქრობ, საიდან ან რატომ ვწერ ასეთებს. ზოგიერთი რაღაც მართლაც ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს(და მსგავსი) – არა. ამავე დროს არც ჩემი ცხოვრებაა, არც ჩემს გარშემო არავისი, არც მსმენია. ჰოდა, საიდან? გენეტიკური მახსოვრობა მგონია, წინაპრების წინაპრებისგან გადმოცემული.
22. მოგვიანებით ვკითხულობ და +5 რასაკვირველია . ხომ იცით , თქვენი თუ მომწონს , როგორ მომწონს ))) მოგვიანებით ვკითხულობ და +5 რასაკვირველია . ხომ იცით , თქვენი თუ მომწონს , როგორ მომწონს )))
21. ლამაზი,დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი +2 ლამაზი,დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი +2
20. ყველას აზრს პატივს ვცემ. გმადლობთ, რომ კითხულობთ. ყველას აზრს პატივს ვცემ. გმადლობთ, რომ კითხულობთ.
19. პირადად ჩემთვისეს პოეზია კიარა მცირე სტატიაარი ,მიუღებელია პირადად ჩემთვისეს პოეზია კიარა მცირე სტატიაარი ,მიუღებელია
18. კუდა მარო და ჯადო ბავშვი ზუსტი მიგნებაა ასეთი მძიმე თემის უფრო მძიმედ აღსაქმელად. კარგია. კუდა მარო და ჯადო ბავშვი ზუსტი მიგნებაა ასეთი მძიმე თემის უფრო მძიმედ აღსაქმელად. კარგია.
17. გმადლობთ, ანანე და ტასო. გმადლობთ, მკითხველებო. გმადლობთ, ანანე და ტასო. გმადლობთ, მკითხველებო.
16. ღმერთო ჩემო! (( ღმერთო ჩემო! ((
15. შეკავებული ემოცია რომ გადმოსკდება უეცრად, ისეთი ეფექტი აქვს წაკითხვისას. თემაა ძალიან მძიმე და შესრულება ზუსტი. შეკავებული ემოცია რომ გადმოსკდება უეცრად, ისეთი ეფექტი აქვს წაკითხვისას. თემაა ძალიან მძიმე და შესრულება ზუსტი.
14. არადა არსად შემიქია. ვთქვი, რომ იუმორით არცერთი სიტყვა არ არის დაწერილი და ვამბობ, რომ ემოციურია, რაც ზოგისთვის მოულოდნელია. არადა არსად შემიქია. ვთქვი, რომ იუმორით არცერთი სიტყვა არ არის დაწერილი და ვამბობ, რომ ემოციურია, რაც ზოგისთვის მოულოდნელია.
13. ავტორო :)))
თავმდაბლობა რა ხილია, ხომ არ იცით? საკუთარი ნაწერის ასე ქება _დიდება პირველად ვნახე :))) ავტორო :)))
თავმდაბლობა რა ხილია, ხომ არ იცით? საკუთარი ნაწერის ასე ქება _დიდება პირველად ვნახე :)))
11. ძალიან დიდი ემოცია მოაქვს ლექსს და თავდაცვის მექანიზმი თქვენ თვითონ შეასუსტეთ, როცა საბავშვო ლექსის სალაღობოდ წასაკითხად განეწყვეთ. არადა ლექსი ამზადებს მკითხველს: „ვიცოდი, ალბათ, რა შავ დღეზე გავჩნდებოდი“. ეცადეთ, კომენტარში ნაწარმოები არასოდეს დაამახინჯოთ. პირად მიმოწერაში შემომივიდა კითხვები, არის თუ არა ეს ჩემი ცხოვრება და მათ (ასევე სხვა დაინტერესებულებსაც) ვუპასუხე, რომ – არა. მოდით, ამით ამოვწუროთ ჩვენი საუბარი. პატივისცემით. ძალიან დიდი ემოცია მოაქვს ლექსს და თავდაცვის მექანიზმი თქვენ თვითონ შეასუსტეთ, როცა საბავშვო ლექსის სალაღობოდ წასაკითხად განეწყვეთ. არადა ლექსი ამზადებს მკითხველს: „ვიცოდი, ალბათ, რა შავ დღეზე გავჩნდებოდი“. ეცადეთ, კომენტარში ნაწარმოები არასოდეს დაამახინჯოთ. პირად მიმოწერაში შემომივიდა კითხვები, არის თუ არა ეს ჩემი ცხოვრება და მათ (ასევე სხვა დაინტერესებულებსაც) ვუპასუხე, რომ – არა. მოდით, ამით ამოვწუროთ ჩვენი საუბარი. პატივისცემით.
10. ლექსის დასაწყისი და თითქმის ნახევარი არის სახუმარო, გამოვძვერი-გავძვერი, ჯადოქარიმაჟოქარი , კუდამ ტრაკზე ხელი მომითათუნაო და მერე გაგრძელებაში ტრაგედია დედა მოკვდაო,, რა მნიშვნელობა აქვს მკითხველის წლოვანებას, როცა ასეთი მოკლე მოცულობის ლექსის შინაარსის აღქმა ორად იყოფა, ზუსტად განწყობის თეორიის საფუძველზე და არა (განწყობის თეორიის არ იყოს)ზე, ეს ფრაზაც უმართებულოა რადგან განწყობის თეორია ანეგდოტი არ არის.
რაც შეეხება თქვენს რჩევას "გაგიჭირდებათ სწორი განწყობით აღქმა" გმადლობთ, მაგრამ ცნობილია რომ არ არსებობს სწორი და არასწორი აღქმა. არსებობს განსხვავებული აღქმა (.ლიტერატურაში არა ,განწყობის თეორიაში კომპენტენტური ვარ. ეს ისე ხუმრობით) თუ მე მიხსნით რომ ლექსის შინაარსი კავშირში არ არის თქვენს ცხოვრებასთან , ესეც შეცდომაა, არასოდეს არავის ნაწარმოების შინაარსსა და ავტორს არ ვაიგივებ. ჩემი კომენტარები მხოლოდ თქვენდამი სიკეთისა და პატივიცემის გამოხატვაა. წერტილი. ლექსის დასაწყისი და თითქმის ნახევარი არის სახუმარო, გამოვძვერი-გავძვერი, ჯადოქარიმაჟოქარი , კუდამ ტრაკზე ხელი მომითათუნაო და მერე გაგრძელებაში ტრაგედია დედა მოკვდაო,, რა მნიშვნელობა აქვს მკითხველის წლოვანებას, როცა ასეთი მოკლე მოცულობის ლექსის შინაარსის აღქმა ორად იყოფა, ზუსტად განწყობის თეორიის საფუძველზე და არა (განწყობის თეორიის არ იყოს)ზე, ეს ფრაზაც უმართებულოა რადგან განწყობის თეორია ანეგდოტი არ არის.
რაც შეეხება თქვენს რჩევას "გაგიჭირდებათ სწორი განწყობით აღქმა" გმადლობთ, მაგრამ ცნობილია რომ არ არსებობს სწორი და არასწორი აღქმა. არსებობს განსხვავებული აღქმა (.ლიტერატურაში არა ,განწყობის თეორიაში კომპენტენტური ვარ. ეს ისე ხუმრობით) თუ მე მიხსნით რომ ლექსის შინაარსი კავშირში არ არის თქვენს ცხოვრებასთან , ესეც შეცდომაა, არასოდეს არავის ნაწარმოების შინაარსსა და ავტორს არ ვაიგივებ. ჩემი კომენტარები მხოლოდ თქვენდამი სიკეთისა და პატივიცემის გამოხატვაა. წერტილი.
9. რა საკითხავია რამდენად კარგია,ძალიან ემოციური ნაწერია....
ქუდბედიანი რა სწორი სიტყვაა.
სიტყვა ჯადოქარი ვერ მოვუხდინე მხოლოდ, რაღაც ზედმეტია, ჩემი აზრით. ვწერ დადებით შეფასებას და მიხარია ახალი, კარგი ავტორის დანახვა ამ საიტზე.
საინტერესო ჩანხართ რა საკითხავია რამდენად კარგია,ძალიან ემოციური ნაწერია....
ქუდბედიანი რა სწორი სიტყვაა.
სიტყვა ჯადოქარი ვერ მოვუხდინე მხოლოდ, რაღაც ზედმეტია, ჩემი აზრით. ვწერ დადებით შეფასებას და მიხარია ახალი, კარგი ავტორის დანახვა ამ საიტზე.
საინტერესო ჩანხართ
8. აქაც გაჩნდა ეს კითხვები, ადრეც მეკითხებოდნენ და ამიტომ დავწერ: ამ ლექსის შინაარსს არავითარი კავშირი ჩემს პირად ცხოვრებასთან არა აქვს, მყავდა საუკეთესო მშობლები, მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მყავს დედმამისშვილები და ა. შ. ერთადერთი კავშირი არის ის, რომ მე დავწერე. ლექსი იწვევს მძაფრ ემოციებს, ეს ჯერ კიდევ კონკურსიდან ვიცი და დაწერილია სრულწლოვანთათვის. თქვენ, მუხა (განწყობის თეორიის არ იყოს) კითხვა დაიწყეთ საბავშვო ლექსის (ანუ მცდარი) განწყობით და ეს ემოციები კიდევ უფრო მოულოდნელი სიმძაფრით განიცადეთ. ახლა უკვე, ალბათ, გაგიჭირდებათ სწორი განწყობით აღქმა. გმადლობთ, რომ კითხულობთ და გამოთქვამთ აზრს. აქაც გაჩნდა ეს კითხვები, ადრეც მეკითხებოდნენ და ამიტომ დავწერ: ამ ლექსის შინაარსს არავითარი კავშირი ჩემს პირად ცხოვრებასთან არა აქვს, მყავდა საუკეთესო მშობლები, მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მყავს დედმამისშვილები და ა. შ. ერთადერთი კავშირი არის ის, რომ მე დავწერე. ლექსი იწვევს მძაფრ ემოციებს, ეს ჯერ კიდევ კონკურსიდან ვიცი და დაწერილია სრულწლოვანთათვის. თქვენ, მუხა (განწყობის თეორიის არ იყოს) კითხვა დაიწყეთ საბავშვო ლექსის (ანუ მცდარი) განწყობით და ეს ემოციები კიდევ უფრო მოულოდნელი სიმძაფრით განიცადეთ. ახლა უკვე, ალბათ, გაგიჭირდებათ სწორი განწყობით აღქმა. გმადლობთ, რომ კითხულობთ და გამოთქვამთ აზრს.
7. საშოდან კუდა მარომ გამომაძვრინა, ვუძალიანდებოდი. გამოვედი და არ მიტირია. თვალი თვალში გავუყარე. – ჯადო ბალღიაო ესა, – უთქვამს. ტრაკზეც იმას შემოურტყამს ხელი.
აქ, აქ დავინახე!
საშოდან კუდა მარომ გამომაძვრინა, ვუძალიანდებოდი. გამოვედი და არ მიტირია. თვალი თვალში გავუყარე. – ჯადო ბალღიაო ესა, – უთქვამს. ტრაკზეც იმას შემოურტყამს ხელი.
აქ, აქ დავინახე!
6. ერთი დასკვნა გამომაქვს, ლექსმა იმდენად იმოქმედა თქვენზე, რომ ძლიერი ემოციები გამოიწვია. ეს ლექსი დაწერილია ზრდასრული ადამიანებისთვის. ერთი დასკვნა გამომაქვს, ლექსმა იმდენად იმოქმედა თქვენზე, რომ ძლიერი ემოციები გამოიწვია. ეს ლექსი დაწერილია ზრდასრული ადამიანებისთვის.
5. არ ვიცი, მუხა, იუმორი სად დაინახეთ. გამწარებული ადამიანი პირდაპირი სიტყვებით ყვება თავის უბედურებას. უცნაური რეაქციაა. არ ვიცი, მუხა, იუმორი სად დაინახეთ. გამწარებული ადამიანი პირდაპირი სიტყვებით ყვება თავის უბედურებას. უცნაური რეაქციაა.
4. ეს ლექსი ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, ვისაც კი ოდნავ შეხება ჰქონია ასეთ შემთხვევასთან როგორი ტრაგედიაა , უცრემლოდ ვერ წაიკითხავს და უცებ ბრახ , რა? იუმორნარევი, ნამდვილად არ უხდება(კუდა მარომ გამომაძვრინა, ტრას შემორტყმული და ა.ს.)
თავიდან მეც სახალისო მეგონა, ასეც შეგეძლო ბოლომდე ყოფილიყო გამოვედი ჯადო ბალღი, ჯადო ქალი, ჯადოქარი, სიკეთისა მკეთებელი ოქრო ქალი, დედასქალი . რახაცა ამნაირები და არა ბავშვების შესაშინებები. ეს ლექსი ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, ვისაც კი ოდნავ შეხება ჰქონია ასეთ შემთხვევასთან როგორი ტრაგედიაა , უცრემლოდ ვერ წაიკითხავს და უცებ ბრახ , რა? იუმორნარევი, ნამდვილად არ უხდება(კუდა მარომ გამომაძვრინა, ტრას შემორტყმული და ა.ს.)
თავიდან მეც სახალისო მეგონა, ასეც შეგეძლო ბოლომდე ყოფილიყო გამოვედი ჯადო ბალღი, ჯადო ქალი, ჯადოქარი, სიკეთისა მკეთებელი ოქრო ქალი, დედასქალი . რახაცა ამნაირები და არა ბავშვების შესაშინებები.
3. გმადლობთ, ნეფერტარ და ლევან (მოლოცვაც სიამოვნებით მიღებულია). ურაკპარაკელებო, ვიცი კითხულობთ, ყველას დიდი მადლობა. გმადლობთ, ნეფერტარ და ლევან (მოლოცვაც სიამოვნებით მიღებულია). ურაკპარაკელებო, ვიცი კითხულობთ, ყველას დიდი მადლობა.
2. რა სევდიანია და თან რა კარგია, მართლაც რა ქუდბედიანები ვართ ისინი ვისაც დედა გვყავს... 8 მარტს გილოცავთ... 555 რა სევდიანია და თან რა კარგია, მართლაც რა ქუდბედიანები ვართ ისინი ვისაც დედა გვყავს... 8 მარტს გილოცავთ... 555
1. როგორ მაინტერესებს ის ლექსები, რომლებიც ამაზე წინ დააყენა ჟიურიმ. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო, ვერ წარმოვიდგინე. 5 ქულა. როგორ მაინტერესებს ის ლექსები, რომლებიც ამაზე წინ დააყენა ჟიურიმ. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო, ვერ წარმოვიდგინე. 5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|